კარიერის დაგეგმვა საზოგადოებრივი კვების სფეროში (რეზიუმეს შედგენის და თვითპრეზენტაციის ზოგადი პრინციპები)
 

კარიერის დაგეგმვა თანამედროვე საზოგადოებრივი კვების სფეროში

"რჩევები მზარეულებს: რეზიუმეს შედგენის და თვითპრეზენტაციის ზოგადი პრინციპები"

დაკარგეთ სამსახური? პანდემიით გამოწვეული კარანტინის გამო თქვენი რესტორანი დაიკეტა, გაიხსნება ის თუ არა რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ? ნუ დაკარგავთ დროს, გონივრულად გამოიყენეთ ის, დღესვე იფიქრეთ მომავალი კარიერის დაგეგმვაზე, ვინაიდან პროფესიულ კარიერაზე ზრუნვა არის უწყვეტი პროცესი, რომელიც გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.


ცნობილია, რომ თანამედროვე საზოგადოებრივი კვების სფერო გამსხვავდება ობიექტების ტიპით, ან სპეციალიზაციით - ეს შეიძლება იყოს სასადილო, თუ კაფე ან სხვადასხვა კატეგორიის რესტორნები. მაგრამ ყველგან, გამონაკლისის გარეშე, მუშაობენ მზარეულები. კვების ობიექტების ნაწილი კარანტინის დასრულებისთანავე ალბათ განაახლებს მუშაობას, მაგრამ მზარეულთა დასაქმების მხრივ მოსალოდნელია ძალზე მწვავე კონკურენცია. ობიექტების ერთი ნაწილი დაიბრუნებს ყოფილ პერსონალს, ხოლო მეორე დაიწყებს ყველაზე საუკეთესო კადრების ძებნას მრავლად გამონთავისებულ და უმუშავრად დარჩენილ პროფესიონალთა შორის.

კვების ობიექტების მრავალფეროვანების თუ სიმრავლის მიუხედავად ნებისმიერი მათგანი იცავს საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის პრინციპს, რაც მზარეულისგან მოითხოვს საკუთარ თავზე უწყვეტ მუშაობას, შემოქმედებით ძიებას, ინდივიდუალური შესაძლებლობების გაძლიერებას.

საზღვარგარეთ პრესტიჟულ რესტორანში რიგით თანამშრომელის მიმართაც კი, გააჩნიათ სრულიად განსხვავებული მოთხოვნები: ძირითადი განათლების გარდა - სპეციალური კურსების, სტაჟირების, მასტერკლასების გავლა, ანალოგიურ ან მსგავსი დონის ობიექტში მუშაობის გამოცდილება. ამგვარი მიდგომა და წესი, მართალია ნელა, მაგრამ მაიც მკვიდრდება ჩვენს კვების ობიექტებშიც. ამჟამად, რიგით მზარეულისათვის, ჩვენი ქვეყნის რესტორნებსა და კაფეებში, საკმარისია საბაზო პროფესიული მომზადება და საკმარისი სამუშაო გამოცდილება (დამხმარე მზარულად ან სტაჟიორად).

მოკლედ განათლების შესახებ
ძალზე მნიშვნელოვან ნაბიჯს დასაქმებისა და თქვენი პროფესიული კარიერის თვალსაზრისით წარმოადგენს პროფესიული მომზადება, რომელის უდაოდ დიდ გავლენას ახდენს წარმატებულ თვითრეალიზაციაზე, კარიერულ ზრდაზე, საზოგადოებაში აღიარებისა და ცნობადობის მოპოვებაზე, პირადი შესაძლებლობების განვითარებაზე და მატერიალური კეთილდღეობის მიღწევაზე და ა.შ.


