აზიის ეროვნული სამზარეულოს ეთნიკური მრავალფეროვნება

განვიხილოთ აზიის სამზარეულო და მისი  გავლენა.

აზიის კონტინენტის ქვეყნების, კულტურულმა და კლიმატურმა განსახვავებულობამ განაპირობეს და წარმოქმნეს აზიური გემოვნების, არომატების და მათი კომბინაციების მრავალფეროვნება.

მაგალითად, მომხმარებლებისთვის მთელს მსოფლიოში ჩინური სამზარეულოს დამახასიათებელ ნიშნად, რა თქმა უნდა, ითვლება „იხვი - პეკინურად“. ამ კერძის მოსამზადებლად, როგორც წესი იხვს  წასმული აქვს თაფლი, მას ბრაწვენ ღუმელში და აწვდიან სპეციფიკურ სოუსთან ერთად.

კორეის სამზარეულოში მთავარ ადგილს იკავებს -  კიმჩი. ეს არის მარინირებული ბოსტნეული და ცხარე სანელებლები. კერძის წამყვან კომპონენტს წარმოადგენს კომბოსტო. მას ემატება ცხარე წიწაკა, ხახვი, კოჭა, ნიორი, გემოვნებით სხვა ბოსტნეულიც  ან კომბოსტოს ოჯახის მცენარეები.

ინდოეთში  - უპირველეს ყოვლისა,უნდა აღინიშნოს სხვადასხვა სახეობის სუნელებელი კარი. ჩრდილოეთ ინდოეთში, კარის ნარევებს უწოდებენ "გარამ მასსალას" (ანუ ცხარე, პიკანტური, სუნელოვანი). ამ მრავალფეროვნების ძირითადი ინგრედიენტებია ყავისფერი (მურა) ილი, შავი წიწაკა, მიხაკი, დარიჩინი და ჯავზი (მუსკატის კაკალი). ასევე ფართოდაა ცნობილი - მადრასული კარი - ცხარე წიწაკის, ქინძის თესლის, ც შავი წიწაკის, მდოგვის  და შამბალას მარცვლის, კურკუმას შემადგენლობით.

განსაკუთრებით სურნელოვანია ტანდური (იოგურტის, ლიმონის წვენისა და დაფქული სანელებლების ნაზავი, რომელშიც შედის  - ჩილი, კოჭა, კვლიავსი თესლი, ქინძი, მიხაკი და ა.შ.), რომლის გარეშეც არ მზადდება არც ერთი ცხარე მარინადი. მისი სახელწოდება წარმოიქმნა  ტრადიციული თიხის ღუმელიდან, რომელშიც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე წვამდენ ხორცს და ფრინველს, მარინირებულს ამ სანელებლებით და იოგურტით, ასევე მთელს ინდოეთში გავრცელებულია კერძი “ტანდირის ქათამი“. მომზადებამდე ქათამს  ათავსებენ  სხვადასხვა სანელებლებიან იოგურტში, შემდეგ კი ბრაწავენ სპეციალურ ტანდირის ღუმელში. აგრეთვე პოპულარულია პასტისებური საწებელი, რომელიც  ძირითადად შედგება ხილისგან შაქრის და ზოგჯერ ძმრის დანამატით. ტრადიციულად ხილს ურევენ მშრალ სანელებლებს და აწვდიან ხორცის კერძებთან ერთად.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. თუ ჩინეთში თევზი მზადდება სანელებლების გარეშე,  ტაილანდში მას ანელებენ ლიმონის სორგოთი.

ტაილანდურ სამზარეულოსხასიათებს არომატების და გემოს ფართო სპექტრი - ცხარედან  – სურნელოვნამდე და მჟავედან - ტკბილამდე.  ტაილანდური კარი შეიცავს მრავალ სანელებელს  - ამასთან სხვადასხვა მწვანილსა და ქოქოსის წვენს. ტაილანდური სამზარეულოს სიმბოლოა კერძი - ტაილანდური პადი. ამ კერძებში შედის ბრინჯის ატრია, ტამარინდის სოუსი, კრევეტები, შემწვარი არაქისი და სხვა ინგრედიენტები. პოპულარულია სანელებელი  SambalOlek (შამბალოლეკ), რომელსაც ამზადებენ  დაფქული ცხარე  წიწაკა ჩილის და სხვადასხვა სანელებლების საფუძველზე.

