ცოდნა საკვებში არსებული ალერგენების შესახებ (+ საკვები ალერგენების შაბლონი)

სტატისტიკის თანახმად, განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის დაახლოებით 10% განიცდის მწვავე ალერგიულ რეაქციას გარკვეული სახეობის პროდუქტებზე.
ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც გააჩნია ალერგია გარკვეულ საკვებზე, რესტორანში ყოველი მისვლა პრობლემად იქცა: არ ვჭამო ის, რამაც შესაძლოა გამიწითლოს სახე, გამოიწვიოს ქავილი, შემიზღუდოს სუნთქვა, ან თუნდაც მომკლას კიდევაც.


მათ განსაკუთრებული ყურადღებით უწევთ მენიუს წაკითხვა, ზედმიწევნით ეკითხებიან მიმტანს კერძების შემადგენლობის შესახებ და ცდილბენ დაარწმუნონ იგი< რომ არ არიან უმიზეზოდ კაპრიზულები. ხოლო მომხმარებლის კითხვებისთვის რესტორნების პერსონალი უმეტეს შემთხვევაში მზად არ არის. მიმტანს შეუძლია მხოლოდ ჩამოთვალოს კერძის ძირითადი ინგრედიენტები და უგულველყოს, მაგალითად, ალერგიულობის თვალსაზრისით აგრესიული სანელებლები. რესტორნების ფლობელთა უმეტესობა კი და მათი შეფ-მზარეულები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მომხმარებელმა თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.


ამ პუბლიკაციაში ჩვენ ვეცდებით ავუხსნათ რესტორნის პერსონალს როგორ უნდა აცნობოს კლიენტს კვებითი ალერგენების შესახებ და განვუმარტოთ რატომ არის ამგვარი ცოდნა ესოდენ საჭირო და სასარგებლო სარესტორნო ბიზნესისათვის.


ამ სეგმენტში მომხმარებელთა დაკმაყოფილების უამრავი მეთოდი არსებობს.
რესტორნების უმეტეს ნაწილში, კერძების მომზადების პროცესი მიმდინარეობს ისეთ გარემოში, სადაც ალერგენების მდიდარი სპექტრია წარმოდგენილი.
მომსახურების სართო სცენარი რესტორნებისთვის


საკვების ალერგიით, ურთიერთობა დარბაზს, სამზარეულოსა და ალერგიის მქონე სტუმარს შორის იწყება სტუმრის გამოკითხვით იმის თაობაზე აქვს მას თუ არა მითეთებები დიეტის დაცვასთან დაკავშირებით. დასმული კითხვის მაგალითი და რეკომენდაცია კლიენტის მიმართ შეიძლება გამოიყურებოდეს ამ სახით: " გაგაჩნიათ ალერგია კვების პროდუქტების მიმართ? თუ გაგაჩნიათ შეკვეთის მიცემის წინ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მიმტანს."


როდესაც სტუმარი მიმტანს შეკვეთისას აწვდის საკვებისმიერი ალერგიის ნუსხას ან დიეტური შეზღუდვების სრულ ჩამონათვალს, მიმტანს შეუძლია დაუსვას მას დამაზუსტებელი კითხვები ალერგიის სიმძიმის შესახებ. შემდეგ სთხოვოს სტუმარს მენიუდან შეარჩიოს მისთვის მისაღები კერძები, კერძოდ კი, ერთად იმსჯელონ იმ კერძების შესახებ, რომლითაც დაინტერესებულია ეს მომხმარებელი. ანუ ურთიერთქმედებდა ოფიციანტსა და კლიენტს შორის ღებულობს გამარტივებულ სახე, მით უფრო, როცა ოფიციანტი სტუმრისგან შეიცნობს ინფორმაციას აქტუალური ალერგენების თაობაზე.


ამ კომუნიკაციის შედეგს ოფიციანტი ასახავს კლიენტის შეკვეთის ფურცელში, შემდეგ მან უნდა გაიაროს კონსულტაცია შეფ-მზარეულთან. და მას შემდეგ, რაც შეფ გამოთქვქმს რეკომენდაციებს მიმტანი და სტუმარი თანხმდებიან შეკვეთის საკითხებზე და იმ კერძებზე, რომლებიც არ შეიცავენ ალერგენებს.


