ონლაინ სწავლება დევიდ კოლბის მეთოდის მიხედვით

მოდით გავერკვიოთ თუ როგორ სწავლობენ ზრდასრული ადამიანები?
დევიდ კოლბმა, ზრდასრულთა სწავლების ფსიქოლოგიის ექსპერტმა, შექმნა ექსპერიმენტული სასწავლო მოდელი (Experimentual Learning Model, DavidKolb), რომელიც გთავაზობთ რეფლექსიის პროცესისა და ტრანსფორმაციული სასწავლო გარემოს გაცნობას. მის მოდელში დაკვირვება იკრიბება კონკრეტული გამოცდილებიდან და შემდეგ მუშავდება სხვადასხვა თვალსაზრისით გამოკვლევის, ანალიზის, ინტერპრეტაციისა და ასახვის გზით.

ეს ამ ასაკობრივი კატეგორიის სწავლების უკვე საკმაოდ ცნობილი მოდელია, რომელიც პრინციპულად განსხვავდება სასწავლო მასალის მიწოდების ფორმალურ განათლებაში დამკვიდრებული, ტრადიციული პრინციპისგან. და ჩვენმა 18 წლიანმა გამოცდილებამ პრაქტიკულად დაადასტურა ზრდასრულთა სწავლებისადმი ჩვენი მიდგომის ეფექტურობა ამის გათვალისწინებით, ჩვენ ყოველთვის გააზღებულად ვაყალიბებდით ჩვენ სასწავლო პროგრამებს და ვქმნით პროფესიულ კურსებს სპირალური სწავლების მოდელის - კოლბის ციკლის მიხედვით.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ როგორ ურჩევნიაზრდასრულს სწავლა! მას ხომ მოსწავლე -ბავშვისგან განსხვავებით სწავლებისადმი გააჩნია თავისებურებური მოთხოვნილები და, ამავდროულად, საკმაო ცხოვრებისეული გამოცდილებაც. პრაქტიკული მოთხოვნებიდან გამომდინარე ყველაზე ხშირად საუბარია იმაზე, თუ როგორ შესძლოს მისი პროფესიული ამოცანების ეფექტური მოგვარება.

შედეგიან გამოსავალს კი წარმოადგენს ერთგვარი ციკლი -> არჩეულ პროფესიაში პირადი, ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვება -> მისი ანალიზი და გაზრება -> თეორიული ცოდნის საფუძვლების დაუფლება და, როგორც შედეგი -> პრაქტიკული ქმედება პროფესული უნარების შესაძენად. რის შედეგადაც წრე შიკვრება და სტუდენტი იძენს ახალ, მაგრამ უკვე პროფესიულ გამოცდილებას.

იმედია დაგვეთანხმებით, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ზრდასრულები ზუსტად ამ გზით იძენენ ახალ ცოდნასა და უნარებს.

D. Kolb- ის მოდელის ადაპტირება ჩვენს ელექტრონულ კურსებში

კოლბის ციკლზე ჩვენი კურსების აგება ითვალისწინებს იმას, რომ მოწაფე თანმიმდევრობით გადის ოთხ ეტაპს, გულისხმობს და სთავაზობს მას აქტიური პოზიციის დაკავებას. კერძოდ.

I. კონკრეტული გამოცდილება (concrete experience) და სწავლებაზე აქცენტირებული ძლიერი მოტივაცია.

მოტივაცია მნიშვნელოვანია შედეგის მისაღწევად, რაც შეუძლებელია მოწაფის მიერ არჩეულ სფეროში გარკვეული, თუმდაც მცირე მოცულობის გამოცდილების გარეშე. გამოცდილების აქტუალიზაციისა და მოტივაციის გამოსავლენად ჩვენ ვიყენებთ პრაქტიკულ ქმედებებზე ორიენტირებულ შეკითხვებს.

II. უკუკავშირის მიღწევა და არსებული გამოცდილების გააზრება.

ამ ეტაპზე მოწაფე გაიაზრებს იმას თუ როგორ შეუძლია გამოიყენოს თავისი ინტერესი, გატაცება და უნარები მზარეულის პროფესიაში რეალიზაციისათვის. უმეტეს შემთხვევაში საჭმლის მომზადების გამოცდილება მას უქმნის სასიამოვნო ემოციებს. ამის შედეგად კი ის ხვდება, რომ ეს არის მისი პროფესია და მისი პირადი არჩევანი.

III. თეორია.

თითოეული გაკვეთილის შედეგად კულინარიის სფეროში სისტემატიზირებული ცოდნის ფორმირება, მიღებული ცოდნის ტესტირებით. სასწავლო მასალის შემეცნების ეტაპი. სწორედ ამ ეტაპზე ხდება ახალი იდეების გააზრება, მოვლებს შორის ურთიერთობების აგება და შესწავლილ თემებში კანონზომიერების თაობაზე ინფორმაციის დამატება.

IY. პრაქტიკა.

