სასწავლო კურსი - ცომეულის მზარეული
 

სასწავლო კურსი - ცომეულის მზარეული

300 ლარი
ყიდვა

ცომეულის კერძებისა და ნაწარმის თეორია და პრაქტიკა

სასწავლო კურსი - ცომისგან კულინარული კერძებისა და ნაწარმის მომზადება  (ცომეულის მზარეული)

ცომეულის მომზადების ტექნოლოგიისა და რეცეპტურის შესწავლა თეორიასა და პრაქტიკაში 

კურსის მიზანი

პროფესიული კომპეტენციების სრულყოფა ან ახალი სპეციალიზაციის დაუფლება მზარეულის პროფესიაში.


კურსის აღწერა 

ამ კურსის შესასწავლად თქვენ უნდა გაიაროთ მზარეულის კურსის II ნაწილი

თქვენ გექმნებათ შესაძლებლობა ქართული  და ზოგი სხვა ქვეყნის  სამზარეულოების მაგალითებზე  შეისწავლოთ ცომისგან საყოველთაოდ აღიარებული  კულინარული კერძებისა და ნაწარმის ტექნოლოგია და რეცეპტურა, რასაც ღირსეულად დააფასებენ თქვენი რესტორნის კლიენტები.

სწავლების შედეგად თქვენ შეძლებთ პროფესიონალიზმისა და გემოვნების მაღალი დონის დემონსტრირებას, იმისგან განსხვავებით, რაც  მომხმარებელთა ნაწილს  უკვე ნანახი და გასინჯული აქვს.

ამ მიზნის მისაღწევად უმოკლესი გზაა - თეორიული ცოდნის შეძენა და კერძების მომზადების დაუფლება რესტორნის პროფესიონალური  სამზარეულოს პირობებში შეფ-მზარეულის პირადი მეთვალყურეობის ქვეშ.


კურსის ამოცანები: კურსის მსვლელობისას თქვენ აღმოაჩენთ ტექნოლოგიის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებსაც ადრე ხშირად არც ითვალისწინებდით ან შესაძლოა არ იცოდით მათ შესახებ.
თავიდან აიცილებთ შეცდომებს, თუ გაეცნობით სხვადასხვა სახის ცომის მომზადებას და მის შესაბამისობას კონკრეტულ კერძთან ან ნაწარმთან. შეისწავლით როგორ უნდა მოამზადოთ სხვადასხვა შიგთავსები.
გაერკვევით ისეთ ნიუანსებში, რომლებსაც ფლობენ  რესტორნის გამოცდილი მზარეულები.
თეორიული სწავლება: სასწავლო მასალა  წარმოდგენილი იქნება ონლაინ გაკვეთილების ფორმატში და ასევე გექნებათ შესაძლებლობა ყოველი გაკვეთილის შემდეგ პირადად შეამოწმოთ მიღებული ცოდნა.

სტაჟირება: მომუშავე მზარეულთათვის აუცილებელი არ არის.

სწავლება მიმდინარეობს დევიდ კოლბის მეთოდის მიხედვით

Left
Right
რას გთავაზობთ

+ თეორიული ონლაინ სწავლების შესაძლებლობა ნებისმიერ ხელსაყრელ დროს
+ პრაქტიკული მეცადინეობები შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით რეალურ რესტორანში
+ ცოდნის შემოწმება ტესტების მეშვეობით
+ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი

კურსის პროგრამა

ცომისგან კერძებისა და კულინარული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგია

I. ცომის სახეობები და მათი მომზადების მეთოდები.
II. ცომისგან კერძების მომზადება - ქართული სამზარეულოს ცნობილი ნიმუშების მაგალითზე.

- ხინკალი

- ხაჭაპური

- აჭარული ხაჭაპური

- აჩმა

- კუბდარი

შემფასებელი ტესტი 

III. სხვა ქვეყნების სამზარეულოების ცომეულის მაგალითები.

- იტალიური პიცა მარგარიტა (Pizza Margherita).

- სპაგეტი ან პასტა ტომატის სოუსით.

- ატრია (ლაფშა). ხორბლის ფქვილისგან ატრიის  მომზადების მეთოდი.

- ატრია  ვოკი. ბრინჯის ატრია-ვოკი ქათმითა და ბოსტნეულით. ხორბლის ფქვილის პიკანტური ვოკი ბოსტნეულით.

- ბურგერი. ბურგერისთვის ფუნთუშის მომზადების კლასიკური რეცეპტი. ფუნთუშების სახეობები, რომლებსაც იყენებენ ბურგერების მოსამზადებლად. კლასიკური ამერიკული ბურგერის მომზადება.

- პელმენი ხორცის ფარშით. (იტალიური რავიოლი, გირცი, ანუ ვარენიკი).

- ბლინურა ( ბლინი, მაჭკატი).

- ფრანგული კრეპი (Crêpes).

- ამერიკული პანკეიკი.

შემფასებელი ტესტი


გაქვთ შეკითხვები?

დატოვეთ თქვენი კომენტარი ან დაგვირეკეთ!

300 ლარი
ყიდვა

Write Close