აშშ - ს ნაციონალური სამზარეულო

მეხსიარებაში პირველ რიგში, მაშინვე, უცბად წარმოვიდგენთ ტრადიციულ ჰამბურგერს - ანუ ესე მარტივად და მოსაწყენად. ჰამბურგერთან, ამერიკელები გირჩევენ მიირთვათ რძიანი კოკთეილი და კარტოფილი ფრი.

თუმცა, ყველაფერს ასე მარტივად ნუ წარმოიდგენთ - ამერიკამ, როგორც დნობის უზარმაზარმა ქვაბმა მოიცვა  და ხელახლა ადნობდა მსოფლიოს მრავალ სამზარეულოს - ევროპულს, ლათინური ამერიკის, აზიისა და შუა აღმოსავლეთის, ხდებოდა მათი შერევა, შემდეგ კი ადაპტირა ამერიკულ კულტურასთან. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა სამზარეულოს ახალი ტენდენციები და შეიქმნა ორიგინალური კერძებიც. ადაპტირების შედეგად ამერიკული სამზარეულოში  წარმიქმნა უნიკალური პრეცენდენტები. ეს პროცესი დღესაც გრძელდება.   ამერიკელთა ყოველდღიური რაციონის ნაწილს წარმოადგენენ  -  ფრანკფურტული სოსისი, მექსიკური სიმინდის ფქვილის ტორტილია და აზიური ფარშირებული ბლინის მსგავსი კერძები. ამავდროულად საყოველღაოდ გახდა ცნობილი ჰამბურგერებისა და სენდვიჩების BLT შირთავსი, რომლის სახელწოდება უკავშირდება გამოყენებულ ინგრედიენტებს: bacon, lettuce, tomatoes (ბეკონი, სალთა -ლატუკი და ტომატები)

ლუიზიანის, კრეოლური და ტეხასურ-მექსიკური  კულინარიული ტრადიციები აყალიბებენ ამერიკის სამხრეთი შტატების სამზარეულოს. ამ სამზარეულოზე დიდ გავლენას ახდენენ  დასავლეთი აფრიკის და ამერიკელი ინდიელების ტრადიციები და ამავე დროს ამ რეგიონის სამზარეულო შეიცავს ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ელემენტებსაც. ლუიზიანის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი სანებლების (Cajun ) ნაზავშია:  პაპრიკა, კვლიავის თესლი, შავი პილპილი, წიწაკა ჩილი, ხმელთაშუა ზღვის სანელებლები, ილი. ეს ნაზავი უხდება და რეკომენდებულია ხორცისა და თევზის კერძებისთვის, ასევე ბარბექიუსათვის.

ტეხასურ-მექსიკურ სამზარეულოში საყვარელი სანელებელია - დაფქული წიწაკა ჩილი. ძირითადად წარმოჩენილია  ხორცის კერძები და კვერი - ტორტილა. წიწაკა-ჩილი შერწყმულია ნიორთან, ხახვთან და ზოგჯერ კვლიავის თესლთან. ამ კომბინაციაში გადამწყვეტია ნარევის სიმცხარე. ბევრი სუნელი შეიცავს ქინძს (ახალი ქინძის ფოთლებს). საერთაშორისო კულინარიაში მრავალი წლის განმავლობაში, ამ რეგიონიდან  იყენებენ სოუსებს კერძებისათვის, რომლებსაც ჭამენ ხელით: სალსა (მცხარე ტომატის სოუსი) და გუაკამოლე (ავოკადოს საწებელი).

მრავალი დელიკატესი სოუსის საფუძველს წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილი კეტჩუპი. იმ ინგრედიენტებს შორის, რომლებიც მოდურია ამჟამად -  თაფლია, რომელსაც იყენებენ ნიორთან და  პიკანტურ სუნელებთან ერთად.

კარიბის ზღვის ქვეყნების  სამზარეულოებზე   დიდი გავლენა მოახდინეს ევროპის (პირველ რიგში ესპანეთის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და ბრიტანეთის), ასევე აფრიკისა და აზიის კულინარიულმა კულტურებმა და გასტრონომიულმა მიდრეკილებამ. ტიპიური კარიბული  კერძებისათვის დამახასიატებელია ხილი და პიკანტურობა, რომელიც ეფუძვნება ბოსტნეულის, ბრინჯის და პარკოვანების, ზღვის პროდუქტების,  გრილზე შემწვარი თევზია და  ფრინველის კომბინაციას. მრავალი რეცეპტის პოპულარული კომპონენტს, რომელის კერძებს მატებს ეგზოტიკურ ნოტებს წარმოადგენს ქოქოსის წვენი. საყვარელი კარიბის სანელებელი - Jerk ("ნახტომი"), იამაიკური წარმოშობისაა. მის შემადგენლობაშია იამაიკის წიწაკა, მუსკატის კაკალი, კვლიავის თესლი,  მიხაკი და წიწაკა ჩილი.

გარდა ამისა, კარიბის ზღვის ქვეყნების სამზარეულოში მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი პომიდვრის და ხილის პასტებთან  კომბინირებული ჩილი- სოუსები. კარიბის ზღვის სამზარეულოზე შესამჩნევ გავლენას ახდენენ ინდური სანელებლები. ეს გავლენა განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა იამაიკაზე, ტრინიდადში, გვადალუპეში და მარტინიკაზე. კარიბის ზღვის სანაპიროზე საკმაოდ გავრცელებულია კარი.

