უგლიუტენო კვება - მოდაა თუ რეალური აუცილებლობა? 


ბოლო დროს მთელს მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ამჯობინებს პროდუქტებს გლიუკენის გარეშე, ამიტომ რესტორატორებიც ქმნიან სპეციალურ მენიუებს ან გლუტენისგან დაცული კერძების ასორტიმენტს. 


რას წარმოადგენს გლიუტენი?

რთული ცილაა, მას ასევე წებოვანას უწოდებენ, რომელითაც მდიდარია ძირითადი მარცვლეული კულტურები: ხორბლის სახეობები, ქერი და ჭვავი. ეს - ამინომჟავების შემცველობის ცილაა, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სხვა ნივთიერებებთან ერთად ადამიანი ყოველდღიურად 10-დან 40 გ. გლუტენს ღებულობს ფქვილისა და ბურღულეულის სახით. ამასთან, დადგენილია, რომ ბრინჯსა და სიმნდს, ფეტვსა და წიწიბურას - გლუტენს არ შეიცავენ.


რით არის სარგებელი გლიუტენი?


გლუტენის შემცველ პროდუქტებში - 18 ამინომჟავაა, რკინა და მაგნიუმია, (რომელთა გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეგეტარიანელებისთვის), „В" ჯგუფის ვიტამინებია, სრული მარცვლის სასარგებლო ცილებიცაა და ა.შ. წებოვანა ხელს უწყობს ფოსფატისა და კალციუმის ათვისებას. პური, მაკარონი და ფაფები ნელი ნახშირწყლების წყაროა, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმს საჭირო ენერგიით და დიდი ხნის განმავლობაში ქმნიან გაძღომის შეგრძნებას. ზომიერი რაოდენობით, ეს საკვები სასარგებლოა მათთვის, ვინც ეწევა აქტიური ცხოვრების წესს, მათ შორის ბავშვებსა და ასაკოვან პირებისათვის.


რით არის სახიფათო გლიუტენი?


მასზე უარის თქმის მთავარი მიზეზია ამ ცილის აუტანლობა, საჭმლის მონელების პრობლემები; ალერგია პროტეინზე და მარცვლეული კულტურების მიმართ; გამონაყარი კანზე (ჭინჭრის ციება, აკნე, დერმატიტი); მოდუნებულობა და ენერგიის ნაკლებობა; ჭარბი წონა; იმუნიტეტთან დაკავშირებული პრობლემები. მსგავს შემთხვევებში, ერთი თვით მაინც უარი უნდა ვთქვათ გლიუტენის გამოყენებაზე და დავაკვირდეთ ორგანიზმის მდგომარეობას. გლიუტენის აუტანლობის გენეტიკურ მიდრეკილებას ეწოდება ცელიაკია, მის შემთხვევაში ორგანიზმი გამოიმუშავებს სპეციფიკურ ანტისხეულებს, ცდილობს ებრძოლოს ამ ცილას, აღიქვამს მას როგორც ალერგენს, უცხო წარმოშობის ელემენტს.


რამდენად აქტუალურია კვება გლიუტენის გარეშე?

იმის გათვალისწინებით, რომ პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 1% -ს აქვს ცელიაკიის დადასტურებული დიაგნოზი, ხოლო წებოვანასგან თავისუფალი პროდუქტებით სარგებლობს 25-30%? გლიუტენისგან თავისუფალი დიეტის პოპულარობა უკავშირდება ასევე წებოვანას მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ფორმირებას და სპეციალური დიეტის პროპაგანდას, როგორც ჭარბ წონასთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდს, რასაც აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ზოგიერთ ცნობილი ადამიანი და ამის გამო ის ძალზე მოდურიც გახდა.


ღირს თუ არა მივბაძოთ მოდას - კვება გლიუტენის გარეშე?

უმჯობესია მოუსმინოთ საკუთარ ორგანიზმს და გლიუტენის აშკარა აუტანლობის შემთხვევების გარდა, მთლიანად არ ამოვიღოთ მარცვლეული კვების რაციონიდან. განა გლუტენის გარეშე ყველა საკვები ნამდვილად უწყობს ხელს წონის დაკლებას, ხოლო წებოვანაზე სრული უარი ზრდის გულის დაავადებათა განვითარების რისკს. ცალკე გამოყოფენ ხოლმე ალერგიას წებოვანაზე, რომელიც ადრეულ ასაკში ვლინდება ბავშვებში. ის თავს იჩენს სურდოს, ცემინების, დიარეის და ჭინჭრის ციების სახით. ამასთან მიიჩნევენ, რომ ბავშვების თითქმის 60% ამგვარად რეაგირებს ბურღულეულზე, თუმცა ჩვეულებრივ ეს რეაქცია ქრება 12 წლის ასაკში.


უგლიუტენო დიეტის ყველაზე დიდი გამოწვევაა - რით შეიცვალოს პური? ერთადერთ ალტერნატივას წარმოადგენს წებოვანასგან თავისუფალი ფქვილით დამზადებული პურ-ფუნთუშეული, თუმცა ამ სახის ცომეულს უნდა შევეჩვიოთ კიდევაც, გარდა ამისა ის უფრო ძვირია და მას განსახვავებული გემოც გააჩნია.

უკან
Write Close