ეს დამასრულებელი ეტაპია, რომლის დროსაც სამუშაო ადგილზე პრაქტიკული მომზადების მსვლელობისას მიმდინარეობს მიღებული თეორიული მოდელის ან კონცეფციის შემოწმება და დადასტურება, ანუ მოწაფე ამოწმებს მათ ეფექტურობასა და პრაქტიკულობას. ეს არის აქტიური ექსპერიმენტების ეტაპი. ე.ი.დამაგვირგვინებელი ეტაპი ახენს ახალი გამოცდილების ფორმირებას და შემეცნების ციკლი კვლავ ვითარდება, ერთგვარი სპირალის ფორმირებით.

მაგალითად, "სანიტარული და ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის წესების" ელექტრონული კურსის გავლის შედეგად, სტუდენტს განუვითარდება დადგენილი მოთხოვნების ცოდნა, ქცევისა და ტექნოლოგიური ოპერაციების შესრულების უნარები უშუალოდ სამუშაო ადგილზე - რესტორანში ან კაფეში. ამასთან, სამუშაო ადგილზე სწავლებ გვაძლევს ცოდნის ფორმირების, ქმედებებისადმი დამოკიდებულების შეცვლისა და შემდგომი პრაქტიკული საქმიანობისათვის საჭირო ყველა რესურსს.

ჩვენს წინაშე ყოველთვის იდგა პრობლემა როგორ დავეხმაროთ მომავალ მზარეულს, რათა მან მინიმალური დრო და ძალისხმევა დახარჯოს მომზადებაზე და ამავდროულად ისწავლოს გემრიელი, ჯანსაღი, უვნებელი საჭმელის მომზადება საზოგადოებრივი კვების ობიექტებში?

თუ თქვენ გაერკვიეთ და თქვენთვის მისაღებია შემოთავაზებული მეთოდოლოგია, გაეცანით კურსების ფორმატსაც.

ხაზგასმით გვსურს განვმარტოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ უბრალო ელექტრონული კურსი, არამედ ონლაინ ფორმატში თეორიული ცოდნის სრულფასოვანი, სისტემატიზებური შეძენა და ცოცხალი პრაქტიკა რეალურ რესტორანში.

კონკრეტულად არჩეულ კურსზე დარეგისტრირებისთვის თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენს ვებ - გვერდზე, თქვენს მიერ არჩეული და ხელმისაწვდომი უკუკავშირის ფორმის გამოყენებით (მესენჯერი, ვაიბერი, ფოსტა) პირადობის დამადასტურებელი (ID) დოკუმენტის ასლი, შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა. შემდგომში, მომდევნო კურსების გასავლელეად თქვენ აღარ დაგჭირდებათ დოკუმენტების ხელახლა გამოგზავნა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ "მზარეულის" პროფესიის შემსწავლელ სასწავლო პროგრამებს.

ონლაინ სწავლება ტარდება ინდივიდუალურად, ონლაინ გაკვეთილების დახურულ პერსონალურ ფორმატში, რომელთანაც წვდომას თითოეული მოწაფე მიიღებს პირად რეგისტრაციის, გასაუბრებისა და კურსის საფასურის გადახდის შედეგად. თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ყველა სასწავლო მასალა და დავალება მოწაფეს მიეწოდება აქვე.

თუ არასდროს გისწავლიათ ინტერნეტში, მაშინაც კი შეგიძლიათ არ შეწუხდეთ და ინერვიულოთ ტექნიკური ხასიათის ასპექტებზე - ესეც არ იქნება პრობლემური. ჩვენ დაგეხმარებით ამ ტიპის ყველა საკითხის გადაწყვეტასა და მოგვარებაში.

და თუ სწავლების შემდგომ თქვენ შეგექმნებათ პროფესიული ზრდის მოთხოვნილება თქვენ გექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ გაიაროთ სუ-შეფის (sous chef) კურსი, შემდეგ კი შეფ-მზარეულის (Chef) კურსიც. მაგრამ თუ კულინარიის სფეროში თქვენ უკვე გაგაჩნიათ შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შეგიძლიათ პირდაპირ გაიაროთ სუ-შეფის, ან შეფ-მზარეულის კურსი.

ჩვენი ელექტრონული სწავლების პლატფორმა https://e-chef.ge/ დაეხმარება მათ, ვინც დგას პროფესიის არჩევის წინაშე, ვინც ეძებს სამსახურს და ოცნებობს გახდეს წარმატებული შეფ-მზარეული.

გისურვებთ წარმატებას მზარეულის მშვენიერი პროფესიის დაუფლებაში !

მოცემული სქემიდამ (იხილეთ ქვემოდ) ჩანს, რომ კოლბის მეთოდი გულისხმობს ასეთ გეზს: მოწაფის პრაქტიკული გამოცდილებიდან -თეორიისკენ და არა პირიქით, როგორც ეს მიღებულია ტრადიციულ სწავლებაში.

უკან
Write Close