ნახარშების, სოუსებისა და სუპების საფუძველი

500 ლარი
ყიდვა

მომზადების სტანდარტები მომუშავე მზარეულებისთვის

მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში პოპულარული სოუსების/ საწებლების მაღალი ხარისხით მომზადების ცოდნა და უნარი წარმოადგენენ კვალიფიციური მზარეულის პროფესიული კომპეტენციის ერთ-ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან კომპონენტს.
კურსის მიზანი
კლასიკური ბაზების, მსოფლიოს წამყვანი სამზარეულოს ძირითადი არომატიკის საფუძვლებისა და სოუსების ცოდნა, მომზადების უნარის შეძენა. მზარეულის კვალიფიციური კომპეტენციის ამაღლება.
ვისთვის?
პროფესიონალებისა და მოყვარულებისთვის; მათთვის, ვინც ეძებს ახალ იდეებს სამზარეულოში, მათ შორის სოუსებთან შეხამების გზით.
Left
Right
მოკლედ კურსის შესახებ.
რატომ ანიჭებენ ბულიონებს, სოუსებს და სუპებს ესოდენ მაღალ მნიშვნელობას მსოფლიოს უმეტესი ქვეყანების კულინარიაში?
გასაკვირი არ არის, რომ მზარეულები, რომლებიც ხმამაღლა აცხადებენ თავის ამბიციებს კულინარიის სამყაროში, ამ კომპეტენციას, როგორც წესი, მიიჩნევენ საკუთარი მიღწევების მწვერვალად. და მართლაც, დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოს უგემრიელესი კერძების მომზადების შესაძლებლობა დიდწილადაა დამოკიდებული შესაბამისი სოუსებისა და საწებლების ხარისხიანად მომზადევის უნარზე.
არაორდინალური სოუსების მომზადების ცოდნა სულ უფრო აქტუალური ხდება ამ პრობლემატიკაში ჩახედულ მოყვარულებში და განსაწავლულ დიასახლისებშიც. ამის გამო მოთხოვნილება საჭირო ცოდნის შეძენის მიმართ იძენს მზარდ ტენდენციას.
ყველა ეპოქაში და ნებისმიერი ქვეყნის კულინარიაში მათ იყენებდნენ და იყენებენ კერძისთვის უფრო მდიდარი გემოს, ტექსტურის, წვნიანობის, ან სიბლანტის გამოსაკვეთად. გარდა ამისა, იმ მოსაზრებითაც, რომ თვით თეფშს, რომელზეს განთავსებულია კერძი, დიზაინის თვასასზრისით მიეცეს კონტრასტული ან დამატებითი ელფერი, მოხდეს გაფორმრბის სხვადასხვა ელემენტების დასახულ იდეაში გაერთიანება და მთლიანობაში მოქცევა.
არაორდინალური სოუსების მომზადების ცოდნა სულ უფრო აქტუალური ხდება ამ პრობლემატიკაში ჩახედულ მოყვარულებში და განსაწავლულ დიასახლისებშიც. ამის გამო მოთხოვნილება საჭირო ცოდნის შეძენის მიმართ იძენს მზარდ ტენდენციას. რატომ ანიჭებენ ბულიონებს, სოუსებს და სუპებს ესოდენ მაღალ მნიშვნელობას მსოფლიოს უმეტესი ქვეყანების კულინარიაში?
ყველა ეპოქაში და ნებისმიერი ქვეყნის კულინარიაში მათ იყენებდნენ და იყენებენ კერძისთვის უფრო მდიდარი გემოს, ტექსტურის, წვნიანობის, ან სიბლანტის გამოსაკვეთად. გარდა ამისა, იმ მოსაზრებითაც, რომ თვით თეფშს, რომელზეს განთავსებულია კერძი, დიზაინის თვასასზრისით მიეცეს კონტრასტული ან დამატებითი ელფერი, მოხდეს გაფორმრბის სხვადასხვა ელემენტების დასახულ იდეაში გაერთიანება და მთლიანობაში მოქცევა.