მენიუს დაგეგმვა


მენიუს შედგენას გააჩნია ისეთი მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მიმტენისა მზარეულების ადაპტირებას სტუმრის პრობლემებთან - ალერგენების საკითხებთან დაკავშირებით.
შეიძლება გათვალისწინებულ იქნას ხორბლის ფქვილის გამოყენების სრული გამორიცხვა სუპებსა და სოუსებში. ვეგანური სუპის შეთავაზება აღმოფხვრის რძის ნაწარმს ან ცხოველური წარმოშვების პროდუქტებს. შესაძლებელია გავითვალისწინოთ მაკარონის ნაწამი ან პასტა, ან მარცვლეულის კერძები, რომლებსაც მოვემზადებთ რძისა ან სხვა ალერგენების და, მაგალითად, თევზისა და მოლუსკების გარეშე.

საჭმლის მომზადება


ისეთი კერძების მომზადებისას, რომლებიც არ შეიცავენ გარკვეულ ალერგენებს, ფრთხილად იყავით იმ მხრივ, რომ გამოიყენოთ სწორი ინგრედიენტები. ასევე დარწმუნდით, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რომ თავიდან აიცილოთ ალერგენულ ინგრედიენტებთან ჯვარედინი კონტაქტი ჭურჭლისა და აღჭურვილობის სათანადო გამოყენებით.


ჯვარედინი კონტაქტების პოტენციური წყაროების მაგალითები:


- მცენერეული ზეთი, შხეფები და კერძების მომზადებისას წარმოქმნილი ორთქლი;
- ჭურჭელი, აგრეთვე - კოვზები, დანები, ფითხები, მაშები და ა.შ.
- მცირე ზომის ჭურჭელი, საჭრელი დაფები, თასები, ქოთნები, ტაფები და ა.შ.
- აღჭურვილობა - საფრიტიურები, გრილები და ა.შ.


გარკვეული პროდუქტების მიმართ ძლიერი ალერგიული რეაქციის მქონე ადამიანებს უმჯობესია არც მივცეთ იმის გარანტია, რომ საჭმელი საერთოდ არ შეიცავს არც ერთ, ან რომელიმე ალერგენს, რადგან შემთხვევითი ჯვარედინი კონტაქტი შესაძლოა მოხდეს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის კერძის მომზადების პროცესში ან მომსახურების დროს.
• სტუმარს ყოველთვის მიეცით იმის შესაძლებლობა, რომ მან პირადად მიიღოს საკუთარი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
• ხოლო, თუ სტუმარს მაინც წარმოეშვა მძიმე ალერგიული რეაქცია, ამის შესახებ დაუყონებლივ აცნობეთ პასუხისმგებელ პირს და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა. აუცილებლად დარწმუნდით, რომ სამედიცინო დახმარება ადგილზეა და დროულად მიეწოდება.

გაეცანით ჩვენს მიერ შეთავაზებულ კვებითი ალერგიის ტაბულას, რომელიც საშუალებას მოგცემთ გამოიტანოთ მკაფიო დასკვნა იმის თაობაზე შეიცავენ თუ არა ალერგენებს ის კერძები, რომლებსაც თქვენ ურჩევთ ან აწვდით მომხმარებელს.

იხილეთ საკვები ალერგენების შაბლონი

ტაბულა მარტივი და მოსახერხებელია გამოსაყენებლად და თანამშრომლებისთვის შეასრულებს შესანიშნავი შეხსენების ფუნქციას იმის შესახებ, თუ რომელი პროდუქტებია უსაფრთხო გარკვეული მომხმარებლებისთვის. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ საილუსტრაციოთ შევსებული მაგალითიც, რათა გაეცნოთ ამ ტაბულის გამოიყენების შესაძლებლობას. 

ავტორი: მზია გიგუაშვილი

უკან
Write Close