ტრადიციული ჭამა გლობალიზაციის წინააღმდეგ

მსოფლიოში ჭამის განსხვავებული იდეები უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

უკვე საკმაო ხანია, მივაქციეთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ ცხოვრების ტემპის დაჩქარების პირობებში, ადამიანები ნაკლებ დროს ხარჯავენ საჭმელზე.  მართლაც, როდესაც სამყაროში  ყველაფერი დიდი სიწრაფით ვითარდება, ხოლო დრო ლამის ფულის ექვივალენტად იქცა, კვება განიხილება, როგორც სიცოცხლის გადარჩენის საშუალება, რათა ადამიანმა შეასრულოს გარკვეული ფუნქცია ან სამუშაო და თანამედროვე ეპოქის ამ გამოწვევას საკმაოდ ოსტატურად უპასუხა სწრაფი კვების სისტემამ, ანუ fast food-მა.

Fast food -  სწრაფი კვებაა, რომელიც არ ითხოვს დიდ დროს და საქმისგან მოწყვეტას, მაგრამ უმეტესად არ გვმატებს ჯანმრთელობას და შესაძლოა ზიანიც მიაყენოს მას. ამავდროულად, სწრაფი კვების არაერთი კერძი ოდიდგან გააჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ სამზარეულოებს (მაგალითად, იტალიური პიცა, ქართული ხაჭაპური და ა.შ.).

სწრაფი კვების პირველი ობიექტები შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში: 1919 წელს - A&W, 1921 წელს კი - White Castle- ს სახით. მის საფირმო კერძს წარმოადგენდა იმ დროისთვის უჩვეულო ჰამბურგერი. კერძის ხელმისაწვდომმა, სტაბილურმა ფასმა და უცნაურობამ მიიზიდეს მომხმარებელთა საკმაო რაოდენობა და თავდაპირველად არც წარმოშვა პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ეჭვები. ასე მოხდა, რომ სწრაფი კვების უმეტესი კერძი ჩაფიქრებული იყო, როგორც მაღალკალორიული, რადგან სწრაფი კვების ობიექტში ადამაინი შედიოდა იმისათვის, რომ სწრაფად ეჭამა რასაც სთავაზობდნენ და, რომ დაკმაყოფილებულიყო საკვების მინიმალური რაოდენობით.

ეს კი ითხოვდა პროდუქციის ენერგეტიკული მახასიათებლების ზრდას. ამ აუცილებლობიდან გამომდინარე შეიქმნა დაახლოებით ლანჩის ტოლი  კალორიული ღირებულების მქონე სენდვიჩები და ჰამბურგერები.  და იმისათვის, რომ კლიენტი კვლავაც შემოსულიყო სწრაფი კვების ობიექტში გემოს შეგრძნების გაძლიერება ხდებოდა მეტი ცხიმისა და შაქარის, სუნელებისა და საკვები დანამატების შევსებით, მათ აგრეთვე დაემატა  მაიონეზი ან მასზე დაფუძნებული სოუსები. ამგვარი მიდგომის გამოყენება გავრცელდა არა მხოლოდ სენდვიჩებზე, ჰოთდოგებზე, ნაყინებზე, არამედ, ერთი შეხედვით, ჯანმრთელ საკვებზეც, მაგალითად, კიტრის, პომიდორის, ლობიოს სალათებზე.

გარდა ამისა, სწრაფი კვების ქსელებში გამოყენებული ნახევარფაბრიკატები, ისევე როგორც სხვა ”ქარხნული დამზადების” საკვები პროდუქტები, შესაძლოა შეიცავდნენ სხვადასხვა საკვებ დანამატებს, რომელთა უმეტესი ნაწილი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე. მათ შორისაა ცხიმოვანი მჟავების ტრანსიზომერები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან პროდუქტის მიხედვით.

