რას ვჭამთ და რა შეიცვლება ჩვენს კვებაში მომავალში


სერიოზული ანალიტიკური წყაროების პროგნოზირების დაყრდნობით მოგითხვრობთ იმის თაობაზე თუ რა შეიცვალა უკვე ჩვენს კვებაში და რა შეიცვლება ათწლეულის ბოლოს. დღეისათვის, ადამიანები თითქმის ყოველდღე აწყობენ „კუჭის ზეიმს". ჩვენ წინა საუკუნეების მეფეებზე უკეთესად ვიკვებებით. დღეს სიმსუქნე ძალიან ბევრი ადამიანისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, გარდა ამისა სიკვდილის მიზაზიც გახდა. არ არის საუდუმლო, რომ ე.წ. ელიტარული საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი, რომლებიც საკუთარ თავს მიიჩნევენ გურმანებად, „კარგი ჭამის" შემდეგ, გულის რევის შედეგად, ისუფთავენ კუჭს. სხვები კი, იმისათცის, რომ უკეთესად გამოიყურებოდნენ - ქირურგიული ოპერაციით იშორებენ ქონებს. ადამიანს სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისათვის არ სჭირდება ბევრი საკვები და ჭარბი კვება წარმოადგენს ნაგავს, რომელიც ცხიმის სახით გროვდება ორგანიზმში. რას ველოდოდ მომავლის მენიუში მეტ წილად?

არ აღელვდეთ - ამ მხრივ „კატასტროფა" არ გველის, იმავდროულად სერიოზული ტექნოლოგიური "რევოლუცია" მართლაც შესაძლებელი ხდება. მოსალოდნელია ინდივიდუალური დიეტა, კვების ინგრედიენტებში გაჩნდება უჩვეულო ბოსტნეული.

რობოტი - მზარეული მოგვიმზადებს საჭმელს. აქტიურად შემოვა საქონლის ხორცის შემცვლელი პროდუქტი, რომელიც მოგვაცილებს დანაშაულის შეგრძნებას იმის გამო, რომ საჭმელად ვიყენებთ დახოცილი ცხოველის ან ფრინველის ხორცს.

ხორცისკენ ჩვენი მიდრეკილების გათვალისწინებით ისეთი კომპანიები, როგორიცაა Memphis Meats, Impossible Foods, Finless Fish и Beyond უკვე შეიმუშავებენ მის შემცლელ ახალ პროდუქტებს. მწარმოებელი კომპანიები და ინვესტორები, მათ შორის ბილ გეითსი და რიჩარდ ბრენსონი, ახდენენ მრავალ მილიონიან ინვესტიციას, რათა ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა ამ მხრივ შეცვალონ ჩვენი კვება. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ეს უჩვეულოა, მაგრამ ამგვარ მიდგომაში არც აპოკალიფსური არაფერია.

დავუფიქრდეთ და ვაღიაროთ: 1928 წლამდე არავის გაუსინჯია საღეჭი რეზინი, დღეს კი ის მტკიცედ შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში; 90-იანი წლების ბოლოს, Red Bull - მა მოახდინა უცნაური "სამკურნალო" არომატის დემონსტრირება, რომელიც შემდეგ გახდა ენერგეტიკული სასმელის „სინონიმი" და რომელსაც ბევრი ჩვენგანი აქტიურად მოიხმარს. ანუ რეალობა გამოიხატება იმაში, რომ საკვები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მუდმივად იცვლება და ვითარდება, იქმნება ახალი გემოებიც.

ათწლეულის ბოლოს საჭმელი ადაპტირებული იქნება თქვენ გენომთან.


შემდეგი ათწლეულის ბოლოსთვის შეიძლება ველოდოთ, რომ მოვიხმართ არა ერთ პროდუქტს, რომელიც განსხვავებული იქნება ჩვეულისგან და შევიგრძნოთ ისეთ გემოს, რაც აქამდე არ გვიგრძვნია.

დღეს ყველანი დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია ორგანიზმის საუკეთესო მდგომარეობაში შესანარჩუნებლად.

დიეტასა და ჯანმრთელობას შორის კავშირი პირველად "დადასტურდა" 1800-იანი წლების შუა პერიოდში, შოტლანდიელი საზღვაო ქირურგის, ექიმის ჯოზეფ ლინდომის მიერ, რომელსაც უღიარებენ ერთ - ერთ ყველაზე ადრეულ კლინიკურად კონტროლირებად დაკვირვებას. მისმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ციტრუსებს შეუძლიათ დაიცვან მეზღვაურები სურავანდის (scurvy) სახეობის დაავადებისგან და ჯანსაღმა კვებამ შეიძლება უამრავი სიცოცხლე დაზოგოს.

