პანდემია. რას ველოდოთ სარესტორნო ინდუსტრიაში?
 

პანდემია და ეკონომიკური კრიზისი. რას ველოდოთ სარესტორნო ინდუსტრიაში?

ეკონომიკურმა საქმიანობამ მრავალ დარგში განიცადა დარტყმა.

გასული ათწლეულების განმავლობაში გამოიკვეთა უკვე მესამე სერიოზული გლობალური ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ არასდროს, თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში პანდემიას არ გამოუწვევია ამდენად ფართომასშტაბიანი კრიზისული მოვლენები.

ამჟამად, ამ მხრივ საქართველოს ეკონომიკაში მოსალოდნელი სიტუაციისა და ტენდენციების ზუსტი პროგნოზირება ნაადრევია. ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ რამდენიმე თვეში, ოფიციალური მონაცემების საფუძველზე. ამავდროულად, საკონსულტაციო კომპანია „TBC Capital"- ის შედარებით ოპტიმისტური სცენარის მიხედვით მოსალოდნელია, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა გაიზარდოს 1.7-2.5% ფარგლებში, მაგრამ მეორე კვარტალში მკვეთრი ვარდნით.


ამასთან, იგივე კომპანიის სტრესული სცენარის თანახმად: მშპ-ის ზრდის პოზიტიურ პარამეტრებზე დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მეოთხე კვარტალში, ზოგადად კი საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს რეცესიის მდგომარეობაში აღმოჩნდება.


გლობალური ეკონომიკური პრობლემების ფონზე, სარესტორნო ინდუსტრიის ავტორიტეტული ექსპერტების უმეტესობა აცხადებს, რომ ალბათ არასდროს ყოფილა ესოდენ ღრმა და მასშტაბური კრიზისი, ხოლო რესტორატორები მთელს მსოფლიოში სარესტორნო ბიზნესში წინასწარმეტყველებენ რეცესიას.


მრავალ ქვეყანაში რესტორნები დააცარიელეს, რაც ძირითადად გამოწვეულ იქნა თვითიზოლაციის მოთხოვნებითა და საზოგადოებრივი ღონისძიებების აკრძალვით. საქართველოში, როგორც სხვა ქვეყნებშიც, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოებრივი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიზღუდა. მაგრამ სხვადასხვა ქვეყნები განსხვავებულად ეხმიანებოდნენ სარესტორნო ინდუსტრიაში კორონავირუსის პანდემიის საფრთხეს.


დღეისათვის წამყვან და ავტორიტეტულ ექსპერტებსაც კი უჭირთ მაღალი სიზუსტით განსაზღვრონ მოსალოდნელი შედეგების სიმძიმე და რეალური შედეგები ყველა შესაძლო პარამეტრში. ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ მრავალდონიანი სცენარების ვარაუდებით, რადგან კორონავირუსული პანდემიის შედეგად ეკონომიკურმა საქმიანობამ მრავალ დარგში განიცადა დარტყმა.


საკონსულტაციო კომპანიის „TBC Capital"- ის პროგნოზით, მეორე კვარტალში მაქსიმალური ვარდნისა და შემდგომში ეტაპობრივი გაუმჯობესების შედეგად ტურიზმიდან შემოსავალში საქართველოს ზარალმა შეიძლება შეადგინოს დაახლოებით 25% (გამოითვლება აშშ დოლარში).


ამავდროულად, „TBC Capital"- ის ოღონდ სტრესული სცენარი ასეთია: საქართველოში ზაფხულის სეზონის მნიშვნელოვანი დანაკარგები გამოიწვევენ ტურიზმისგან შემოსავლის დაახლოებით 50%-ნ დანაკარგს (დოლარში). ხოლო ტურიზმიდან, საქონლის ექსპორტიდან, ფულადი გზავნილებიდან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციიდან და იმპორტიდან მთლიანი ჯამური ზარალი იქნება დაახლოებით 450 მილიონი აშშ დოლარი.


სარესტორნო ბიზნესის მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში გამწვავებულია იმ გარემოებითაც, რომ გასული წელი არც თუ მარტივი იყო და ფაქტიურად იქცა კრიზისის საწყის ეტაპად. მავანი აჟღერებს უფრო იმედგამაცრუებელ პროგნოზებსაც, რომ ზოგი რესტორანი არც გაიხსნება კარანტინის შემდეგაც, რადგან ჩაფლული იქნება ვალებში.


როგორი იქნება მთავრობის რეაგირება და დახმარება შექმნილ ვითარებაში?

იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევიან (რესტორნების ჩათვლით), საქართველოს მთავრობა ქონებისდა საშემოსავლო გადასახადის გადახდას გადაუვადებს მომდევნო 4 თვით (1 ნოემბრამდე);
მთელი საქართველოს მასშტაბით სასტუმროები, რომელთა მოცულობა 4-დან 50 ნომრამდეა, მიიღებენ საბანკო სესხის პროცენტის 6-თვიან თანადაფინანსებას. ქვეყნის მასშტაბით, ეს პროექტი მოიცავს დაახლოებით 2,000 სასტუმროს, რომლებიც პანდემიის შედეგად შესაძლებელია განიცდიან მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს.

ვინ და როგორ გადაიტანს ამ კრიზისს?

სამწუხაროდ, ნაწილს არ ეყოფა საკმარისი რესურსი და ძალა, ცოდნა და პროფესიონალიზმი იმისათვისა, რომ გადარჩეს და გახდეს სხვაზე უკეთესი. ამავდროულად, როგორც წესი, მძიმე სიტუაციებში გადარჩებიან და იმარჯვებენ მხოლოდ პროფესიონალები.


რესტორატორების ზოგიერთი წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ 2020 წელს, პოსტ-პანდემიური პერიოდში სხვებთან შედარებით კარგად იგრძნობენ თავს ის ობიექტები, რომელთაც ექნება შესაძლებლობა სწრაფად ცვალონ შესასყიდი ფასები და მომწოდებლები, განახორციელონ სწორი რეკლამა და არ გამოეკიდონ წინა პერიდების სუპერ მოგებას.


რესტორატორთა ერთი ნაწილი კი იმედოვნებს, რომ ორიოდე თვეში დაიწყება ტურისტული საქმიანობის გააქტიურება და ეს მოახდენს სარესტორნო ინდუსტრიის აღმავლობის სტიმულირდებას.


ამ დროს ტურიზმისა და მოგზაურობის მსოფლიო საბჭომ გამოაქვეყნა გააფრთხილა, რომ პანდემიამ შეიძლება შეამციროს ტურისტული მომსახურების ბაზარი ერთი მეოთხედით, ხოლო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) წარმომადგენელმა მარსელო რიისიმ დაადასტურა, რომ ტურიზმის სექტორის ვარდნა იქნება უფრო დიდი, ვიდრე ეს იყო მოსალოდნელი.


ტურიზმის ექსპერტი და ანალიტიკოსი ფერნანდო გალარდო კი დარწმუნებულია, რომ კორონავირუსული პანდემია შეცვლის ტურიზმის ინდუსტრიას და ხალხი გაშუადებულ პერსპექტივაში მასიურად არ იმოგზაურებს საზღვარგარეთ, არამედ უპირატესობას მიანიჭებს შიდა ტურიზმს.


ასე რომ, თუ დავენდობით მათ პროგნოზებს, დიდი იმედები არ უნდა დავამყაროთ იმაზე, რომ უახლეს ვადებში ტურიზმი ხელს შეუწყობს სარესტორნო ბიზნესის სწრაფ წამოწევას, ამავდროულად მალე გახდება ცნობილი, რომ ბრძოლა გადარჩენისთვის გრძელდება.უფრო მეტიც, გრძელვადიანი სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ რთულ გარემოში ახლადგახსნილი რესტორნების 70-დან 90% -მდე ერთ წელიწადში იხურება. და ამის მიზეზი ის ხდება, რომ მეპატრონეებმა ვერ გაითვალეს საკუთარი შესაძლებლობები, გადაითვირთვნენ სესხებით, აირჩიეს წარუმატებელი ლოკაცია, მოახდინეს გაუმართებლად ჭარბი ინვესტირება, ან ძალიან ძვირად იქირავეს სათავსოები და ა.შ. ხოლო ფორსმაჟორულ სიტუაციებში, როგორიცაა ამჟამად, ობიექტები ხშირ შემთხვევაში იხურებიან უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ.


უკვე დღეს, იმისათვის, რომ გადარჩნენ და ხელი შეუწყონ თავიანთ ბიზნესს, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ზოგიერთი რესტორანი აქტიურად ჩაერთო კერძების მიწოდების სერვისში ან მუშაობს სპეციალური ფანჯრის საშუალებით take away (გაცემის) რეჟიმში.
ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ მიწოდების პრინციპით მუშაობა ყველა შემთხვევაში სრულად ვერ აანაზღაურებს ზარალს.

