იაპონური საზარეულოს ძირითადი ტერმინები
 

იაპონური საზარეულოს ძირითადი ტერმინები

აბურა - აგე (ABURA-AGE)油揚げ- ტოფუ, დაჭრილ თხელ ფურცლებად, მობრაწული ფრიტიურში და შენებული სუნელებით.

ავასემისო (AWASEMISO)粟瀬味噌- სამი ხარისხის მისოს ნაზავი, რომელიც გამოიყენება არომატის გამოსაკვეთად.

აგედაში(Agedashi)揚げ出し豆腐- ტოფუსდაბრაწულიკვერი

აძუკი (ADZUKI)アズキ- ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იაპონური ლობიოს მსაგვსი პარკოსანი. აძუკი შეიცავს 50% სახამებელს, ასევე ვიტამინ B1- ს, ცილებს და უჯრედისის.

აკამი (AKAMI maguro)赤身マグロ- წითელი ხორცი, რომელიც მიიღება თინუსის ზურგის ნაწილისაგან

ანაგო (ANAGO) - ზღვის გველთევზა

აოიაგი(AOYAGI) 青柳- ყველანაირი იაპონური მოლისკები, რომელთა ფეხებს ჩვეულებრივ ნედლად ჭამენ

არამაკი(ARAMAKI)荒巻- ჩალის ჭილოფი

არამე (ARAME)アラメ- ყავისფერი ზღვის წყალმცენარე, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, კალციუმს და სხვა მინერალებს. მას გააჩნია განსხვავენული რბილი გემო.

ატარი-გომა (ATARI-GOMA)アタリゴマ- ქუნჟუტის თესლი, მოხალული ტაფაში

ბაკაგაი (BAKAGAI) バカガイ- მოლუსკი

ბენიშოგა (Benishōga) 紅しょうが- პიკელებული კოჭა მარილწყალში (ქლიავის ძმარი). დღეს ბენიშოგა იყიდება წვრილად დაჭრილი, დაჭრილი ან მთლიანად.

ბენტო (BENTO) お弁当- იაპონური "სწრაფი კვება", ანუკვება გატანით. როგორც წესი, ეს არის საჭმელი ლანჩზე ან პიკნიკის დროს, რომელიც შეფუთულია სპეციალურ ყუთში.

ბიფუნი (BIFUN) ビーフン- ბრინჯისატრია (ლაფშა)

ვარიბასი (VARIBASI)ヴァリバシ - ხის ჩხირი (ჰასი)
ვასაბი (WASABI)わさび- იაპონური პირშუშხა, გამოირჩევა ძალიან ცხარე გემოთი. ვასაბი იყიდება მზა პასტის ან ფხვნილის სახით, რომელიც გამოყენებამდე უნდა განზავდეს წყლით.

გარი (GARI) 車- კონსერვირებული ვარდისფერი ან კრემისებრი ფერისკოჭა. როგორც წესი, მარინადში ჩადებულ კოჭას აწვდიან სუშისთავ ერთად. ის ემსახურება პირის გაწმენდას ახალი სახეობის სუშის წინ.

გენმაი (GENMAI) 玄米- ყავისფერი ბრინჯი, რომელიც ითვლება ყველაზე ნოყიერად და სასარგებლოდ, რადგან შეიცავს ქატოს და ა.შ.

გომა (GOMA)ゴマ- კუნჟუტის თესლი

გოხანი (GOHAN) 悟飯- ბრინჯი

გუინომი (GUINOMI)ぐい呑 - სპეციალური ფინჯანი საკესთვის

გუნკანი (GUNKAN) ガンカン- სიტყვასიტყვით ნიშნავს "სამხედრო ხომალდს". ნიგირი სუშის სახეობაა. ჰგავს ბრინჯის კოკორის, რომელიც გახვეულია ნორის ფოთლის ზოლში, რომელსაც ზემოდან ედება თევზი, ხიზილალა ან სხვა ინგრედიენტები.

დაიძუ (DAIZU)大豆- სოიოს მარცვალი
დაიკონი(DAIKON)ダイコン- იაპონური ბოლოკი. ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ხელს უწყობს ცხიმის გამოყვანას ორგანიზმიდან, აღადგენს საჭმლის მონელების პროცესს.

