რიგი არაბული ქვეყნის და ისრაელის სამზარეულოების შესახებ

არაბულ სამზარეულოში, მრავალფეროვანი კერძების მოსამზადებლად აქტიურად იყენებენ ცხარე სოუსებს, მათი ნაწილი ინდივიდუალურადმზარეულის ან რესტორნის სტუმრის გემოვნებით. ამის მაგალითია სოუსი „ჰარისა“, რომლის გემოსა და არომატს განსაზღვრავენ  ჩილის წიწაკა, პომიდორი, ნიორი, დაფქული კვლიავიდა ქინძი, ძმარი და ზეითუნის ზეთი შერეულები გარკვეული პროპორციით. ჰარისის თემატიკაზე, მრავალი ვარიაც არსებობს - დაჭრილი პიტნის ფოთლით, კვლიავის, ქინძის თესლით და ზეთისხილით. არომატის გასაძლიერებლად, ხშირად  პაპრიკისა და ჩილის ჭოტს ბრაწავენ.

ამ რეგიონის ეროვნული სამზარეულოები, როგორც წესი, განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავენ გარკვეული ტიპის სანელებლების მიმართ. ეგვიპტეში - ეს არის კვლიავი და ქინძი, ლიბანში - იამაიკური წიწაკა და დარიჩინი. ერაყსა და სპარსეთის ყურეს  ქვეყნებში პოპულარულია კარდამონი. სირიაში, ლიბანში და ირანში - თამარინდი და  ბროწეულის მომჟვო სიროფი.  საყოველთაოდ ცნობილ საკვებთან ერთად, რომელიც უკვე იქცა ტრენდად (მაგალითად, შაურმა), ყველა ნახსენები სუნელი და სანელებლები  მოთხოვნილია მთელ მსოფლიოში.

არაბეთის გაერთიანებული საემიროები:  შაურმა ერთ-ერთი ხელმისაწვდომი კერძია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებშიც. მას ამომზადებენ  პიტასგან, რომელშიც იდება შემწვარი ხორცი (ჩვეულებრივ, ცხვრის, ქათმის, ინდაურის ან ძროხის ნაზავი) და ბოსტნეული. საკაზმად იყენებენ  ტაჰინის, ჰუმუსს ან ცხარე სოუსებს.

საუდის არაბეთი. „კასბა“ - ეს არის ბრინჯის კერძი დიდი რაოდენობით სანელებლების დამატებით - მიხაკი, ილი, ზაფრანა, დარიჩინი, წიწაკა, ჯავზი და დაფნის ფოთოლი. ჩვეულებრივ მიეწოდება ხორცით და ბოსტნეულით.

ისრაელში - კერძი სახელწოდებითფალაველ“გახდა ქვეყნის კულინარიული სიმბოლო - ის წარმოადგენს  ნუტის და ლობიოს ბურთულებს, მწვანილებისა და სანელებლების დამატებით. მათ ოქროსფრამდე ბრაწვენ  ზეთში და აწვდიან სოუსითა და ტარტილიებით.

თანამედროვე ცხოვრებაში ყველა ეთნიკური  სამზარეულო საინტერესო და გამოსადეგია 

უკან
Write Close