ბევრს ნამდვილად გააკვირვებს მისი სახელის კულინარიის ხელოვნებასთან დაკავშირება ... ! ნოსტრადამუსი და კულინარია? ... წარმოუდგენელი და დაუჯერებელია!
მთელი მსოფლიო მას ხომ იცნობს, როგორც დიდ წინასწარმეტყველს, რომლის წინასწარმეტყველებებებში გარკვევას ადამიანები ცდილობენ უკვე ხუთასი წლის განმავლობაში. ჩვენც ხომ დიდი ხანია შევეჩვიეთ მისი გენიალური, თუმცა საკმაოდ ბუნდოვანი წინასწარმეტყველებების განმარტებებისა და ინტერპრეტაციების წაკითხვას და აღქმას.
მართლაც, 1555 წელს გამოცემულ თავის უმნიშვნელოვანეს წიგნში (რომელსაც „წინასწარმეტყველებები" (Les Propheties) უწოდა, ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა მრავალი მსოფლიო მოვლენა, რომელთა უმეტესობა, როგორც დაგვარწმუნა ისტორიამ, ნამდვილად აღსრულდა.
ამ ფონზე, სავსებით დასაშვებია, რომ კულინარიით ნოსტრადამუსის გატაცება და კულინარიის სამყაროში მის მიერ შეტანილი წვლილი დაუჯერებლადაც მოგეჩვენოთ.
მაგრამ მსგავს გატაცებებში გასაკვირი არაფერი არ არის. ჯერ კიდავ ანტიკური ხანის ყველაზე გამოჩენილი მოაზროვნეები და ფილოსოფოსები ყურადღებას აქცევდნენ საკვებსა და კვების ორგანიზებას, ხოლო შემდგომ ეპოქებში მსოფლიოში ცნობილი ბევრი ადამიანი გატაცებული იყო კულინარიით და კვალიც კი დატოვა მასში. ამ ადამიანების რიცხვიდან შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ყველაზე „ეპოტაჟური" პიროვნება.
„პროფესიული სკოლა ინტერსერვისის" ვებგვერდზე https://e-chef.ge/ განთავსებულ ერთ-ერთ პუბლიკაციაში ჩვენ უკვა ვახსენეთ მსოფლიოში ცნობილი ფრანგი სიურეალისტი მხატვრის სალვადორ დალის კულინარიის სამყაროთი არაჩვეული და საოცსრი გატაცება.
იმავე სტატიაში აგრეთვე ავღნიშნეთ, რომ კულინარიის მიმართ ინტერესს ძველ დროში ლეონარდო და ვინჩიც ავლენდა, თუმცა თავად ვეგეტარიანულ კერძებს ანიჭებდა უპირატესობას.
კულინარიით გატაცების მხრივ ერთ-ერთ თვასაჩინო მაგალითს წარმოადგენს აგრეთვე მე-19 საუკუნის საოპერო ხელოვნების მეტრი ჯოაკინო როსინიც, რომელსაც სიამოვნებდა სტუმრებისთვის მუსიკალური შედევრებისა და საკუთარი რეცეპტურით მომზადებული კერძების მიწოდება. თვით როსინი იყო ცნობილი გურმანი, სტუმრებიც გაოცებული რჩებოდნენ მისი კარძების დაგემოვნების შედეგად.
კომპოზიტორის ზოგიერთი რეცეპტი კულინარიის ისტორიაშიც კი დარჩა, განსაკუთრებით ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, ელეგანტური სალათი „ფიგარო", მრავალკომპონენტიანი „ტურნედო ა ლა როსინი", წიწილის, კარტოფილის კერძები, ხბოს კატლეტები და ზოგიერთი სოუსი...
საყვარელ კულინარიულ შედევრად კი ის მიიჩნევდა პერიგორდის შავი ტრიუფელის, ფუა-გრას და მადეირას ღვინოს შერწყმას. ეს რეცეპტი მსოფლიოს კულინარული შედევრების რიცხვშიც კი შევიდა, როგორც „კომბინაცია ა ლა როსინი".
კომპოზიტორს არასდროს არ მიუტოვებია კულინარია - მუსიკალური შემოქმედების აღმავლობის პერიოდებშიც კი. ასე, მაგალითად, ფორტეპიანოსთვის დაწერილი ნაწარმოებების მცირე სერიას მან მიაკუთვნა ზოგადი სახელწოდება - „Horsd'oeuvre" („ცხელი საუზმეული"),ხოლო ცნობილი არია „Tancrede" ჩაითვალა „ბრინჯის არიად" (რადგან ის შეიქმნა რიზოტოს მომზადებისას).
როსინის რეპერტუარში ასევე შედის „მუსიკა სადილისთვის", მოკლე მინიატურები სახელწოდებით „ნუში", „ოთხი საუზმეული", „ოჰ, ბარდა!". დროთა განმავლობაში კი კერძების რეცეპტების სია იმდენად შთამბეჭდავი გახდა, რომ კომპოზიტორმა კულინარიული წიგნიც კი დაწერა, სახელწოდებით - „როსინი და ავმუცლობის ცოდვა".
კიდევ ერთი გურმანია და დიდი რომანისტი - ალექსანდრე დიუმაც, ასევე იყო მოხიბლული კულინარიის საიდუმლოებებით.ზოგიერთმა თანამედროვემ მას „ლიტერატურული კულინარიც" კი უწოდა.