დასი (DASI)出し - ხმელი თევზის ბულიონი ზღვის მცენარეებით

დონ ბური(DONBURI) 丼物- ჭიქა მოხარშული ბრინჯით და სანელებლით (კვერცხი, ხორცი, ქათამი და ა.შ.).

ივასი (IVASI)イヴァシ- სარდინები

იკა(IKA) いか- კალმარი

იკი - ცუკური (IKI-TSUKURI) いきつくり- ცოცხალი საშიმი

იკურა (IKURA)イクラ- ორაგულის ხიზილალა

ისე - ები(Isēbi)イセエビ - იაპონური ლანგუსტი

იტამაე სან (ITAMAE SAN) 板前- სუშის შეფ- მზარეული

კაისეკი (KAISEKI) 懐石- იაპონური ბანკეტი

კაკი (KAKI) カキ- წყნარი ოკეანის უზარმაზარი ხამანწკა

კანი (KANI)カニ- კრაბის ხორცი

კანტენი (KANTEN)寒天- ბუნებრივი ჟელატინი (აგარ-აგარი)

კიური(Kyūri)きゅうり- კიტრი

კაცუო (KATSUO) 勝男- პატარა თუნუსი

კინაკო (KINAKO) きな粉- ყვითელი სოიოსგან დამზადებული ფქვილი

კოია-დოფუ(KOYA DOFU)高野豆腐- გაყინული ტოფუ

კომბუდა ვაკამე ((KOMBU & WAKAME)昆布 / 若布- იაპონური წყალმცენარეები, რომლებიც ბრინჯის მოხარშვისას ასრულებენ სუნელის როლს

კორაი - ები (KORAI-EBI)コライエビ- ჩინური კრევეტები

კორომო (KOROMO)コロモ - კლიარი ტემპურასთვის

კურუმა-ები (KURUMA-EBI) 車海老- ვეფხვისკრევეტები

კუში იაკი(KUSHI YAKI) 串焼き- იაპონური მწვადი, მზადდება გრილოზე (თევზი, ფრინველი, ხორცი, ზღვის პროდუქტები)

ატრია(NOODLES )麺- ბრინჯის შემდეგ, იაპონიაში მეორე მთავარი კერძია, რომელსაც მიირთვით ცხლად ან ცივს, წვნიანში ან ცალკე, ზოგჯერ შემწვარსაც.

მაგურო (TUNA) ツナ - ტინუსი. მის ყველაზე მსუქან ნაწილს ტორო ჰქვია, ნაკლებად მსუქანს - ტიუ ტორო, წითელ მჭლე ხორცს ხერხემალის გარშემო - აკამი.

მაკი - სუში (MAKI-SUSHI) 巻き寿司- სუშის სახეობაა, სადაც ბრინჯი, ზღვის პროდუქტები და ბოსტნეული შეფუთულია ნორის წყალმცენარეებში.

მაკისუ(MAKISU)巻き簾- ბამბუკის ჭილოფი, რომელსაც იყენებენ როლების მომზადებისას.

მიძუ ამე(RICE MALT/SIRUP) 水饴- ბრინჯის ალაო, გამატკბილებელი, სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც "წყლის კანფეტი"

მირინი (MIRIN)みりん-ბრინჯის ღვინო, რომელსაც გააჩნია სიროფის მსგავსი კონსისტენცია. გამოიყენება სუშისთვის ბრინჯის მომზადებაში.

მისო(MISO)味噌- დადუღებული სოიოს მარცვალი. მისოს პასტას იყენებენ წვნიანებისა და სუნელების მოსამზადებლად.

ნეგი (SHALOTS)ネギエシャロット - ხახვიშალოტი

ნიგირი(NIGIRI SUSHI) にぎり寿司- სუშის სახეობაა, რომელიც წარმოადგენს ბრინჯის გუნდას ზემოდან განთავსებული თევზის ნაჭრით.

ნორი (NORI) 海苔- ზღვის წყალმცენარე, რომელსაც იყენებენსუშისა და როლების დამზადებისას.

