რა ვიცით ქართული სუფრის შესახებ?
 

ქართული სუფრის შესახებ.
ქართველები „სუფრას" - ორ მნიშველობას ანიჭებენ:
ერთი ნიშნავს - მაგიდის გადასაფარებელს - „სუფრას". თვით ეს სიტყვა, სპარსული წარმოშობისაა (სოფრე) და პირდაპირი მნიშვნელობით გადაფარებულ ქსოვილს ნიშნავს.
ამ დანიშნულების მქონე ქართული ტრადიციული სუფრა - ლურჯი ფერისაა. შესრულებულია ტრადიციულ ელემენტებში, რომლებშიც ასახულია ქართველი ხალხის უძველესი მსოფლმხედველობა, ასტრალური და მცენარეული მოტივები, ზოომორფული და ანთროპომორფული სახეები. ხოლო საყოფაცხოვრებო მოტივებიდან - სუფრის ატრიბუტები: დანა, ჩანგალი, კოვზი. გარდა ამისა, ქართული კაბასა და ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი მოცეკვავე მამაკაცთა და მანდილოსანთა გამოსახულებანი. ამ სახით უმთავრესად გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოში. შემდგომ მას ფართოდ ხმარობდნენ გვიანდელი ფეოდალური ხანის ქართული საზოგადოების ყველა ფენაში.
მეორე - უფრო ფართო და უკვე არა სიტყვა, არამედ ცნებაა - სუფრა, ნადიმი, ლხინი. ის არ წარმოადგენს საჭმელისა და სასმელის მირთმევის ადგილს თუ გარემოს, არამედ გამორჩეულია და მისტერიული, რიტუალური ელემენტებით აღსავსეა , ათად-წესების გამომხატველი საზოგადოებრივი ცხოვრების ფასეული მოვლენაა.
ქართული ტრადიციით - ქართველის ოჯახშიდა მით უფრო სუფრაზე შემოსული სტუმარი ღვთის გამოგზავნილია და შესაბამისად ითხოვს განსაკუთრებულ პატივისცემას.
სუფრასთან სხდომის დროს დაცული იყო უფროს-უმცროსობის რიგი.
• ქართული სუფრა მოითხოვს აქტიურ შემოქმედებით განწყობას ის წარმოუდგენელია სადღეგრძელოს გარეშე.
სადღეგრძელო - ქართული მჭევრმეტყველებისა და ორატორული ხელოვნების იმ ორიგინალურ, თვითმყოფადი ფენომენად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ფესვები ადრეული განვითარების საფეხურებს უკავშირდება. თავისი შინაარსით, ხასიათით, შემოქმედებითად, გამომხატველობით და შინაგანი ემოციების თვალსაზრისით მას ანალოგი არა აქვს.
ტრადიციული იყო ვითარების მიხედვით სადღეგრძელოების რაოდენობის განსაზღვრაც. მით წყობას, ჩამონათვალს რაღაც გამოკვეთილი სცენარიც კი გააჩნდა. სადღეგრძელო, სუფრაზე ვისიმე დღეგრძელობისათვის, კეთილდღეობისათვის წარმოთქმული სიტყვა და შესმული სასმელი წარმოადგენდნენ.
სადღეგრძელოების რაოდენობა განპირობებული იყო იმაზე, თუ რა სახის სუფრა იშლებოდა.
ცნობილია ყოველდღიური სუფრა:
საუზმე (დილით), სადილი (შუადღით), სამხარი (მზე, რომ გადაიცვა) და ვახშამი (მზის ჩასვლის შემდეგ).
ამბობენ, რომ საუზმის დროს სამ-ოთხ სადღეგრძელო ითქმევოდა.
სადილ-სამხარის სადღეგრძელოების რაოდენობა ყოველთვის შეზღუდული იყო, რადგანაც მშრომელი კაცი სუფრის შემდეგაც აგრძელებდა მუშაობას.
ვახშამი უფრო გრძელი იყო და ისმებოდა შვიდი-რვა, ზოგჯერ მეტი სადღეგრძელოც.
საუკუნეების მანძილზე საქართველოში სასმელის მირთმევასთან დაკავშირებით სუფრაზე მკაცრად რეგლამენტირებული წესი ყალიბდებოდა. ამა თუ იმ სადღეგრძელოს შემთხვევაში არა სასმელის მთლიანად მირთმევით გამოიხატებოდა, არამედ მის რიტუალურ მიღებაშიც (ოდნავ მოსმა, ტუჩის შეხება).

უკან

 

Write Close