Slow Food   (ნელი კვება) - სწრაფი კვების საპირისპიროა. თვით ტერმინი "სლოუფუდი" შედგება ორი ინგლისური სიტყვისაგან: " slow ", ანუ "ნელი" და " food " - "საკვები"). სლოუფუდის მოძრაობა გაჩნდა სწრაფი კვების საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით მაკდონალდსის საპირისპიროდ  ჯერ იტალიაში, ხოლო 1989 წლიდან გავრცელდა ბევრ ქვეყანაში. ამჟამად აქტიურ პროპაგანდას სლოუფუდს  უწევენ 160 ქვეყანაში, მას ჰყავს 1 მილიონი აქტიური მომხრე და ორგანიზაციის 100 ათასი ოფიციალური წევრი. 

ბრენდი "Slow Food" მიზნად ისახავს კვების ობიექტების დაარსებას, რომლებიც განსხვავდებიან სწრაფი კვების ობიექტებისგან, მომხმარებელს სთავაზობენ ჯანმრთელ კვებას, აგრეთვე ემსახურებიან ეროვნული და რეგიონალური სამზარეულოს ტრადიციების დაცვასა და კვების კულტურის შენარჩუნებას. აქცენტი კეთდება სასარგებლო, მკვებავ და მაღალხარისხიან პროდუქტებზე: სხვადასხვა სახის მარცვლეული კულტურები, ბოსტნეული, ხილი, მაღალხარისხიანი ხორცი, რძე და რძის პროდუქტები და, პირველ რიგში, ფერმერული მეურნეობის პროდუქციაზე, რომლიც იწარმოება გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე და არ  არის მავნე ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

აგრეთვე დიდი ყურადღება ეთმობა კვების კულტურას. მიჩნეულია, რომ მშვიდი კვება, რომელსაც თან ახლავს სასიამოვნო საუბარი და პოზიტიური განწყობა, ნაყოფიერ გავლენას ახდენს თქვენს ემოციურ მდგომარეობასა და მთლიანად ორგანიზმზე. სლოუფუდი გირჩევთ საჭმლის ნელ და ზომიერ მოხმარებას და არა ჭარბ ჭამას, რომელიც იწვევს არა მხოლოდ საჭმლის მონელების დარღვევებს, არამედ, საბოლოოდ, გადაჭარბებულ სიმსუქნესაც. გარდა ამისა, საჭმელი უნდა იყოს მკვებავი და სასარგებლო, რაც იმას ნიშნავს, რომ კვებაში მოხმარებული უნდა იქნას  ორგანიზმისთვის ღირებული ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და სხვა ნივთიერებები.

Slow Food- ის გლობალურ მოძრაობას გააჩნია საკუთარი ფილოსოფია. მისი მომხრეები იცავენ შემდეგ წესებს:

- საუკეთესო კვებას წარმოადგენს -  სეზონის შესაფერისი კვება.

- საუკეთესო საკვები- ადგილობრივი საკვებია.

Slow Food- ის ფილოსოფიის თანახმად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანსაღი საჭმლის გემოთი, არამედ უშუალოდ მისი მომზადების პროცესით ტკბობაც და ამის მეშვეობით თავად უნდა მოვიძიოთ და შევიგრძნოთ ცხოვრების გემოც. 

Slow Food- ის ფილოსოფიის პრინციპები კვებასთან მიმართებაში:

- გემრიელი: ახალი და სურნელოვანი სეზონური პროდუქტები, რომლებიც სასიამოვნოა გრძნობების ორგანოებისათვის და წარმოადგენენ ადგილობრივი კულტურის ნაწილს. საკვები უნდა იყოს ნატურალური და სასიამოვნო. ბუნებრივ პროდუქტებში იგულისხმება ფერმერული მეურნეობის (სოფლის) პროდუქტები - ახალი ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული კულტურები, მაღალხარისხიანი ხორცი, რძე და ა.შ.

- სუფთა: კვების პროდუქციის წარმოება და მოხმარება უნდა იყოს ისეთი, რაც ზიანს არ აყენებდეს გარემოს, ცხოველების კეთილდღეობას და ადამიანის ჯანმრთელობას.საკვებად უნდა ვიყენებეთ  ეკოლოგი

უკან

Write Close