სარესტორნო ინდუსტრია აქტიურად ვითარდება და სთავაზობს მომხმარებელს სულ უფრო ფართო ასორტიმენტს, მათ შორის აქამდე ე.წ. ოჯახური კერძების სახით. ამრიგად, ოჯახურად მომზადებული საჭმელი, შეიძლება ითქვას, იქცა რესტორნის ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილად. რეალობიდან გამომდინარე გამოცდილი შეფები ოსტატურად იყენებენ კლიენტის მისწრაფებას ” ოჯახური მყუდროებისკენ“ და ”კომფორტული კვებისაკენ”.
რესტორანში მომხმარებელი უფრო მეტ კერძს მიირთმევს: რომელიმე სახეობის საუზმეულს ან ჩვეულ სალათს, წვნიანს ან / და ცხელ (მეორე) კერძს და ზოგ შემთხვევაში დესერტსაც, ხოლო სახლში კერძების მენიუ ყოველთვის არც არის ამდენად ფართო.
რესტორნის საკვები უფრო მაღალია ცხიმისა და მარილის მოცულობის მხრივ. კერძოდ, ფრანგული / ან ევროპული /და ამერიკული სამზარეულოს კერძების მოსამზადებლად რესტორნები უფრო მეტ კარაქს, ან სხვა ცხიმს ხმარობენ. სხვადასხვა ქვეყნის კერძების კალორიულობის ანალიზმა აჩვენა,რომ განსაკუთრებით მაღალია ეს მაჩვენებელი იტალიურ კერძებში - 1.755 კ.კალ, ამერიკულში - 1.494, ჩინურში - 1.474, იაპონურში - 1.027, ვიეტნამურში კი - მხოლოდ 922 კ.კალ. ამავდროულად უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ ქალებისთვის დღიური რეკომენდებული მაჩვენებელი ვარირებს 1600-დან 2400 კალორიამდე, ხოლო მამაკაცებისთვის 2000-დან 3000- მდე, საშუალო ნორმით 16-24 გრამი გაჯერებული ცხიმი და 2000 მილიგრამი მარილი. ამ მხრივ საინტერესოა ილინოისის უნივერსიტეტის მიერ ჩაატარებული კვლევის შედეგი, რომელშიც მონაწილეობდა 18 ათასი ადამიანი. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც იკვებებიან გარეთ 200 კალორიით მეტს ღებულობენ, ვიდრე ისინი ვინც იკვებებიან სახლში. გარდა ამის, არაშინაური კვების შემთხვევაში მარილის და "ცუდი" ქოლესტერინის მიღების პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.