მაგრამ უნდა ითვალისწინებდეთ, რომ თანამედროვე სამყაროში, პროფესიული ცოდნა და უნარები მუდმივად ვითარდებიან, განიცდიან ცვლასა და სრულყოფას. სულ უფრო და უფრო მტკიცე ხდება მოთხოვნილება მუდმივი სწავლების, უნარების დახვეწის, გადამზადების მიმართ. ამ პირობის გათვალსიწინების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა არამარტო წინსვლა, არამედ ზოგ შემთხვევაში უბრალოდ სამუშაო ადგილის შენარჩუნებაც კი.
დღესდღეობით მზარეულებს ამზადებენ პროფესიული კოლეჯები და არაფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებები. როგორც წესი, მზარეულის პოზიციის ყველა დონეზე დამსაქმებლებისთვის პროფესიული მომზადების დონის მიმართ მოთხოვნა წარმოადგენს სავალდებულო კრიტერიუმს.

ამის გათვალისწინებით მზარეულს შეუძლია აიმაღლოს კვალიფიკაცია სპეციალიზებული კურსების, ტრენინგებისა და მასტერ-კლასების გავლით საქართველოში და საზღვარგარეთ.

სამუშაო გამოცდილება
სამუშაო გამოცდილება ასევე წარმოადგენს მზარეულის წარმატების მნიშვნელოვანი მაჩვენებელს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უმაღლესი დონის კვების ობიექტის დამსაქმებელი, აიყვანს სპეციალისტს სამუშაო გამოცდილების გარეშე, თუმდაც მზარეულის დამხმარედ. მინიმალური გამოცდილება საჭიროა ნებისმიერი მზარეულისთვის, ხოლო შეფ-მზარეულის, ან სუ-შეფის პოზიციაზე პრეტენდენტს საჭიროა, რომ გააჩნდეს ხანგრძლივი სამუშაო სტაჟი.
მცირე ხანგრძლივობის გამოცდილების შემთხვევაში ყოველთვის შესაძლებელია, რომ აღნიშნოთ გავლილი მიზნობრივი სტაჟირების ან პრაქტიკის შესახებ, რა თქმქ უნდა თუ ასეთი გაგაჩნდათ.თვით პრეზენტაცია - როგორც მზარეულის მიერ სამუშაოს მოძიების ინსტრუმენტი.

მზარეულის თვით პრეზენტაცია - წარმოადგენს მისი ცოდნის, უნარების, პერსონალური თვისებებისა და გამოცდილების წარდგენის ხელოვნებას.

ცხადია, რომ მზარეულისთვის სამუშაოს ძებნის პროცესში გადამწყვეტი ხდება დამსაქმებელთან გასაუბრება, რადგან, როგორც წესი, ამ სახით ხდება მზარეულის ცოდნის დემონსტრირება. თუმცა, გასაუბრებამდე თქვენ აუცილებლად მოგიწევთ რეზიუმეს წარადგენა, რომელშიც ყველა ინფორმაცია უნდა აისახოს ლაკონურად და ამავდროულად ის უნდა ქმნიდეს პოზიტიურ განწყობას თქვენს პერსონაზე.რეზიუმეს შედგენის ზოგადი წესი
რეზიუმე უნდა შეიცავდეს სრულ ინფორმაციას თქვენს შესახებ, სამართლებრივად ის შეიძლება დაიწეროს ნებისმიერი მისაღები ფორმით, რადგან არ არსებობს ამ მოთხოვნების მარეგულირებელი დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, წარმატებული წერილობითი პრეზენტაციის გამოყენების პრაქტიკამ დაამკვიდრა ზოგადი წესები და საიდუმლოებები. დღეისათვის რეზიუმე შეიძლება ჩაითვალოს დასაქმების შანსის საუკეთესო ინსტრუმენტად.

რეზიუმეს ზოგადი პრინციპები ერთნაირია უმეტესი პროფესიისათვის, მას გააჩნია გარკვეული სტრუქტურა, აგრეთვე დიზაინისა და სტილის დაცვის წესები. თუმცა ინფორმაციის შევსების ნიუანსები, ფოტოსურათის მოთხოვნები განსხვავდება პროფესიის მიხედვითა და რეზიუმეს დანიშნულებით.

