ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმების ხელმოწერა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მხრიდან ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ სფეროებში დადგენილი ნორმებისა და წესების აღიარებას.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებამ და ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრამ განაპირობეს სანიტარია-ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ნორმების (DCFTA, HACCP სისტემა) და რეგულაციების (ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს დადგენილება 852/2004 "სურსათის წარმოების სანიტარიული და ჰიგიენური წესების შესახებ" ) უზენაესობა და მათი მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობა. რაც რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებს მიუთითებს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების, ასევე კულინარიული პროდუქციის უვნებლობის დაცვის გაძლიერებაზე.
ასოციაცირების დოკუმენტის მე - 4 თავი ითვალისწინებს სურსათის უვნებლობის რეგულირების ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და აღებული ვალდებულება კი შეიცავს მომხმარებლებისათვის უვნებელი პროდუქტის მიწოდების აუცილებლობას.
ევროკავშირში ეს პროცესი რეგულირდება HACCP- ს (ინგ. Hazard Analysis and Critical Control Points) წესების სისტემის მეშვეობით. ამჟამად ამ სისტემის წესების დაცვა მეტად აქტუალური ხდება საქართველოს ყველა სფეროსათვის, რომელიც ჩართულია სურსათის წარმოებაში, მათ შორის სარესტორნო ინდუსტრიისათვისაც, განსაკუთრებით ტურიზმის როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად აღიარების პირობებში.
ევროკავშირის ქვეყნებში HACCP- ს დანერგვა დაიწყო ევროპის საბჭოს 1993 წლის 14 ივნისის სურსათის ჰიგიენის თაობაზე № 93/43 / EC დირექტივით.
2004 წელს, დირექტივის № 93/43 / EC სანაცვლოდ, ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ მიიღეს დადგენილება 852/2004 " კვების პროდუქტების წარმოების სანიტარულ-ჰიგიენური წესების შესახებ".
საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ისეთემა როგორიცაა Codex Alimentarius კომისია, მოიწონეს HACCP- ის გამოყენება, როგორც უხარისხო კვების პროდუქტებით გამოწვეულ დაავადებათა თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალება.
Codex Alimentarius კომისიის მიერ შემუშავდა:
- "რეკომენდირებული საერთაშორისო ტექნიკური ნორმები და წესები. კვების პროდუქტების ჰიგიენის ზოგადი პრინციპები "(CAC / RCP 1-1969, Rev. 4 (2003)).
- "მზა კვების პროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების ჰიგიენის ნორმები და წესები საზოგადოებრივ კვებაში" (CAC / RCP 39-1993).
დასახელებული წესების და ნორმების გამოყენება უნდა ხდებოდეს დარგობრივ სტანდარტებთან და რეკომენდაციებთან ერთად.
რესტორნებისათვის და კვების სხვა ობიექტებისათვის საქართველოს მიერ საერთაშორისო ნორმების აღიარება ნიშნავს სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების მიმართ მოთხოვნების გაზრდას და კულინარიული პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებამ და ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრამ განაპირობეს სანიტარია-ჰიგიენისა და კვების პროდუქტების უვნებლობის საერთაშორისო ნორმების (DCFTA, HACCP სისტემა) და რეგულაციების (ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს დადგენილება 852/2004 "სურსათის წარმოების სანიტარიული და ჰიგიენური წესების შესახებ" ) უზენაესობა და მათი მოთხოვნების ზედმიწევნით აღსრულების აუცილებლობა. რაც, თავის მხრივ, რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებს მიუთითებს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების, ასევე კულინარიული პროდუქციის უვნებლობის მკაცრი დაცვის გაძლიერებაზე, ანუ HACCP სისტემის დანერგვისა და სტანდარტებთან შესაბამისობის აუცილებლობაზე.