შეფ-მზარეულები 2020 წლის კულინარული ტრენდების თაობაზე

ცნობილი შეფ-მზარეულების მოსაზრება 2020 წლის კულინარული ტ>რენდების თაობაზე.

2019 წლის პუბლიკაციაში ჩვენ ერთხელ უკვე გავაცანით  დაინტერესებულ მკითხველს  მსოფლიო კულინარიაში მოსალოდნელი წლის  ტენდენციები. ამჟამად კი გვსურს  ზოგიერთი ავტორიტეტული წყაროების ანალიზის საფუძველზე შემოგთავაზოთ 2020 წელს მოსალოდნელი პრიორიტეტების განხილვა.

მაგალითად, ჟურნალმა Food & Wine- მა, ათწლეულის შედეგების შეჯამებისას, მიმართა რიგ ცნობილ მზარეულებსა და დარგობრივ ექსპერტებს თხოვნით, რომ მათ განემარტად ტენდენციები, რომელთა დომინირებაც მოსალოდნელია 2020 წელს.

ამ მიმოხილვაში ჩვენ გთავაზობთ გაეცნოთ მათ შეხედულებებს სავარაუდო ტრენდების თაობაზე.

ჩარლსტონის  რესტორან გაბრიელის შეფ-მზარეულის  მაიკლ სიჩელის აზრით, „დახვეწილი სამზარეულო - არ გარდაცვლილა“... "მაღალი კლასის კულინარია დაბრუნდება!"

ხოლო ნიუ – იორკის, ორი Michelin ვარსკვლავის მქონე გაბრიელის რესტორნის შეფ-მზარეული ბ-ნი  ქროიტერი დარწმუნებულია: ”ხალხს ესმის, რომ ისინი ზედმეტად არიან კონცენტრირებულნი  ცილის წყაროებზე და ამის გამო გადადიან ბოსტნეულსა და მცენარეებზე დაფუძნებულ ალტერნატივებზე. ამიტომ პრიორიტეტული იქნება მაღალხარისხიანი აგრარული წარმოება ქიმიკატების გამოიყენების გარეშე, რადგან ქიმია იწვევსუამრავ, მათ შორის კიბოს დაავადებებს.”

ამ პრიროტეთან ერთად, ნიუ იორკის Porter House Bar and Grill, Center Bar და Hudson Yards Grill -ის შეფ-მზარეული და პარტნიორი მაიკლ ლომონაკო აღნიშნავს: ”იზრდება მოთხოვნა მაღალხარისხიანი, ჰორმონებისგან თავისუფალი ხორცპროდუქტების მიმართ და მე მჯერა, რომ მისი განვითარება გაგრძელდება 2020 წელსაც და არა მხოლოდ სტეიკ-ჰაუზებში, არამედ სხვა სახის რესტორნებშიც, სადაც ადამიანები ელიან დაუმუშავებელი ცილების საუკეთესო არჩევანს. ოდესღაც, წითელ ხორცს უგულველყოფდნენ, ცხიმის შემცველობის გამო ის ითვლებოდა ჯანმრთელობისთვის მავნეთ, მაგრამ იმის შედეგად, რომ ჩატარდა მრავალი კვლევა და შეიქმნა ახალი დიეტები, მისი სახეობები, როგორიცაა პალეო, კეტო და მაღალცილოვანები უფრო და უფრო პოპულარულნი ხდებიან, უპირატესობა ენიჭება დაუმუშავებელ საქონლის ხორცს "

ბალტიმორის NoHo Hospitality и Rye Street Tavern  შეფ-მზარეული და მფლობელი ენდრიუ კარმელინი  ამბობს: ”მე ვხედავ ტენდენციას როცა სულ უფრო მეტი შეფი ეძებს თევზისა და ზღვის პროდუქტებისგან მომზადებულ ეკოლოგიურად სუფთა კერძებს  - მოდით შევთავაზოთ  ჩვენ სტუმრებს სხვა ვარიანტები გარდა ორაგულისა და კრევეტისა! ”

ნეშვილში მდებარე რესტორნის Bastion-ის შეფის ჯოშ ჰაბიგერის ხედვა იმაში მდგომარეობს, რომ 20-20 წლის განმავლობაში მეტი ყურადღება დაეთმობა ჰიპერ-რეგიონულ კულინარიას:”რეგიონალური კულინარია დაიყოფა მიკრორეგიონალური პრინციპით. რაც იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას გაეცნო სხვა კულტურების კერძებს”- ამბობს ის.

რიგი შეფების აზრით, მოსალოდნელია მომხმარებელთა ინტერესისა  და მოთხოვნის ზრდა აფრიკული და ვიეტნამურ სამზარეულოების მიმართ!