ეს ყველაფერი კი კეთდება იმ მიზნით, რომ მომხმარებლისთვის მიწოდებული კერძი უფრო მიმზიდველად და სასიამოვნოდ წარმოჩნდეს. დიახ, დღესათვის სოუსები ნამდვილად წარმოადგენენ მრავალი გამორჩეული კერძის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. აზიის, ლათინური ამერიკის, აფრიკისა და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოების გავლენამ და მომხმარებელთა მოთხოვნილებამ ახალი დახვეწილი გემოს მიმართ, გამოკვეთეს სხვადასხვა მართლაც საინტერესო მიმართულება და განაპირობეს მრავალი ადრე უჩვეულო კომბინაცია სოუსების მომზადებასა და მთლიანად კულინარიაში.
ამ ტენდენციამ კი მოითხოვა ამ ქვეყნების სოსების ღრმა შესწავლა და გამოცდილება მათ მომზადებაში. მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად კი, სოუსების შესწავლა ტრადიციულად იწყება კლასიკური ფრანგული სოუსებით, რადგან ყველა კონტინენტზე სწორედ მათ შეუქმნეს საფუძველი სოუსების თანამედროვე ვარიაციებს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოებში. დღეისათვის უკვე არსებობს საყოველთაოდ ცნობილი სოუსების ათასობით ვარიანტი.
არ გამოვრიცავთ, რომ თქვენც, საჭირო საფუძვლების დაუფლების შემდეგ, შეძლებთ რომელიმე სოუსის ვარიაციის, ან უჩვეულო ინგრედიენტების, თუ სანელებლების კომბინაციის გამოყენებით ჯერ არ არსებული, ორიგინალური სოუსის შექმნას, გაითქვამთ სახელს და მიაღწევთ საყოველთაო აღიარებას. სწორედ ამიტომ შემოთავაზებული სასწავლო კურსი იწყება კლასიკური ფრანგული ტრადიციების შესწავლით, რომლებშიც სოუსები ყოველთვის იკავებდნენ მნიშვნელოვან ადგილს, ხოლო მათი ოსტატურად მომზადება ის ღირებული უნარია, რომელიც უნდა აითვისოთ სწავლების ადრეულ ეტაპზე და სრულყოთ პროფესიული კარიერის განმავლობაში, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს აუთენტური, ორიგინალური მაგალითების მუდმივი შესწავლის შედეგად.
კურსი განთავსებულია სასწავლო ონლაინ პლატფორმაზე - www.e-chef.ge
კურსის საგნობრივი არეალი: "პროფესიონალური კულინარიის საფუძვლები"
კურსი მომზადებულია:
პროფესიული სკოლა "ინტერსერვისი" ს ავტორთა გუნდის მიერ, მსოფლიოს მრავალი ცნობილი და აღიარებული კულინარიის ექსპერტების ხედვის, მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
სწავლების მეთოდოლოგია: ზრდასრულთა სწავლებისადმი დევიდ კოლბის მეთოდიკური მიდგომებზე დაყრდნობა. მიღებული ცოდნის მიმდინარე და საბოლოო შეფასებისთვის სასწავლო კურსი ითვალისწინებს:
  • შემსწავლელ, ვარიაციული პასუხების მქონე, ონლაინ ტესტებს, რომლებიც ხელს უწყობენ თითოეული გაკვეთილის თემაზე მიღებული ცოდნის განმტკიცებას;
  • და საბოლოო თვით-შეფასების ონლაინ ტესტებს, რომლებიც ითვალისწინებენ შესწავლილი მასალების შინარს და სთავაზობენ პასუხის რამოდენიმე ვარიანტს.
სწავლის ფორმა: | 100% ონლაინ |
კურსის შეძენა მსმენელს აძლევს ონლაინ კურსის წვდომას სასწავლო პლატფორმაზე www.e-chef.ge, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი მოიპოვებს „პროფესიული სკოლა ინტერსერვისის" სერტიფიკატს, რომელიც დაადასტურებს სწავლების შედეგად სოუსების მომზადებაში შეძენილ პროფესიულ კომპეტენცებს.
500 ლარი
ყიდვა
Write Close