დღესდღეობით, მეცნიერებამ შესაძლოა უკვე გააანალიზა ჩვენი დიეტის თითქმის ყველა ელემენტი, მაგრამ ოფიციალურ რეკომენდაციებსაც კი თუ მიჰყვებით, ჯანსაღმა კვებამ, როგორც ჩანს, შესაძლებელია აღფრთოვანოს ერთი ადამიანი, ხოლო სხვაში გამოიწვიოს დაღლილობა ან შეუძლოდ ყოფნა.

2015 წელს ისრაელის მეცნიერთა ჯგუფმა რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდა 800 ადამიანის სისხლში შაქრის შემცველობის დონეს და გააკეთა საოცარი აღმოჩენა. რომელიც გამოიხატა იმაში, რომ ადამიანების ბიოლოგიური რეაქცია იდენტურ საკვებზე ძალიან განსხვავდება.

ტკბილი ნაყინის ჭამის შემდეგ ზოგიერთმა ადამიანმა სისხლში გლუკოზის ზრდის „მაღალი ტალღა" განიცადა, ზოგში კი გლუკოზის დონე გაიზარდა მხოლოდ სახამებლიანი ბრინჯის მოხმარებისას, რაც ეწინააღმდეგებოდა ზოგადად აღიარებულ მოსაზრებას.

საჭმელი გახდება უფრო ნოყიერი
"ნატურალური/ბუნებრივი" - პოპულარული ტერმინია, რომელსაც ტრადიციულად იყენებენ მარკეტოლოგები, ოღონდ თითქმის არცერთი ამჟამინდელი, ჩვენს მიერ გამოყენებული პროდუქტი არ არსებობდა ბუნებრივ სამყაროში ჩვენთვის ჩვეული სახით. ხილსა და ბოსტნეულს, რომელსაც ჩვენ დღეს დიდი სიამოვნებით მივირთმევთ, შერჩევით ზრდიდნენ ათასწლეულების განმავლობაში და ხშირ შემთხვევაში მათ განიცადეს რადიკალური ცვლილებები ველურ ნიმუშებთან შედარებით.

 

სტაფილო თავდაპირველად არ იყო ნარინჯისფერი, ის იყო წვრილი და თეთრი; ატამი ოდესღაც ალუბალს წააგავდა და გამოზე მომჟავო იყო; საზამთრო ზომით პატარა, მრგვალი, მაგარი და მწარე იყო; ბადრიჯანი ჰგავდა თეთრ კვერცს. სელექციური გამრავლება რიგი, მათ შორის გემოს თვისებების მიხედვით, ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკით პირობებში მნიშვნელოვნად ცვლის კვების პროდუქტების მახასიათებლებს.

ცილების, კალციუმის, ფოსფორის, რკინის, რიგოფლავინის (ვიტამინი B2) და ვიტამინი C - ს შემცველობა ხილსა და ბოსტნეულში ბოლო საუკუნეების განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა, დღევანდელი ბოსტნეული შეიცავს მინერალების დაახლოებით იმის ორ მესამედს, რაც მათ ადრე ჰქონდათ.

გენეტიკა და ბიო-მოლეკულური მეცნიერება
თაობებში საკვები პროდუქტების სელექციური მოშენების აუცილებლობის მოცილების შედეგად აღადგენენ წონასწორობას ისე, რომ ერთი კულტურის დნმ ჩაშენდეს სხვაში, რათა შესძინოს მას სასურველი თვისებები და ნიშნები.

მომდევნო ათი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, გაიზრდება სრულყოფილად გამრავლებული კულტურების რაოდენობა. დნმ-ის რედაქტირების ზუსტი ტექნოლოგია, კერძოდ CRISPR-Cas9 ტექნოლოგია, უკვე იძლევა მცენარეთა გენეტიკური კოდის უპრეცედენტო სიზუსტის შეცვლის საშუალებას.

მოემზადეთ ვაშლთან შესახვედრად, რომლიც განსხვავებულად გემრიელი და ლამაზი იქნება, ან არაქისისთან შესახვედრად - რომელიც არაალერგიული გახდება, შემოვა ოსპი - რომელიც შეიცავს ხორცისთვის დამახასიათებელ ცილის ექვივალენტს. და ეს იქნება უსასრულო, სტაფილოს ევოლუციის მსგავსი პროცესი!

საჭმელი გემოს მიხედვით განსხვავებული იქნება ყველაფრისგან, რაც გაგვისინჯია აქამდე.
ახალი გემო წარმოიქმნება არაჩვეული სახით, რადგან საკვების მწარმოებლები ქმნიან ახალ პროდუქტებს. სილიკონის ველი, რომელიც ცნობილია ყველაზე ჭკვიანი ადამიანების მოზიდვით, ხდება კვების ინოვაციების გლობალურ ცენტრად.

