Kimpton Culinary + Cocktail Trend Forecast- ის გამოკითხვაზე დაყრდნობით ჟურნალმა Modern Restaurant Management (MRM) გამოაქვეყნა მოსაზრება 2020 წელს მოსალოდნელი კულინარიული ტენდენციების, ტრენდის პროგნოზის თაობაზე.
ტენდენციები გამოავლინა Kimpton – ის 75 რესტორნისა და ბარის 130 - მა შეფ-მზარეულმა და გენერალურმა მენეჯერებმა. კვლევამ დაადგინა, რომ ჯანმრთელობისათვის აქტიური ინგრედიენტები და მცენარეულზე დაფუძნებული მენიუმები იძენენ მზარდ აღიარებას. დიეტა, რომელიც ოდესღაც ითვლებოდა ალტერნატივად, სულ უფრო განმტკიცდება როგორც მეინსტრიმი, მენიუს ოპციონები წარმოდგებიან გლიუტენის, რძის გარეშე, მიიღებენ ვეგეტარიანულ და კეტოს სახეს.
ტრადიციულ მაღალ ნახშირწყლოვან საკვებში იმატებს კერძების და პროდუქტების რაოდენობა გლიუტენის გარეშე, მ.შ. მაკარონი და პური ნუშის, ბრინჯის ფქვილით, ან ტაპიოკით. ყველაფერი - ყვავილოვანი კომბოსტოსგან მომზადებული უგლიუკენო კოტლედიდან - უგლიუკენო კალმარებამდე.
2020 წლის მენიუში დონანტურ პოზიცებს დაიკავებენ შვრიისა და კანაფის რძე, აგრეთვე თხილის საფუძველზე მომზადებული ყველი, რომელიც არ შეიცავს რძის პროდუქტებს. მომხმარებელი არ დაივიწყებს ნაღების ყველ ქეშიუს , ალფრედოს სოუსებს, ბოსტნეულის საფუძველზე დამზადებულ ჰამბურგერებს ვეგანური ყველით, ლატეს შვრიის რძით და ლავანდით, ასევე ვეგანურ კესადილიებს თხილის საფუძველზე მომზადებული ყველის შიგთავსით, ბოსტნეულითა და ტოფუთი. კვლავ იზრდება ჯანსაღი ნაწლავის პრობიოტიკების მქონე ფერმენტირებული საკვების, ძმრის გამოყენებით დამზადებული ბოსტნეულის მარინადების პოპულარობა.
ყველაფერი მცენარეულ საფუძველზე + ბოსტნეული ყველა კერძში.
გამოკითხულთა 51 პროცენტი პროგნოზირებს, რომ 2020 წელს მცენარეული ხორცის ალტერნატივები განიმტკიცებენ ძირითად სტატუსს (უკვე არა მხოლოდ კულტის მიდევნების სახით), ჩვენ ვნახავთ უფრო მეტ მცენარეულ მიდგომებს ტრადიციული ხორცის კერძების მიმართ.
შეფების 30%-მა ფაქტიურად იგულისხმა, რომ ბოსტნეულის ტარტარი შეაღწევს რესტორნის საახალწლო მენიუში. მზარეულები ასევე ბოსტნეულისგან შექმნიან ჰამბურგერებს, გამოყვანილ, ხმელ ბოსტნეულს, ჩიფსებს, რომლებსაც მოამზადებენ ბოსტნეულისგან, სოკოსგან, ბადრიჯანისგან, ტკბილ კარტოფილისგან, სტაფილოსგან, ისპანახისგან, ან ყვავილოვან კომბოსტოსაგან.
ლევანტიური სამზარეულო, მათ შორის ისრაელის, თურქული და ლიბანური, 2020 წელს შესაძლოა წარმოადგენდნენ ყველაზე გავლენიან მენიუს სტილს.