Kith / Kin- ის შეფ-მზარეული კვამე ონვუაჩი  (ვაშინგტონი) აქცენტირებას ახდენს და  პრიორიტეტულად მიიჩნევს ოჯახური ვახშამს. ის გვარწმუნებს, რომ  ”უფრო მეტი რესტორანი შემოგთავაზებს ოჯახური სტილის სუფრას: ვფიქრობ, რომ რესტორნების უმეტესობა დაიწყებს ამის შეთავაზებას დახვეწილი სამზარეულოს პირობებშიც კი ”... „ვინმესთან საინიდან კერძის გაზიარება ნამდვილად მოგვდევს ოდიდგან და ეს წესი არა მხოლოდ ასტიმულირებს ადამიანების ურთიერთობას, არამედ ლანჩს შესძენს უფრო კომუნიკაბელურ ფორმას და აქცევს, ასე ვთქვათ, გუნდურ სპორტად“.

დეივ ბერანი, შეფი და Michelin- ის „დიალოგისა და პაშოლის „ მფლობელი სანტა მონიკაში უპირატესობას ანიჭებს ინტერაქტიურ სუფრას. ”როგორც ჩანს, სასაუზმე ობიექტები უფრო მეტ მიდრეკილებას იჩენენ რესტორნებთან  და სხვა სახის სამზარეულოებთან ურთიერთქმედების მიმართ ... ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ შეთავაზებებს, როგორიცაა მცირე სადეგუსტაციო მენიუ (ან სეტ-მენიუ) და წარმოქმნის უფრო გააზრებულ გამოცდილებას. ”

”ვფიქრობ, 2020 წელი იქნება შეშის ალის (ნაკვერცხლის) გამოყენებაზე დაფუძნებული კულინარიის შემდეგი თაობა” - აცხადებს კლივლენდის  Greenhouse-ს და Noodlecat -ეს ტავერნების  შეფი და მფლობელი ჯონათონ სოიერი - „უნდა ველოდეთ, რომ ვნახავთ გრილის უფრო მეტი სახის ნაკრებებს, რაც შეფებს მისცემს   იმის შესაძლებლობას, რომ არეგილირონ ბოლის ნაკადი და მომზადების ტემპერატურა. ეს უკვე იქნება არა მხოლოდ შეშის დაწვის საშუალებით კერძის მომზადების ბუხარი, არამედ თავისებური სურნელის/სუნელის შემატებისა და ცხლად დამუშავების  საშუალება, ანუ შებოლვა - მეცნიერება/ქიმია.  მენიუ ყურადღებას გაამახვილებს სწორედ ამ სახით კერძის მომზადებაზე, ასევე ღუმელის ისეთ სახეობაზე, როგორიცაა chapa, ანუ ცეცხლზე მომუშავე სამზარეულოს უნივერსალურ ინსტრუმენტზე, ის კარგადაა ცნობილი არგენტინულ პატაგონიაში და იტალიის რეგიონში Abruzzo“. ბოლის გამოყენების თაობაზე ანლოგიური მოსაზრება  გააჩნია ნიუ – იორკის ტუომეს შეფ-მზარეულს თომას ჩენს : ”მე ახლა ექსპერიმენტებს ვატარებ კარაქის შებოლვაზე, რაც იდეალურია ბოსტნეულისათვის შებოლვის ეფექტის დასამატებლად ან ამ სახით დამუშავებული პურისგან სიამოვნების მისაღებად ”.

ხოლო Noelle-ს შეფ-მზარეული მიგან სტაუტი ნეშვილიდან, საუბრობს უფრო მარტივი დაფარვის (და გაფორმების) პრიორიტეტულობაზე, დიზაინზე. ”ტენდენცია, რომელიც მანიჭებს სიამოვნებას და რომელსაც მოუთმენლად ველი  - წარმოადგენს სხვა მიდგომას დაფარვის მიმართ. რატომ უნდა დავამშვენოთ ყველაფერი მჟაუნითა ან ყვავილებით, თუ მათ არ ვამატებთ კერძში? ან მოვახმაროთ 12 საათი ლიმნის ფერფლის მომზადებას, რომელიც მხოლოდ ფერს მატებს? ... გამეხარდება დავინახო უფრო   სუფთა, უბრალო დაფარვა, რადგან მის პირობებში თვით საკვები უფრო ხმამაღლა ჟღერს. ”

მაიამისა და ლას-ვეგასის CHICA- ას აღმასრულებელი შეფი და პარტნიორი ლორენა გარსია გვთავაზობთ ახალ მიდგომას ბავშვთა მენიუს მიმართ: ”მე, როგორც დედას, მჯერა, რომ 2020 წელს ბავშვები უფრო დახვეწილი გემოთი მიირთმევენ ვახშამს და  ჩვენ ვნახავთ სპეციალური მენიუს შექმნას. Instagram- ის წყალობით ბავშვებისთვის უამრავი პროდუქტებისა,  თუ მათი გამოსახულების  ხელმისაწვდომის შედეგად, მათ სურთ დააგემოვნონ  მეტი. Millennials-ის თაობა, უფრო მეტად და ბევრად  უფრო ადრეულ ასაკში, ვიდრე წინა თაობები, მიაწვდის შვილებს სანელებლებით გამდიდრებულ და მულტიკულტურულ სამზარეულოს კერძებს”

 

უკან
Write Close