რეზიუმე დგება შემდეგი ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით:

პირველ რიგში, აკონკრეტებს კანდიდატის სასურველ თანამდებობას.
მეორე, გამოხატავს საუკეთესო პერსონალურ თვისებებს.

რეზიუმეს სრულყოფილებისათვის სასურველია შემდეგი მოთხოვნების დაცვა

• წიგნიერება - მართლწერის დაცვა, ტექსტი უნდა შემოწმდეს შეცდომების არსებობაზე;
• ერთგვაროვნება - უნდა იყოს დაცული შრიფტის, სათაურების, ინტერვალის ზომა და სტილი;
• დამწერლობის საქმიანი სტილი;
• კონკრეტულობა - ხაზი გაუსვით ძირითად ინფორმაციას (რეკომენდებული მოცულობაა - 1-1,5 გვერდი).

რეზიუმეს სტრუქტურა


ზოგადად მიიღებულია რეზიუმეს ბლოკების შემდეგი სტრუქტურა და განლაგება:
1. დოკუმენტის სახელწოდება - "რეზიუმე".
2. საინფორმაციო ბლოკი "პერსონალური მონაცემები" - სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა,მ.შ. ინფორმაცია შვილების შესახებ, საკონტაქტო ინფორმაცია.
3. დოკუმენტის მიზნობრივი დანიშნულება - თანამდებობა, რომელიც წარმოადგენს სამუშაოს მაძიებლის მიზანს.
4. ბლოკი "განათლება" - საგანმანათლებლო დაწესებულებების დასახელება, ან სია, დამატებითი განათლების შესახებ ინფორმაცია (კურსებზე დასწრება, ტრენინგები, სემინარები, მასტერ-კლასები და სხვ.). ინფორმაცია დასრულებული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ უნდა აისახოს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით (ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ამ სიაში არ შედის) და მიეთითოს:
• დაწესებულების დასახელება;
• დამთავრების წელი;
• მიღებული სპეციალობა.
5. საინფორმაციო ბლოკი "გამოცდილება" - სამუშაო ადგილები წლების მიხედვით (ბოლოდან დაწყებული). ამავე ნაწილში უნდა დაემატოს ინფორმაცია წინა თანამდებობებზე შესრულებული ფუნქციების შესახებ და პროფესიული მიღწევები.
6. ბლოკი "პროფესიული უნარები" - ინფორმაცია შესაბამისი პროფესიული ცოდნა-უნარების (კომპეტენციების) შესახებ (მაგალითად, ცივი კერძების მომზადება, ხაჭაპურის ცხობა და ა.შ.).
7. ბლოკი "პერსონალური თვისებები" - განმცხადებლის მახასიათებელი დადებითი ასპექტების ჩამონათვალი, რომელიც სამუშაოს მიღების შემთხვევაში თვისობრივად დაეხმარება მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
8. "დამატებითი ინფორმაციის" ბლოკი - ინფორმაცია დამატებითი შესაძლებლობების შესახებ (მაგალითად, ავტომობილის მართვის მოწმობა, შემოქმედებითი ვნებები, უცხო ენების ცოდნა, გრძელვადიანი მგზავრობისთვის მზადყოფნა და სხვა).
9. წინა დამსაქმებელთა რეკომენდაციები (წერილობითი დანართის სახით ან საკონტაქტო დეტალებით).

გარდა ამისა უნდა გაითვალისწინოთ რომ მზარეულის ფუნქციებში შეიძლება შედიოდეს არა მხოლოდ კერძების მომზადება, არამედ:

• მენიუს, ტექნოლოგიური და საკალკულაციო რუკების წაკითხვისა და შექმნის უნარი;
• კერძების აღრიცხვისა და გაანგარიშების უნარი;
• ნედლეულის, პროდუქტების მიღების, შენახვის, დამუშავების, კერძების ასორტიმენტის მომზადების უნარი ტექნოლოგიურ, HCCP და სანიტერულ-ჰიგიენური მოთხოვნათა შესაბამისად და ა.შ.

მზია გიგუაშვილი

უკან

კურსები და სერტიფიცირება!


Write Close