ექსპრეს ინგლისური მზარეულებისთვის

600 ლარი
ყიდვა

ლექსიკა და ფრაზეოლოგია პროფესიული საქმიანობისთვის

სასწავლი კურსი ორიენტირებულია  პრაქტიკოს მზარეულზე. ის მიზნად არ ისახავს ინგლისური ენის შესწავლას Intermediate, Upper Intermediate  და მით უფრო Advanced, თუ  Mastery დონეზე, რაც ითხოვს საკმაო დროს და მონდომებას, არამედ ემსახურება Beginner, ან ნაწილობრივ Elementary დონეზე პროფესიასთან დაკავშირებული ცოდნის შეძენას, ტერმინოლოგიის, ფრაზეოლოგიისა და პროფესიული ლექსიკის დაუფლებას, რაც უზრუნველყოფს უფრო მნიშვნელოვან ასპარეზზე გასვლას ქვეყანის შიგნით, თუ მის ფარგლებს გარეთ სამუშაოს მოძიებისა და დასაქმების თვალსაზრისით, ასევე ხელს შეუწყობს მზარეულის მიერ თანამედროვე კულინარიული ტექნოლოგიების ათვისებას.

 

Left
Right

კურსის მსვლელობისას სამეცადინო მასალების შესასწავლად და პრაქტიკული დავალებების შესასრულებლად სასურველია ინგლისური ენის ცოდნა  სასკოლო პროგრამის ყველაზე მცირე დონეზე მაინც. ამიტომ ეცადეთ გაიხსენოთ რაც  გისწავლიათ სასკოლო პროგრამით, ხოლო თუ უკვე დაგავიწყდათ ბევრი რამ, ამ შემთხვევეში სწავლებას მოახმარეთ მეტი მონდომება და ძალისხმევა. ამავდროულად, ჩვენც ვეცდებით მოგაწოდოთ სასწავლო მასალა მარტივად, ხელმისაწვდომად  და ვიმედოვნებთ, რომ თქვენ გაუმკლავდებით გაკვეთილებში მოცემულ დავალებებს!

მზარეულის პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით ინგლისური ენის სასწავლო კურსი შედგება ხუთი ნაწილისაგან:

1) ენის შესწავლის საწყისი საფუძვლები და შესავალი კულინარული წარმოების  სამყაროში. 

2) კულინარული წარმოების ორგანიზება, აღჭურვილობა, ხელსაწყოები და ინვენტარი.

3) ბოსტნეულის, მწვანილის სახეობები  და ბოსტნეულისგან ცალკეული კერძების მომზადება;

4) ხორცისა და თევზის სახეობა და ზოგიერთი კერძის მომზადება;

5) ხილი, კენკრა. დესერტები და სასმელები.

ვფიქრობთ, რომ სასწავლო კურსის თაობაზე  მოგაწოდეთ საჭირო განმარტებები და თქვენც  ყველაფერი სწორად აღიქვით, ანუ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ სწავლების პროცესი.

600 ლარი
ყიდვა
Write Close