Impossible Foods რეალურად წარმოქმნა უახლესი ტექნოლოგიის ტალღა, შექმნა უხორცო ბურგერი, რომელიც შიშხინებს ტაფაზე, ხორცივით გემრიელია და „სისხლდენაც" კი გააჩნია. ეკოლოგიურად სუფთა ღვეზელი შედგენილია ხორბლის ცილის, ქოქოსის ზეთის, კარტოფილის ცილისა და არომატიზატორისგან. საწყისი ჰემი, რომელიც იყენებს Impossible Foods, მცენარეთაგან იქნა ამოღებული და ნაწარმოებია დუღილის შედეგად.

ეს განვითარებადი დარგია, რომელშიც კონკურენტები, როგორიცაა Beyond Meat და Moving Mountains, ამზადებენ მსგავს ბურგერებს, მათ გეგმაში აქვთ მცენარეულზე დაფუძნებული სტეიკების მომზადებაც. ამგვარი მიდგომის საფუძველს წარმოადგენს საიდუმლო ინგრედიენტი, ე.წ. ჰემ - მოლეკულა, რომელსაც მოაქვს ჟანგბადი და რომელიც აწითლებს ხორცსა და სისხლს, ხორცს ანიჭებს არომატის უმეტეს ნაწილს.

ათწლეულის ბოლოს, კულინარიის სახელმძღვანელოებში გაჩნდება არაჩვეულებრივი და ერთი შეხედვით უცნაური რეცეპტურა. კვების პროდუქტების გემოს ნაერთების გაანალიზებით - ნივთიერებების, რომლებიც გადასცემენ არომატსა და ჰქმნიან გემოს - შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ინგრედიენტების შეხამება ახალი შთაბეჭდილებების შესაქმნელად.

საჭმელი იქნება guilt-free (ბრალეულობის გარეში)
საყოველთაოდ ცნობილია, რომ წლიდან წლამდე ჩვენ სულ უფრო ვმძიმდებით. მსოფლიოში სხვადასხვა ეროვნების მრავალი ადამიანი სქელდება. დღეს, ზრდასრულთა დაახლოებით 40 პროცენტი დაუშვებლად ჭარბი წონისაა ან იტანჯება სიმსუქნისგან.

სიმსუქნესთან დაკავშირებული დაავადებები, როგორიცაა ტიპი 2- ს დიაბეტი, სწრაფად ვითარდებიან, ჯანმრთელობის სამსახურები კი უძლურები არიან წინააღმდეგობა გაუწიონ ამ პროცესებს. ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, რომ ბოლო 33 წლის განმავლობაში არ მიღწეულა მნიშვნელოვანი შედეგი - არცერთმა ქვეყანამ არ შესძლო გასუქებისა და ჭარბი წონის შეჩერება.გამოსავალი ერთია - კვება არ უნდა იქცეს მიზეზად და გახდეს guilt-free.

საჭმელი იქნება უფრო კრეატიული.
კულინარიულ შემოქმედებას მცირე შეზღუდვა გააჩნია: Weetabix ნაყინიდან - თხევად აზოტიან კოქტეილის ბურთებამდე. უჩვეულო, ამაღელვებელ კერძებს ამზადებენ მზარეულები, რომლებიც არ გვაკლებენ სიურპრიზებს. მაგრამ სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებისა და პროფესიული უნარების მიუხედავად, ყველა კულინარიული შედევრი ხდება საყოველთაოდ მიღებული. ამასთან, ბევრი სიახლეა მოსალოდნელი, რადგან მოწყობილობა და ტექნოლოგია უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

მაგალითად, თუნდაც sous-vide - ს წყლის აბაზანის მოწყობილობა, რომელიც ოდესღაც ექსკლუზიური იყო ზოგიერთ მაღალი კლასის რესტორნებში, ახლა ხელმისაწვდომია და შეგვიძლია შევიძინოთ ტაფების ნაკრების ფასად.

არა მხოლოდ ამბიციური, პროფესიონალი-მზარეულისთვის, არამედ არაპროფესიონალი კულინარისთვისაც - შემოქმედება ბევრად უფრო მხიარული გახდება!

ამ ყველაფრის შეჯამებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლაბორატორიულად გაზრდილი ხორცი, მწერები, თევზის მეურნეობები, სოილენტი, წყალმცენარეები, გმო პროდუქტები, 3D პრინტერიდან საკვები გახდება მომავალში ჩვენი საკვების წყარო. იქნება და რომელიმე ჩვენთაგანი გადავიდეს ფოტოსინთეზზე.

ყოველივშემთხვევისთვის, უფრო მეტი დრო გვექნება, თუ არ დაკვარგავთ ამას საჭმლის მომზადებასა და ჭამაზე.

წყაროები:

https://www.memphismeats.com/
https://impossiblefoods.com/
https://finlessfoods.com/
https://www.beyondmeat.com/

 

უკან
Write Close