ჰიპოალერგიული რესტორანი - ბიზნეს იდეა, რომლის საშუალებით რესტორატორს შეუძლია მიიღოს მაღალი შემოსავალი კრიზისის დროსაც !
ალერგია - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა პლანეტაზე. ალერგიის მქონე ადამიანებს ეშინიათ კვების ობიექტებში შესვლა, იმის გამო, რომ იციან საკუთარი დაავადების შესახებ და აცნობიერებენ, რომ გაურკვეველი შემადგენლობის საკვების მიღების შედეგი შესაძლებელია სამწუხაროც კი გახდეს.
რა უნდა ვიცოდეთ?
8 ძირითადი საკვები ალერგენები
1. კვერცხი
2. თევზი
3. რძე
4. კაკალი
5. არაქისი
6. ჭურვი
7. სოიო
8. ხორბალი
საკვები ალერგიის სხვა ნაკლებად გავრცელებული ტიპები:
• მარცვლეული - ამ კატეგორიაში ყველაზე გავრცელებული საკვებია შვრია, ხორბალი, სიმინდი, ბრინჯი, ჭვავი და ქერი;
• ქოქოსი;
• ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული;
• ფიჭვის კაკალი;
• ხორცი - ძროხის, ცხვრის, ღორის ან ქათმის ;
• სეზამი - სეზამის თესლი, ზეთი და სხვა სეზამის პროდუქტები ;
• სანელებლები - მდოგვი, ქინძი, ნიახური, კამა, წიწაკა, ზაფრანა და სხვა.
სტატისტიკის მიხედვით, ალერგიით დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება - ამას ხელს უწყობს გარემოს არაკეთილსასურველი ეკოლოგიური ვითარება. აქედან გამომდინარე, ჰიპოალერგიული რესტორნის გახსნა - შესანიშნავი ბიზნეს იდეაა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სტაბილური შემოსავლიანობა ათწლეულების განმავლობაში!
ლოგიკურია, რომ უკვე არსებობს მსგავსი პროექტების განხორციელების არა ერთი დადებითი მაგალითი.
ჰიპოალერგიული რესტორნის ძირითადი მახასიათებლები:
- მათ მენიუში არ ითვალისწინებენ საყოველთაოდ ცნობილ და ძლიერ
ალერგენებს, ისეთებს, როგორიცაა კვერცხი, არაქისი, ლაქტოზა, მდოგვი, სოიო, ქუნჟუტი და სხვა.
- მენიუში ასახულ თითოეულ ელემენტს გააჩნია დეტალური აღწერილობა, შეუმჩნეველი არ რჩება წვრილმანი ინგრედიენტიც კი.
- მომხმარებელს უფლება აქვს საკუთარი შეხედულებისამებრ ამოიღოს რომელიმე ინგრედიენტი კერძის შემადგენლობიდან.
- რესტორნის პერსონალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. მიმტანებსაც კი შეუძლიათ კონსულტაცია გაუწიონ ალერგიით დაავადებულებს და ურჩიოს მათთვის ყველზე შესაფერისი მენიუ, ან კერძი.
ხოლო თუ თქვენ უკვე გაგაჩნიათ საკუთარი რესტორანი, მაშინ იზრუნეთ ჰიპოალერგიული მენიუს შედგენაზე. მენიუში უსაფრთხო და ჯანსაღი კერძების არსებობა ნამდვილად დაგეხმარებათ მომხმარებლთა სპექტრის გააფართოებასა და კლიენტების რაოდენობის გაზრდაში.
გაეცანით, თუ როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი მენიუ ისე, რომ ნებისმიერ სტუმარს გაუჩნდეს სურვილი ისადილოს თქვენს რესტორანში. ამისათვის განსახორციელებელი სამი ძირითადი ქმედება:
1. შექმენით კერძები გლუტენის გარეშე.
2. ნიგოზზე და თხილზე ალერგიის მქონე კლიენტებს შესთავაზეთ ალტერნატიული ვარიანტის კერძები
3. იზრუნეთ კერძებზე იმ კატეგორიის მომხმარებლებისთვის, რომელთათვის მიუღებადი და შეუთავსებელია ლაქტოზა.
მიუხედავად იმისა, ახლახან შეცვალეთ მენიუ, თუ თქვენს რესტორანის მენიუში ყოველთვის წარმოდგენილი იყო კერძები ბავშვებსა და ალერგიით დაავადებული ადამიანებისთვის - კვლავ დარწმუნდით იმაში, რომ პოტენციური ვიზიტორებისთვის ცნობილია, რომ თქვენ მათ სთავაზობთ ჰიპოალერგიულ მენიუს!