სარესტორნო ბიზნესის და კულინარიის ტრენდები - 2019


წლის დასაწყისში ძალიან პოპულარულია პროგნოზების (და არა მხოლოდ ასტროლოგიურის) შედგენა იმის თაობაზე, თუ რა იქნება მოდური და მოთხოვნილი მომავალი წლის განმავლობაში და რა მიმართულებით მოხდება განმსაზღვრელი ტენდენციების განვითარდება. რა თქმა უნდა, ამ მხრივ კულინარიაც არ წარმოადგენს გამონაკლისს, ამიტომ ალბათ დროა ვიფიქროთ იმ ტენდენციებზე, რომლებიც გარკვეულწილად განაპირობენ კულინარულ ტრენდებს 2019 წელს.
როგორც ყოველთვის, პირველ რიგში, ალბათ უნდა ვითვალისწინებდეთ იმას, რომ რესტორნის ინტერიერი, ექსტერიერი, თუ სერვისი უნდა პასუხობდეს სტუმრის მოლოდინს, უპირველეს ყოვლისა კი დაკმაყოფილებდეს მისი კულინარიული მოთხოვნილება, რათა რეტორანში მან განიცადოს განუმეორებელი გასტრონომიული აღფრთოვანება.

 

ხოლო იმისათვის, რომ ვპასუხობდეთ ცვალებად მოთხოვნილებებსა და კულინარიულ ტრენდებს, რომლებიც მუდმივად განიცდიან ევოლუციურ განვითარებას, საჭიროა თვალყური ვადევნოთ არსებით ტენდენციებს და ახალ პირობებთან ვახდნდეთ ადაპტირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავკარგავთ მომხმარებელს და იმ პოზიცეას, რომელიც უკვე მოვიპოვეთ ამ საკმაოდ რთულ ბაზარზე.


თუ ვაპირებთ განვიხილოთ მსოფლიოში გამოკვეთილი ტენდენციები, ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ იმ შემოქმედი შეფ - მზარეულების ხედვა, რომელთა ხელში იბადება კულინარული შედევრები. მაგალითად, The World's 50 Best Restaurants მიერ 2018 წელს მსოფლიოში საუკეთესო რესტორნად აღიარებული Osteria Francescana-ს (იტალია) შეფ-მზარეულის - მასსიმო ბოტტურას, ან James Byrd-ის ჯილდოების, თუ Michelin ვარსკვლავების მქონე შეფების, რომლებიც აცხადებენ: მიმდინარე წელს განვეწყოთ მცენერეულისგან მომზადებული კერძების სიმრავლესა და ინგრედიენტების სწრაფ მომზადებაზე.


მსგავსი პროგნოზი ასევე გააკეთეს მსოფლიოს ცნობილმა წყაროებმა, როგორიცაა Forbs, BBC, Fox, Business Insider, Fortune, Readers' digest, ფრანგულმა გიდმა La Liste და, რა თქმა უნდა, კულინარიული ტენდენციების ავტორიტეტულმა ანალიტიკოსებმა. აღმოჩნდა, რომ ტენდენციები მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები და ახდენენ მომხმარებლის ახალი სახის ფორმირებას.


ყველაზე პოპულარული ტრენდების სია გამოიყურება შემდეგი სახით:
ვეგეტარიანულობა - კვლავ რჩება მოთხოვნილი. ხილისა და ბოსტნეულის თემამ გააფართოვა თავისი ნიშა.
"ცუდი ცნობა და ამბავია, - ირონიულად წერს ანალიტიკური ბიზნეს პლატფორმა CB Insight ბოლოს მოწოდებულ გზავნილებში - ძალიან ბევრია ვეგანები, ვეგანები - იმარჯვებენ."

მართლაც, მცენარეული ცილები და ხორცის შემცვლელები მსოფლიოში იძენენ სულ უფრო დიდ პოპულარულობას და, შესაბამისად, იზიდავენ ინვესტიციების. ცილებით მდიდარი ბურღულეული, წყალმცენარეები, სუპერფუდები, რძის შემცვლელები და სხვა ინოვაციური საკვები პროდუქტები 2019 წელს შეიძენენ განსაკუთრებულ მოთხოვნილებას. მოთხოვნილება ნუშის რძეზე უკვე აჭარბებს სოიოს რძეს და რესტორნის მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ალტერნატიული რძის პროდუქტებისგან დამზადებული ყველი.

ყურადღებას იმსახურებენ ზოგიერთი შემოქმედებითი კერძებიც, როგორიცაა ყვავილოვანი კომბოსტოს პიცა, ცუკინისა ან ბრინჯისგან დამზადებული სპაგეტი, თხილისგან - ჩიპსები და ბანანისგან ან ავოკადოსგან მომზადებული ნაყინი. ეს პროდუქტები წარმოადგენენ "არაჯანსაღი" კომპონენტის ბოჭკოვანი და ცილით მდიდარი, ან ნაკლებად კალორიული ინგრედიენტით შეიცვლის მაგალითს.