ამას ადასტურებს გამოკითხულ მზარეულთა თითქმის 40%. ხმელთაშუა ზღვის მცხარე სოუსი და მუჰამარა, წითელი წიწაკა და თხილის სპრედი, ნაპოვნი თურქულ და ლევანტინულ კერძებში, წლის პროგნოზით მოხვდნენ სპრედებისა და სოუსების ტოპ-სიაში.
გაძლიერდება კულტურათაშორისი, კროს-კულტურული შეხამება და შერწყმა.
ზოგიერთ ყველაზე გემრიელ კოლაჟში ჩაირთვება მექსიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სამზარეულო, სკანდინავიური ფრანგულთან, კანტონური ჩინური და პერუს (ან ჩიფუს) სამზარეულოსთან და სამხრეთ ამერიკული იაპონურთან. ასევე მოსალოდნელია, რომ ვიხილავთ რეგიონალური და ძირძველი ხალხების კულინარული ტრადიციებით შთაგონებული, ინდიელების, სკანდინავების, პერუს და რუსული სამზარეულოების, გავლენებს.
მხიარული არომატები + მოტკბილო-მომჟავო გემო.
მჟავე გემოს შემცველი ინგრედიენტები, როგორიცაა რევანდი, თამარინდი და ძმარი მიაღწევენ პოპულარობის გაზრდას, მზარეულების თითქმის 23% ირჩევს მჟავე გემოს, როგორც მათ საყვარელ ექსპერიმენტულ საშუალებას. მათ კერძებში აღმოჩნდება ეგზოტიკური წიწაკები, როგორიცაა მაგალითად, გოჩუჯანგის წიწაკა, piri piri, ესპელეტი და ხეთჩი. ყოველი მეხუთე შეფი ირჩევს მათ, როგორც მთავარ ინგრედიენტს 2020 წლისათვის.
ტენდენშია: კერძები, სანელებლები + ინგრედიენტები
სევიჩეს გაზრდილი მოხმარება მოულოდნელი ინგრედიენტების გამოყენებით - სანელებლებით გაჯერებული ტომატის საწებლიდან მარინადში ჩადებულ სტაფილომდე და ათქვეფილ ავოკადოებამდე - წარმოადგენს რესპონდენტთა თითქმის მესამედის მთავარ პროგნოზს.
არაჩვეული მარცვლეული, როგორიცაა ლოტოსის, რეჰანის და დუმფარას (წყლის შროშანის) თესლი, ერთ – ერთი ყველაზე მოდური ინგრედიენტია გამოკითხული შეფების 31% -ის თანახმად. ლაიმა მაკრუტის ფოთლები, პანდანი და შავი ნიორი, რომელიც გთავაზობენ ტკბილ, მიწიერ გემოს და ფინიკის მსაგავსს კონსისტენციას - ასევე წარმოადგენენ მთავარი ინგრედიენტების პროგნოზს.
ქათმის ან ბატის ცხიმი, Kimpton- ის მზარეულთა მეოთხედის მიხედვით, აგრეთვე იქნება ტრენდში.
ცხარე ელემენტები უფრო შესამჩნევი გახდებიან დესერტებში.
- ველით, რომ ნახავთ ცხარე, პიკანტური და ტკბილი კომბინაციების უნიკალური შეხამების მაგალითებს, როგორიცაა შავი პილპილი, შირბახტის (ქუნჟუტის) ნაყინი და ტრიუფელის მაკარონი.
ვეგანურობა ასევე იმოქმედებს დესერტის მენიუებზ. გამოკითხულთა უმრავლესობამ (47%) ვეგანური დესერტები მიიჩნია ტკბილეულის მოყვარულთა 2020 წლის ყველაზე ძლიერ ტრენდად. იგი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ლიმნის ღვეზელის სახით, რომლსაც მოამზადებენ კეშიუს (ან ძირტკბილას), ქოქოსის კაკლის და ლიმონის ცედრას, ან ჩიზქეიქის, არაქისის კარაქის, ვეგანური შოკოლადის გამოყენებით.