როგორ განვსაზღვროთ ტრენდები სარესტორნო სფეროში?

როგორც ვიცით, დღეს სარესტორნო ინდუსტრია დამოკიდებულია გარე სამყაროზე, ადამიანზე და ტექნოლოგიებზე. იმისათვის, რომ ვისწავლოთ თუ როგორ ვიმუშაოთ ტრენდების პროგნოზირების ხერხებთან, ჩვენ უნდა გვესმოდეს მათი სტრუქტურა. ტრენდებს გააჩნიათ საკუთარი დონეები!

ტრენდების პირველი დონე

META-TREND (მეტა ტრენდი) ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენდია, რომელიც რამდენიმე ათეული წელი გრძელდება მთელ მსოფლიოში.
ის, რაც ახდენს გავლენას ინდუსტრიის მომავალზე.

Მაგალითად:

ციფრული ტექნოლოგიები - დღეს უკვე გამოიყენება ცხოვრების ყველა სფეროში, როგორც ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად, ასევე ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის და ჯერ-ჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ მათი შესაძლებლობების ზღვარს, ეს მეტა ტრენდია და, სავარაუდოდ, დიდხანს იმუშავებს.
როგორ აისახება ეს სარესტორნო ინდუსტრიაზე?

უკვე სახეზეა სარესტორნო ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია: საკვების შეკვეთა და მიწოდება, სარესტორნო ოპერაციების სპეციალური პროგრამები, ელექტრონული ან საბარათე გადახდის სისტემა უკვე თითქმის ყველგან გამოიყენება და ახლო მომავალში სრულად ინტეგრირდება ინდუსტრიაში.

ტრენდების მეორე დონე

გლობალური ტრენდი - ის, რაც გავლენას ახდენს დედამიწაზე, ხდება მთელ მსოფლიოში და ყოველწლიურად მკვეთრად არ იცვლება. თითოეულ ცალკეულ სფეროში, ასეთი ტრენდი იძენს საკუთარ ინტერპრეტაციას და განვითარებას და იშლება "წვრილ" ტრენდებად.

Მაგალითად:

ტრენდი "Environmental awareness" (ეკოლოგიური ცნობიერება): ვნახოთ...

როგორ ზეგავლენას ახდენს ეს სარესტორნო ინდუსტრიაზე?

პოლიტიკოსები, მთელს მსოფლიოში, განიხილავენ გარემოსდაცვით საკითხებს, რითაც აჩვენებენ გარემოს რეალურ მდგომარეობას. ბრენდები კი, თავის მხრივ, აქტიურად საუბრობენ ამ გლობალურ თემებზე, ხარჯავენ მილიარდებს, ყურადღებას ამახვილებენ ეკოლოგიურ პრობლემებზე და მათთან გამკლავების მეთოდებზე.

ბრენდები ავითარებენ ე.წ. „Zero Waste" ანუ ნარჩენების რაოდენობის შემცირების კონცეფციას.

ტრენდების მესამე დონე

ზოგადი ადამიანური ტრენდები - ის, რაც გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.

Მაგალითად:

სულ უფრო და უფრო მატულობს ონლაინ განათლება. მას არ გააჩნია ასაკობრივი ზღვარი. ადამიანი მზადაა გადაიხადოს ონლაინ განათლებაში, რადგან ის მოსახერხებელია და ბაზარზე უკვე ჩამოყალიბდა მისი ხარისხის სტანდარტები და ნორმები, ჩამოყალიბდა ნდობაც.

როგორ აისახება ის სარესტორნო ინდუსტრიაზე?

რესტორნის სტუმარი უფრო მცოდნე და მომთხოვნი გახდა, რადგან, მაგალითად, პიროვნებამ სომელიეს ონლაინ კურსი გაიარა და უკვე შეუძლებელია მისი მოტყუება! და ჩვენ არ ვიცით, ვინ არის მცოდნე და ვინ არა!

