2021 წლის 13 ივლისს, მესაკუთრისა და ადმინისტრაციის თხოვნით, რესტორან „კაკლებში“ HACCP-ს სისტემის ნორმებისა და მოთხოვნების შესასწავლად, პროფესიული სკოლა „ინტერსერვისის“ საგანმანათლებლო ონლაინ  პლატფორმის www.e-chef.ge გამოყენებით, გაიმართა კორპორატიული, კომბინირებული (ოფლაინ და ონლაინ ფორმატი) ტრენინგ - კურსი, რომელსაც დაესწრო რესტორნის 10 თანამშრომელი - მენეჯერი და სამზარეულოს მთელი პერსონალი.

მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ: HACCP სისტემის მოთხოვნებით, კულინარული პროდუქციის უვნებლობის უზრუნველყოფის მენეჯმენტით, რისკებისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრით, მათი კრიტიკული ზღვრების დადგენით, მონიტორინგისა და მაკორექტირებელი ქმედებების, აგრეთვე ვერიფიკაციის პროცედურის ორგანიზებით.

ყველა მონაწილემ წარმატებით გაიარა სწავლება, შესაბამისი ტესტირებით დაადასტურა მიღებული ცოდნა და გამოხატა კმაყოფილება  ჩატარებული ტრენინგისა და შეძენილი კომპეტენციების მიმართ, ხოლო რესტორნის მენეჯმენტი ტრენინგის შედეგების გათვალისწინებით განაგრძობს HACCP სისტემის დანერგვასა და სრულყოფას თავის ობიექტში.

რესტორან „ქორტიარდ კაკლები“ - ს პერსონალის სია

1.       ვერონიკა მახარაშვილი
მენეჯერი
2.       ჟანა არხოზაშვილი
შეფ - მზარეული
3.       მაია ჯანეზაშვილი
მზარეული
4.       ნანა ქარსიძე
მზარეულის თანაშემწე
5.       გიორგი მაზმიშვილი
მზარეულის თანაშემწე
6.       მარიამ გრიგოლავა
7.       მაია პაპუაშვილი
ჭურჭლის მრეცხავი
ჭურჭლის მრეცხავი
8.       ნინო მახარაშვილი
მიმტანი
9.       ანი არხოზაშვილი
მიმტანი
10.    ნათია არაბიძე
მიმტანი
პროფესიული სკოლა "ინტერსერვისი" მადლიერებას გამოხატავს რესტორნის მეპატრონის, მენეჯმენტისა და მონაწილე სპეციალისტების მიმართ ნაყოფიერი ერთობლივი მუშაობის გამო და უსურვებს მათ ახალ პროფესიულ წარმატებას.
უკან
Write Close