ოსიძუსი(OSHIZUSHI /PRESSED SUSHI) 押し寿司- დაპრესილი სუში.

საიბასი (SAIBASHI)菜箸, さいばし - კულინარული ჩხირები, ტრადიციული ხასი (hashi, 箸) ჩხირების უფრო გრძელი და სქელი ვერსია. მათ იყენებენ სამზარეულოში საჭმლის მომზადებისას.

საკე (SAKE) 酒- ტრადიციული იაპონური ალკოჰოლური სასმელის სახეობაა, კეთდება დახეხილი ბრინჯის და ბრინჯის დაორთქლილი ალაოს საფუძველზე მომზადებული ტკბილის დადუღებით.

საშიმი(SASHIMI)刺身- ახალი უმი თევზის ფილე დაჭრილი თხელ ნაჭრებად გარკვეული წესით, მასხშირად მიირთმევენ სოიოს სოუსთან ერთად.

სეიუზარა (SEUZARA) - ჭურჭელი სოიოს სოუსისთვის

შიიტაკე/სიიტაკე(SHIITAKE MUSHROOMS)椎茸- იაპონური ხის სოკო

სუ (RICE VINEGAR)米酢 - ბრინჯის ძმარი, ოდნავ ტკბილი გემოთი.

სუძუკი(SEA BASS)シーバス- ზღვის ჭორჭილა.

სურიმი(SURIMI) 擂り身- თევზის ხორცის დაპრესილი ფარში.

სუში(SUSHI)寿司- იაპონური სამზარეულოს ტრადიციულიკერძი, რომელიც შედგება ბრინჯისგან მარინადით, რომელსაც ზემოდან ედება უმი თევზის ნაჭრები, ხიზილალა, ზღვის პროდუქტები ან ტოფუ.

სუშიოკე (SUSHIOKE)寿司丼- სპეციალური ლაქიანი თასი, რომელსაც იყენებენ სუშის მისაწოდებლად.

სოიუ (SOY SAUSE)醤油 - სოიოს სოუსი

სეამონი (SALMON)サーモン- ორაგული

ტაკო(OCTPUS) たこ- რვაფეხა

ტაკუან (TAKUAN) 沢庵漬け- გამხმარი და დაკონსერვებული იაპონური ბოლოკი დიკონი

ტარაკო(COD ROE) たらこ- ვირთევზას ხიზილალა

ტემაკი (TEMAKI) 手巻き寿司 - სუშის სახეობა, რომლის მოსამზადებლად ნორის ზღვის მცენარეების ფოთოლში ხელით ახვევენ ბრინჯს, თევზის ფილეს ან ბოსტნეულს.

ტემპურა (TEMPURA) 天ぷら - თევზის, ზღვის პროდუქტებისა და ბოსტნეულის მომზადების მეთოდი, რომელის მეშვეობითაც ახდენენ მათ პანირებას და შემდეგ შეწვას გრილზე ზეთში.

ტოკკური (TOKKURI) とっくり - დოქი საკესთვის

ტოფუ (TOFU) 豆腐 - სოიოს ხაჭო, რომელიც მზადდება სოიოს რძისგან.

ტეძუ (TEDZU) テズ - ძმრისა და წყლის ნარევი, რომელსაც ასხამენ სპეციალურ ჭურჭელში და იყენებენ ხელების დასასველებლად როლებისა და სუშის მომზადების დროს

ურამაკი (URAMAKI) 浦巻 - უკუღმა შებრუნებული როლები, რათა ნორის წყალმცენარე მოექცეს შიგნით, ხოლო ბრინჯი - გარედან

ფუტომაკი (FUTOMAKI) 太巻き- ნორის წყალმცენარეში გახვეული სქელი როლები

ხასი (CHOPSTICKS) 箸 - იაპონური ჩხირები საჭმლის მისართმევად

ჰირამე (FLOUNDER) ヒラメ - კამბალა

იუბა (YUBA) 湯葉 - ტოფუს გამხმარი ქაფები

იაკი-დოფუ (GRILED TOFU/ Yaki-dofu) 焼き豆腐 - ოდნავ შემწვარი ტოფუ.

იასაი (VEGETABLES) 野菜 - ბოსტნეული

 

უკან

Write Close