მეოთხე დონე

მოდური ტრენდები - ის, რაც მოდაშია გარკვეულ სფეროში. ეს ტრენდი განაპირობებს სარესტორნო ბიზნესის მოდურ ხაზს 2-3 წლის განმავლობაში.

Მაგალითად:

ჩაი - ალტერნატიული სასმელია. ყავის მოყვარულები სულ უფრო ხშირად ხდებიან ჩაის მოყვარულები. და ეს არ არის ახალი ტრენდი. ახალი ის არის, რომ ადამიანებმა შეცვალეს ჩაიზე წარმოდგენა, და ეს მოხდა მისი მრავალი სახეობის, გამოყენებისა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების გამო.

როგორ აისახება ეს სარესტორნო ინდუსტრიაზე?
ქალაქის ქუჩებში ფართოდ გავრცელდება ჩაის, ნიტრო ჩაის და თუნდაც ჩაის ხელნაკეთი კოქტეილების მრავალფეროვნება. თავად რესტორნებში კი გასაკვირი იქნება, თუ სტუმარს არ შესთავაზებენ სხვადასხვა სახის ჩაის ან და მცენარეულ ნაყენს.

მეხუთე დონე

ადგილობრივი ტრენდი, რომელიც ყალიბდება ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში.
მსოფლიო ტრენდები გვიან აღწევენ ჩვენამდე, იცვლებიან გზაში, შემდეგ კი ერგებიან ჩვენს რეალობას - ამის მიზეზებია როგორც ხელმისაწვდომი პროდუქტები, ასევე მოხმარების სპეციფიკაც. გარდა ამისა მათზე გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

Მაგალითად:

კვების ობიექტის ჰიბრიდული ფორმატი (მაღაზია + კაფე). 2016 - 2018 წლებში დაიწყო საცალო ვაჭრობისა და კვების ობიექტების ინტენსუირი შერწყმა, თუმცა ადრეც ცალკეულებიც არსებობდნენ. ახლა კი, ის უფრო გაფართოვდა და თითქმის ყველა დიდმა სუპერმარკეტმა კაფეს ფორმატები აამუშავა. ამის შედეგად, კაფეები დღეს ეჯიბრებიან არა მხოლოდ სხვა კაფეებს, არამედ სუპერმარკეტებსაც.

ზოგიერთი რეკომენდაცია: როგორ გამოვიყენოთ ტრენდები?

1. შეისწავლე რა არის პოპულარული სხვა ქვეყნებში და იფიქრე, რომელი ტრენდი შეიძლება მოვიდეს შენს ქალაქში და რომელი არა.
შეაფასე ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობა ქვეყანაში და რეგიონში.
შეამოწმე, როგორ იცვლება მოსახლეობის შემოსავლები, რა პროგნოზებია ამ თვალსაზრისით, რა ეთნიკური უმცირესობები არიან რეგიონში, შეისწავლე მოსახლეობის მიგრაციაც.
*ეს ყველაფერი დაგეხმარება უკეთ გაიგო, რა კატეგორიის კლიენტზე შეგიძლია გქონდეს იმედი.

2. შეისწავლე კვების ბაზარზე გასული წლის არსებული სიტუაცია. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე იმ სეგმენტს, რომლის განვითარებასაც აპირებ - ეს დაგეხმარება მიიღო გადაწყვეტილება ფორმატისა და კონცეფციის არჩევისას

3. შეაფასე ნედლეულის ხელმისაწვდომობა, გლობალური და რეგიონალური ფასები ამ პროდუქტებზე, საიდან ხდება მათი ექსპორტი (და როგორ მოდის ქვეყანაში), არის თუ არა მიმწოდებლები შენს რეგიონში. ასე, შენთვის უფრო ადვილი იქნება იმის გაგება, თუ რა ნედლეულთან უნდა იმუშაო და რომელი მომწოდებლები აირჩიო.

ამით დავასტულებთ და შემდეგი ჩვენი თემა იქნება ... შენი მომავალი კვების ობიექტის კონცეფცია.

Mzia Giguashvili

უკან
Write Close