ლათინური ამერიკის სამზარეულო.

მექსიკა: მისი სამზარეულოს ცნობილი კერძებია:

  • ტორტილია - სიმინდის ან ხორბლის თხელი კვერი სხვადასხვა სანელებლებით, რომელსაც იყენებენ როგორც ცალკე, ასევე  მრავალი კერძის შემადგენლად.
  • ბურიტტო - ტორტილიასგან მომადებული რულეტი ხორცის ფარშის, ლობიოს, ბრინჯის, პომიდორის, ავოკადოს ან ყველის შიგთავსით.
  • კესადილია - საყოველთაოდ ცნობილი მექსიკური კერძია. იგი მზადდება ტორტილიას ორი კვერისგან, რომელთა შორის იდება შებრაწული ყველი, ხორცი (უმეტესად ქათის), ბოსტნეული და სოკოები. მიეწოდება ცხარე სოუსით (ჩვეულებრივ ეს არის სალსა) და არაჟნით.
  • ხორცეულიდან, პოპულარულია კერძი ფახიტას - ტორტლიაში გახვეული გრილზე შემწვარი ძროხის ხორცი ბოსტნეულით.
  • ტაკოს - ეს არის კერძი, რომელიც მომზადებულია შუაში მოხრილი ტორტილიას კვერისგან, სადაც მოთავსებულია  ხორცის ფარში, ჩილი, ლობიო და მწვანილი, ან ზღვის პროდუქტების თუ ხილის შიგთავსით.
  • მექსიკის ნაციონალურ კერძად ითვლება ხუთასზე მეტი სახეობის კერძი სახელწოდებით - ტამალი. ეს არის თავისებური ტოლმა. ის მზადება ხორცის ფარშით, რომელსაც ახვევენ სიმინდის ტაროს ფოთლში.
  • ენჩილადას - წარმოადგენს ტორტილიასგან მომზადებულ მილაკს, რომელიც შევსებულია ყველით, პომიდორით ან ხორცით.
  • წვნიანებში დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს ტორტილიასგან მომზადებული ცხარე სუპი.  ეს არის ქათმის ბულიონი შეზავებული ხახვით, ნიორით, პომიდორით, წიწაკა ჩილით და სხვა სანელებლებით. მას მიირთვით გახეხილი ყველითა და შემწვარი ტორტილიას ნაჭრებით.
  • ძალიან გავრცელებულია ზღვის პროდუქტების კერძი - ცევიჩე, რომლიც მზადდება ციტრუსის წვენში მარინირებული ახალი თევზისგან.

მექსიკური სამზარეულოს შემადგენლობაში ასევეა რთული  სოუსი - მოლე, ის შეიცავს 100 – მდე ინგრედიენტს, მათ შორის მწვანილებს, დაფქულ კაკალს, კაკაოს, კარაქს,  ხორცის ბულიონს და, რა თქმა უნდა, რამდენიმე სახის ჩილის. მას ამზადებენ დიდ ხანს - ზოგჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში.

არგენტინა: ამ ქვეყნის პოპულარული კერძის (რომელსაც  ეწოდება -ასადო),შემადგენლობაში შედის  ხორცი, შინაური ძეხვი, თირკმელი, ჯირკვლები და სისხლიანი ძეხვი. ასადოს მიირთმევენ პურით, სალათის ფოთლით, ჩიმიჩურის სოუსით და წითელი ღვინით.

ჩილე  - ამ ქვეყნის დამახასიათებელ კერძად ითვლება ღვეზელი-  ემპანდა,  ის ფარშირებულია დაკეპილი საქონლის ხორცით, ხახვებით და ზეთისხილით. იგი პოპულარობით სარგებლობს მთელს ლათინურ ამერიკაში. თუმცა, ჩილეში, მას მიიჩნევენ ეროვნულ კერძად.

პერუ. კერძი სახელწოდებით - სევიჩე გავრცელებულია ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში და სხვადასხვა მისი რეცეპტი შეიძლება განსხვავდებოდეს. მაგრამ სწორედ პერუ ითვლება სევიჩეს სამშობლოდ. მის შემადგენლობაშია წვრილად დაჭრილი სხვადასხვა სახეობის უმი თევზი, რომელიც მარინირებულია ლაიმას წვენში. ის მიეწოდება ტკბილ კარტოფილთან, შემწვარ სიმინდატან ან მანიოკასთან ერთად.

კუბა - აქ ყველაზე ცნობილი კერძია -  პიკადილო. იგი შედგება ხორცის ფარშისგან, ბოსტნეულით და სანელებლებით. სხვა კერძი, რომელიც მოსწონს არა მხოლოდ მკვიდრ ხალხს, არამედ ტურისტებსაც, არის სუპი ან რაგუ სახელწოდებით - ლა კალდოსა. მისი მომზადებისთვის გამოიყენება ქათმის ხორცი, ხახვი, ნიორი, ორეგანო, სტაფილო, კარტოფილი, კარაქი, ლორი. ამ  ყველაფერს ათავსებენ თიხის ქოთანში  და თუშავენ დაბალ სითბოზე..

ბრაზილიაში ცნობილია კერძი - ფეიხოადა, რომლის მოსამზადებლად იყენებენ ლობიოს (ან სხვა პარკსნებს), ხორცპროდუქტებს და მანიოკას ფქვილს.

უკან

Write Close