ქართულ სამზარეულოში ყველაზე ზშირად იყენებენ: უცხო სუნელს, ხმელ ქინძს, წითელ ცხარე წიწაკას, ყვითელ ყვავილს. ხორციან კერძებისათვის - უმატებენ გამხმარ ქონდარსაც? ხოლო ქონდრიან სანელებელთა ნაზავი განსაკუთრებით უხდება კუჭმაჭის მსგავს გულ-ღვიძლით მომზადებულ კერძებს სუნელების გამოყენების დეტალებს უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ გაეცნოთ კერძების მომზადების სასწავლო თემატურ ნაწილში.
in English |
ქართულად |
На русском |
Basil |
მწვანე რეჰანი/ რეჰანი |
базилик |
Allspice |
ბაჰარი |
душистый перец |
Pepper |
შავი წიწაკა, პილპილი |
черный перец |
Chili Pepper |
წიწაკა ჩილი |
перец чили |
Bay Leaf |
დაფნის ფოთოლი |
лавровый лист |
Coriander/ Cilantro |
ხმელი ქინძი/ ნედლი ქინძი |
кориандр/ киндза |
Savory |
ქონდარი |
чабер |
Mint |
პიტნა |
мята |
Caraway/Cumin |
ძირა |
тмин обыкновенный |
Fenugreek |
უცხო სუნელი (ულუმბო) |
пажитник |
Dill |
კამა |
укроп |
Clove |
მიხაკი |
гвоздика |
Cinnamon |
დარიჩინი |
корица |
Field Mint |
ომბალო |
луговая мята |
Parsley |
ოხრახუში |
петрушка |
Celery |
ნიახური |
сельдерей |
Saffron/ marigold |
ზაფრანა/ ყვითელი ყვავილი |
шафран/ бархатец |
Tarragon |
ტარხუნა |
эстрагон |
Ginger |
კოჭა |
имбирь |
Sage |
სალბი |
шалфей |
Rosemary |
როზმარინი |
розмарин |
cardamon |
ილი |
кардамон |
Thyme |
ბეგქონდარა |
тимьян |
Nutmeg |
ჯავზი |
мускатный орех |
Mustard |
მდოგვი |
горчица |
Horseradish |
პირშუშხა |
хрен |
Onions |
ხახვი |
лук |
Garlic |
ნიორი |
чеснок |
leek |
პრასი |
лук-порей |
Walnut |
ნიგოზი |
грецкий орех |
Vinegar |
ძმარი |
уксус |
ხმელი სუნელი
(შემადგენლობა: ქინძი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა, ყვითელი ყვავილი, კამა, რეჰანი - დაფქული; მაიორანი - დაღერღილი). ხმელ სუნელს როგორც წესი იყენებენ ხარჩოსა და საცივში.
უცხო სუნელი
გამოიყენება ნიგვზიან კერძებში - საცივსა და ბაჟეში, ლობიოში, მხალეულში, სვანური კუბდარის მოსამზადებლად, მას უმატებენ კატლეტს, შემწვარ ხორცსა და თევზს.უცხო სუნელი აგრეთვე წარმოადგენს აჯიკისა და სვანური მარილის აუცილებელ ინგრედიენტს.
ქინძი
დაფქულ ხმელ თესლს იყენებენ აჯიკის დასამზადებლად, ხოლო უცხო სუნელთან შერევით კმაზავენ ხორციან და ნიგვზიან კერძებს. ნედლ თესლს, დანაყულს ნიორთან ერთად - ტყემლის, მაყვლის, ისრიმის, ქლიავისა და პამიდვრის საწებლების გასაზავებლად. ნედლი მარცვალი აგრეთვე ნიორთან და მწვანე წიწაკასთან შერეული გამოიყენება მწვანე და ხმელი ლობიოს, შემწვარი ბადრიჯნის, პამიდვრის სალათას მომსამზადელად.
ყვითელი ყვავილი, ე.წ. "იმერული ზაფრანა"
ნიგვზიანი კერძების აუცილებელი დანამატი და ინგრედიენტია.
ომბალო
იყენებენ როგორც ტყემლის შესაზავებლად, აგრეთვე, ლობიოს საკმაზად.
მიხაკ-დარიჩინი
საცივის აუცილებელი საკმაზია.
ძირა
გამოიყენება ღორისა და ცხვრის ცხიმიანი ხორცის კერძებისათვის, მის გარეშე არ მზადდება შილაფლავი, ფითი, ბოზბაში. ძირასთან ერთად ხშირ შემთხვევაში იყენებენ პილპილს, ბაჰარს და დაფნის ფოთოლს.
ბეგქონდარა
ხინკლის მთავარი სანელებელია.
დაფნის ფოთოლი
გამოიყენება ხორციან კერძებსა და ლობიოში.