ჩილის სოუსები (კერძოდ ტაილანდური მწვანე ჩილის პასტა) შეიცავს მწვანე ცხარე წიწაკას, კოჭას, ლიმონის სორგოს და ნიორს. ახალ მომზადებული  ლიმონის სორგო, რომელიც  სხვადასხვა კერძებს მატებს დახვეწილ არომატს, ამჟამად ძალზე პოპულარულია დასავლეთ სამყაროში.  სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისათვის ასევე ტიპიურია კარის, ქინძის ფოთლების და სხვადასხვა სახის კვლიავის თესლის გამოყენება. აზიურ სამზარეულოში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩაშუშული ან შემწვარი ნიორი.

ვიეტნამი.  ატრიანი წვნიანი, სუპი „ფო“ გახდა ვიეტნამური სამზარეულოს ცნობილი სიმბოლო. ის ჩვეულებრივ მზადდება ბრინჯის ფქვილისგან, წვნიანში ძროხის, ქათმის ხორცის ან თევზის დამატებით.

იაპონური სამზარეულო  - წარმოუდგენელია სუშის გარეშე.  კერძი შედგება ბრინჯისგან   ხორცის, ბოსტნეულის ან თევზის შევსებისგან. ამასთან, თავად იაპონელები ყველას ურჩევენ გასინჯონ კერძი სახელწოდებით - „კაცუდონ“- ღორის ხორცის თხელი დაბეგვილი კვერცხიანი კატლეტი, რომელსაც ათავსებენ თასში  ბრინჯის გორაკის თავზე. იაპონური სამზარეულოს მთავარ ინგრედიენტად შეიძლება ჩაითვალოს სოიოს სოუსი, მისი მრავალი სახეობით.

სოუსი „ტერიაკი“-  არის ტიპიური მარინადი ხორცის,  გრილზე შემწვარი ფრინველის, ზღვის პროდუქტებისა და ბოსტნეულისათვის. საყოველთაოდ ცნობილია კიდევ ერთი იაპონური სოუსი - ჰოისინი, რომელიც არანაკლებ პოპულარულია ჩინეთში და კანტონურ სამზარეულოში. ცალკე გამოირჩევა ქუნჟუტის ზეთიანი სოუსები . სოიოს სოუსებთან და შემწვარ ბოსტნეულთან ერთად, ქუნჟუტის ზეთი სოუსებს მატებს ეგზოტიკურ გემოს. იაპონურ სანელებლებს შორის არ შეიძლებაარ აღინიშნოს პიკანტური სოუსი - მისო (რომელსაც ამზადებენ ფერმენტირებული სოიოსგან) და ვასაბისგან (პირშუშხას ფესვი ცეცხლმოკიდებული, სანელებელი გემოთი).

ფილიპინები: ბევრ ქვეყანაში პოპულარულ ამ ქვეყნის სანელებელს უწოდებენ „ადობო“, მაგრამ ეროვნულ სამზარეულოში ეს არის კერძი, რომელიც შედგება ქათმის ან ღორის სოიოს სოუსის და ძმრის ნაზავში ჩაშუშული ნაჭრებისგან, რასაც ამდიდრებენ წიწაკით, ნივრით და დაფნის ფოთლით.

თურქეთი - დენერ ქაბაბი. ამ კერძს მრავალი სახელი აქვს, მაგრამ უმეტესად მას იცნობენ, როგორც შაურმას.  კერძების მოსამზადებლად იყენებენ თურქულ ლავაშს და შიგთავსს, რომელიც შეიძლება შედგებოდეს ცხვრის, ქათმის, ძროხის ხორცისგან და ყველა სახის სანელებლებისა და ახალი ბოსტნეულისგან.

უკან
Write Close