როგორ დავადგინოთ მენიუში შეტანილი კერძების პოპულარობა და გამოვთვალოთ მათი მომგებიანობა?


მენიუში შესული კერძების პოპულარობისა და მომგებიანობის სრულყოფილი შეფასებისათვის, რა თქმა უნდა, საჭიროა მისი დეტალური ანალიზის ჩატარება. შემდეგ კი - ამ ანალიზის პარამეტრების შეჯერების შედეგად შეიძლება მივიღოთ სხვადასხვა ხასიათის დასკვნები.


დავიწყოთ ყველაზე მარტივი საკითხების განხილვით. მაგალითად, თუ გსურთ გაიგოთ რა და რამდენი გაიყიდა მიმდინარე კვირაში მენიუს შემადგენლობიდან პასუხი შეგიძლიათ მიიღოთ უბრალოდ, დააჯამეთ გაყიდული პროდუქციის ან ნაწარმის საერთო მოცულობა ან სხეობების მიხედვით (პორციებით, ან ცალობით). მაგრამ თუ გსურთ გაარკვიოთ გაყიდულების ხვედრითი წონა, მაგალითად, თითოეული სახის საუზმეულის ან სალათების, მაშინ გაყავით ამ პროდუქციის გაყიდული მოცულობა (პორციები, ნაჭრები) მთლიანად გაყიდული კერძების ჯამურ რაოდენობაზე და გაამრავლეთ 100-ზე. ამის შედეგად მიიღებთ რეალიზებული საუზმეულია ხვედრით წონას (%) საერთო მოცულობაში.


ოღონდ თუ გსურთ იცოდეთ რომელი კერძია მეტნაკლებად პოპულარული (მოთხოვნილი) - ჯერ გაყავით 100% მთლიან რაოდენობაზე და მიიღებთ X% -ს, შემდეგ შეუდარეთ ამ პროცენტს უკვე გამოყვანილი (%-ლად) ხვედრით წილი და მიიღებთ პასუხს კითხვაზე გიღირთ თუ არა ამ საუზმეულის დატოვება მენიუში, თუ უმჯობესია შეწყვიტოთ მისი წარმოება და შეთავაზება, რა თქმა უნდა, თუ ის არ პასუხობს გარკვეული კატეგორიის მომხმარებელთა მოთხოვნებს და თქვენ არ გსურთ ამ მომხმარებლების დაკარგვა , რომც ეს საუზმეული არ აღწევდეს გაყიდვების და შემოსავლების დიდ მოცულობას.

გარდა ამისა, გირჩევთ შეაჯამოთ და შეაჯეროთ ისეთი მონაცემები, როგორიცაა გაყიდვების მთლიანი მოცულობა, ჯამური - მთლიანი ღირებულება და მთლიანი მარჟა, რაც შემდგომ მოგცემთ შესაძლებლობას განახორციელოთ სხვა ხასიათის გამოთვლები და ანალიზები. მაგალითად, თუ გსურთ გამოიანგარიშოთ ფუდ-კოსტი (Eng. food cost - კვების ღირებულება), პასუხს მიიღებთ მთლიანი ღირებულების გაყიდვების საერთო მოცულობაზე გაყოფით და 100% -ზე გამრავლებით.

და თუ, ვთქვათ, გსურთ იცოდეთ მომგებიანობა, ჯერ უნდა გამოთვალოთ მენიუში მითითებული ყველა კერძის მთლიანი მარჟა, შემდეგ გაყოთ კერძების გამოყვანილი საშუალო მარჟიანობა გაყიდვების მოცულობაზე (გაყიდული პორციები, ცალები) და მიიღებთ უკვე გაშუალედებულ მარჟას.


ანალოგიური მიდგომით, აგრეთვე შეგიძლიათ გამოთვალოთ თითოეული კერძის მარჟა, შემდეგ კი შეადაროთ იგი უკვე მიღებულ გაშუალედებულ მარჟას და ამრიგად, შეძლებთ იმის დადგენას, თუ რამდენად აღემატება ამ კერძის მარღჟა გაშუალედებულ მონაცემს და რამდენად ხელსაყრელია მისი წარმოება, ანუ გაარკვევთ, რომელ კერძებს აქვს მაღალი ზღვარი , ხოლო რომელს - დაბალი და გამოიტანოთ შესაბამისი დასკვნები.


ამავდროულად, ვიწრო სპეციალიზაციის მქონე კვების ობიექტის ანალიზის პირობებში, ზედმეტედ რომ არ შევიწუხოთ თავი, მოდით განვიხილოთ პოპულარობისა და მომგებიანობის ანალიზის ყველაზე მარტივი მაგალითი: დადგა ზაფხული და გაიზარდა ლუდის მოხმარება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ლუდის მოხმარების ზრდა მოითხოვს შესატყვისი კერძების და საუზმეულის ასორტიმენტის გაზრდას. კვირის განმავლობაში და ყოველდღიურად თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ მათი რეალიზაციის მოცულობას და პერსპექტიულობას, ხოლო მომგებიანობა გამოითვალოთ იმ მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომელზეც უკვე ვიმსჯელეთ ცალკეული კერძის თუ საუზმეულის მაგალითზე.


ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ყველა განხილულ საკითხზე პასუხის მიღება და დასკვნის გამოტანა - ძალიან მარტივია!

 

უკან

Write Close