პრაქტიკაც მოწმობს, იმისათვის რომ მიღწეულ იქნას კლიენტების ვიზიტების კომპენსაცია, მიწოდება უნდა გაიზარდოს და გადააჭარბოს 6-7 ჯერ, ტექნიკურადაც ეს არ არის ადვილი, რადგან ინფრასტრუქტურულადაც სასწრაფოდაა საჭიროა მომზადება - ეს კი შეკვეთების ოპერატორებია, გაცემის პერსონალი და კურიერებიც და საკვების შეფუთვის მასალებიცაა. გარდა ამისა, ტრადიციულ რესტორნებს მოუწევთ კონკურენცია გაუწიონ სწრაფი კვების ობიექტების საჭმლის მიწოდების სამსახურებებს, რომლებსაც საკმაოდ კარგად აქვთ მოწესრიგებული მომხმარებელთა მომსახურების მექანიზმი.


რა თქმა უნდა, ხალხი რესტორანში მიდის, არა მხოლოდ საჭმელად, არამედ მეგობრებთან შესახვედრად, ახლობელ ადამიანებთან განსაკუთრებული ემოციებისა და კომუნიკაციის ატმოსფეროში ურთიერთობისათვის, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ შევუცვლით მხოლოდ საკვების მომარაგებით.


ამასთან, ასეთი შესაძლებლობა, როგორც ერთ - ერთი გამოსასვლელი, საშუალებას აძლევს რესტორნს რეაგირება მოახდინოს არსებულ ვითარებაზე და გადარჩეს, როცა სხვა შეიძლება გაკონტრდეს კიდევაც. რა თქმა უნდა, ამისათვის დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, მუდმივად შეისწავლოთ მომხმარებელთა მოთხვნილება და გამოავლინოთ სამეწარმეო ფხიანობაც.


ასეთი სურვილის გაჩენის შემთხვევაში - მნიშვნელოვანია დაიწყოთ და იმოქმედოთ ახლავე. ასევე შეიძლება აზრი ჰქონდეს იმას, რომ ქართველმა რესტორატორებმა ინტერნეტით შეისწავლონ იმ უცხო ქვეყნის გამოცდილება, რომლებშიც უკვე ახალ ვითარებაში, პანდემიის ფონზე მოხდა მიწოდების ბუმი, რადგან კორონავირუსის პირობები ადამიანებს უნერგავენ მიტანილი საჭმლის გემოს და კურიერული მომსახურება იძენს პოპულარობას კარანტინისა და პანდემიით გამოწვეული შიშების გამო.


რა თქმა უნდა, ლოგიკური იქნება იმის თქმაც, რომ კურიერი პიცის, ხაჭაპურის, სუშის ყუთით, ან მხალისა თუ საცივის კონტეინერით ხელში ხომ შეიძლება ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, წარმოადგენდეს ინფექცირების საფრთხეს. მაგრამ იმისათვის, რომ არ დავძაბოთ კორონავირუსით უკვე შეშინებული მომხმარებლები, ადგილზე მიტანის სერვისებმა, დაცვის ძირითადი საშუალებების გამოყენებით, ხომ შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანონ ინფექციის გადაცემის შესაძლებლობა კურიერისგან მყიდველზე ან პირიქით.


მზა კერძების მიწოდების სერვისები ახალ ვარიანტებსაც სთავაზობენ მომხმარებელს - შეკვეთისას მას შეუძლია მიუთითოს, რომ კურიერი არ გადასცემს პაკეტებს ან საკვების ყუთებს პირადად ხელში, არამედშეუკვეთოს ადგილზე მიტანა კარის"ზღურბლამდე", ან თუნდაც შენობის გარეთ.


რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კარგი გააზრების შედეგად ონლაინ გაყიდვების ტექნოლოგიის წყალობით, რესტორანი "პოტენციურად საშიში საზოგადოებრივი ზონიდან" გადაიქცევა "ინდივიდუალურ სერვისად" და დისტანციაზე მყოფ სტუმრებს შესაძლებლობას შეუქმნის სახლიდან გაუსვლელად ისიამოვნენ შეკვეთილი და პერსონალურად მომზადებული კერძებით. მართლაც, ვებგვერდის ან მობილური აპლიკაციის დახმარებით, კლიენტს შეუძლია დეტალურად შეისწავლოს მენიუ, შეარჩიოს კერძები, შეუკვეთოს ისინი რამდენიმე დაწკაპუნებით, მოახდინოს გადაიხადა პირადად შერჩეული მეთოდით, აკონტროლოს თავისი შეკვეთა ონლაინ რეჟიმში და მაქსიმალურად უსაფრთხოდ მიიღოს იგი სახლში.

ეჭვობთ, რომ მიწოდების სერვისის მუშაობით გადაარჩენთ თქვენს რესტორანს? ამის გარანტიას არავინ მოგცემთ. მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ გაგაჩნიათ, ალბათ აზრი აქვს სცადოთ. 

ავტორი: მზია გიგუაშვილი

უკან

კურსები და სერტიფიცირება!


Write Close