უდაოა, რომ მას უყვარდა გემრიელი საჭმელი, მაგრამ ამას გარდა, ის დიდი გრძნობით, გაგებით და დეტალურად აღწერდა თავისი ნაწარმოებების პერსონაჟების საკვებს. ხოლო სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის ჩანაწერებში, შთაბეჭდილებებთან ერთად, როგორც წესი, აღნიშნავდა მოძიებულ ეროვნულ რეცეპტებს, რომლებიც ჩამოჰქონდა თან და, ეგრეთ წოდებული, „ეგზოტიკური" კერძებით უმასპინძლდებოდა გამორჩეულ სტუმრებს. ხოლო მათი განებივრებული კუჭები ხშირ შემთხვევაში მშვიდად ვერც ინელებდენ მის მიარ შემოთავაზებულ კერძებს.
ალექსანდრე დიუმა ცნობილია იმით, რომ დატოვა ასობით ლიტერატურული ნაწარმოები, თუმცა სამწერლო საქმიანობასთან ერთად ასევე სამყაროს დაამახსოვრდა თავისი „სსალათით ა ლა დიუმა". ხოლო თავისი შემოქმედების მწვერვალად ის მიიჩნევდა „დიდ კულინარიულ ლექსიკონს", რომელიც შეიცავს ინფორმაციას 800 პროდუქტის თაობაზე. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ეს ლექსიკონი მე-20 საუკუნეშიც კი რჩებოდა კულინარიის უდიდეს ნაშრომად.
ამჯერდ კი მოდით დავუბრუნდეთ ნოსტრადამუსს.
როგოც უკვე ავღნიშნეთ ის ცნობილია ჩვენთვის, როგორც ფრანგი ასტროლოგი, ექიმი და წინასწარმეტყველი - მიშელ დე ნოსტრდამი (შემდგომ - ნოსტრადამუსი). და მართლაც, მან შექნა წინასწარმეტყველებების კრებული სახელწოდებით „ცენტურიები", რომელშიც ჩამოაყალიბა მრავალი საუკუნის წინასწარმეტყველებები.
მაგრამ, მავანისთვის არ არის ცნობილი, რომ ეს არ იყო მისი პირველი ნაშრომი, არამედ ჯერ იყო კულინარიისადმი მიძღვნილი წიგნი Traité des fardements et confitures. დახვეწილი რეცეპტებით სავსე ეს მისი ნაშრომი დაყოფილია ორ ნაწილად.
წიგნის პირველი ნაწილი (ავტორის განათლების, ფარმაცევტული და კოსმეტოლოგიური მისწრაფებების გათვალისწინებით) ეხებოდა რუჟისა და სუნამოების მომზადების სხვადასხვა მეთოდს, ხოლო მეორე - მიეძღვნა კულინარიულ კვლევებს, კერძოდ, თაფლის, შაქრისა და ღვინის გამოყენებით მურაბის რამდენიმე სახეობის მომზადებას, ასევე სხვადასხვა ჯემებისა და კონფიტურების დამზადების პრინციპებსა და რეცეპტებს.
აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში მისი რეკომენდაციები პრაქტიკულ და საკმაოდ გამოსადეგ ხასიათსაც ატარებენ. მაგალითად, ნოსტრადამუსის თქმით, კომშის მურაბის მომზადებისას კომში არასდროს არ უნდა გავფცქვნათ, რადგან კანი „აძლიერებს" ამ ინგრედიენტს და, შემდგომ, მოხარშვის, გახეხვისა და შაქრის დამატების შედეგად, მურაბა ლალის ფერს იძენს. და, როგორც აღნიშნავდა ნოსტრადამუსი „მეფის წინაშე წარდენის ღირსიც ხდება".
თავის წიგნში ნოსტრადამუსი ასევე გვიზიარებს დაკონსერვებული გოგრის, დაშაქრული ფორთოხლის ქერქის (ცუკატების),ალუბლის მურაბის (კურკის გარეშე), დაშაქრული მსხლისა და მარციპანის რეცეპტებს, ნუშის კანფეტის სახეობას, რომელიც დღესაცაა პოპულარული.
ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ მრავალ კულინარიულ ნამზადსა და ტკბილეულს ის სხვადასხვა დაავადების დაძლევის სამკურნალო თვისებებსაც ანიჭებდა.
მის ტრაქტატში შეგიძლიათ ასევე იპოვოთ ჟელატინისებრი „სიყვარულის წამლის" რეცეპტიც, რომელიც მზადდება შაქრის, მანდრაგორას ვაშლის, დარიჩინისა და... შვიდი მამრი ბეღურას სისხლისგან. (მანდრაგორა (ლათინურად: Mandragóra) მრავალწლოვანი უღერო ან მოკლეღეროიანი ბალახია. მისი ფესვი ზოგჯერ ადამიანის სხეულს წააგავს, ძველად მას მაგიურ ძალებს მიაწერდნენ).) ამ ნარევის მოდუღებისა და გადაწურვის შედეგად მიღებული სიროფი კი ნოსტრადამუსის მითითებით უნდა შენახულიყო მხოლოდ ოქროს ან ვერცხლის ჭურჭელში. ის ირწმუნებოდა, რომ ასეთი წამლის ერთი კოვზიც კი შეუკავებელ და ცეცხლოვან ვნებას გამოიწვევს.
ნოსტრადამუსი ასევე ფოკუსირებული იყო სხვადასხვა გამაგრილებელ სასმელების, კერძოდ კი - სიდრის, კრუშონისა და შერბეტების რეცეპტურებზეც.
P.S.
თუ დაგაინტერესეთ და შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად მოიძიეთ ან ინტერნეტში იპოვეთ მისი „ტრაქტატი კოსმეტიკასა და მურაბებზე", იქ თვენ აღმოაჩენთ ბევრ საინტერესოს და გაეცნობით უდიდესი ადამიანის კიდევ ერთ მემკვიდრეობას.