ვეგანობის ტენდენცია სულ უფრო იმკვიდრებს ნიშას სწრაფი კვების ქსელებშიც, ისეთებში როგორიცაა McDonald's და A & W, რომელიც უკვე გთავაზობენ Vegan burger- ს. Pizza Hut -იც ასევე მიჰყვა ამ მაგალითებს. ნაყინის გიგანტებმა Ben & Jerry's и Häagen-Dazs დააემატეს თავის მენიუში ახალი, რძისგან თავისუფალი და ქარხანულად გაყინული დესერტების ვარიანტები.
წებოვანას, რაფინირებული შაქრისა და რძის პროდუქტების წინააღმდეგ ბრძოლა - კვლავ რჩება ტრენდში. ამ ტენდენციებს აგრეთვე ემატებიან - მოძრაობა "სუფთა საკვებისათვის" და "ეკოლოგიური მდგრადობა".


სუფთა კვება ,ანუ "სუფთა საკვები" - წარმოადგენს სარესტორნო ბიზნესის ყველაზე მოსალოდნელ ტრედს, მას მხარს უჭერენ ცნობილი ევროპელი შეფ-მზარეულები, რომლებიც კერძების მომზადებისას სწორი ტექნოლოგიის მკაცრი დაცვის მომხრეები არიან. როგორც იყო მოსალოდნელი - შემწვარ ინგრედიენტებს ყველენი არასასურველად მიიჩნევენ. კერძი უნდა მზადდებოდეს ჯანსაღი მეთოდების გამოყენებით.
პროდუქტების ნაწილის უმად მირთმევა კვლავ აქტუალური და მოდურია.


ექსპერტები აქცენტს აკეთებენ უმად ჭამისა და ნედლი პროდუქტების საკვებ ღირებულებაზე.საყოველთაოდაა ცნობილი, რომ დამატებითი თბური დამუშავების გარეშე ბოსტნეული და ხილი ინარჩუნებენ მეტ საკვებ ნივთიერებებს (პროტეინები, ვიტამინები, მინერალები და სხვ.) ნედლ კულინარულ ტრენდს პოპულარიზაციას ყოველთვის უწევდნენ ჰოლივუდის ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა დემი მური, გვინეტ პელტროუ და სხვები.
კვებაში ასევე ისახება შეგნებული წესით ცხოვრების მოდაც.


მომხმარებლებს სურთ მიიღონ ინფორმაცია კერძის ინგრედიენტების, მათი წარმომავლობის შესახებ, როგორ ხდება კომპონენტი პროდუქტების წარმოება, მათი ეთიკური და ეკოლოგიური შემადგენელი კომპონენტები. ისინი სულ უფრო მეტად ინტერესდებიან იმით თუ როგორ იმოქმედებს საკვები მათ ჯანმრთელობაზე, პირად ეფექტურობასა და დღეგრძელობაზე. სამომხმარებლო სურვილი იცოდეს რას ჭამს (სად, ვინ, როდის და როგორ მოიყვანა, გადაამუშავა, აწარმოვა და მოახდინა რეალიზაცია) - კიდევ ერთი ტრენდია, რომელიც კიდევ უფრო აქტუალური გახდება 2019 წელს.


"ფერმიდან - სუფრაზე" - ტრენდი და მრავალი რესტორნის კონცეფციაა, რომელიც ითვალისწინებს, რომ კვების ობიექტი ხილსა და ბოსტნეულს ღებულობს უშუალოდ პირდაპირ მწარმოებლისგან. კონცეფცია "ყასაბისგან - სუფრაზე" წარმოადგენს ერთ-ერთ ინტერპრეტაციას და აჰყავს ეს ტრენდი განსხვავებულ დონეზე.


ფერმერული პროდუქტებისა და სასმელების სპექტრი, რომელიც რეკლამირებულია როგორც ახალი, ოჯახური და ხელნაკეთი, იქცა აღიარებულ სტანდარტად: წვენებიდან - პურამდე, ანუ ყველა პროდუქტს, დამზადებულს ბუნებრივი ინგრედიენტებიდან და ტრადიციული მეთოდით რესტორნები ყიდულობენ უშუალოდ ადგილობრივ მწარმოებლისგან.


საჭმელი უნდა იყოს ხასხასა და ლამაზი.
ფერადოვნება და ნაირნაირობა, არომატულობა და კერძის სერვირება იქცნენ საჭმლის განუყოფელ ნაწილად. ფერის შეგრძნებისა და ტაქტილური შთაბეჭდილებები შეიქმნება მცენარეებისა და სანელებლების გამოყენებით. კულინარიის ექსპერტთა აზრით, საკვები უნდა აკმაყოფილებდეს აღქმის, გრძნობის ყველა ორგანოს. აქედან გამომდინარე, ლამაზი სერვირება, დაბალანსებული კომპოზიცია და მიწოდების ორიგინალური იდეა - კიდევ ერთი კულინარიული ტრენდია.

უკვე წინა წლებში, კულინარული მოდის ტენდენციები ხებოდნენ არა მხოლოდ ინგრედიენტებს, არამედ კერძების ფერსაც! და თუ გასულ წელს დესერტებში ტრენდად მიიჩნევოდა ყვავილების მოტივები, დანარჩენი საკვები იძენდა შავ ფერს. ეს ტენდენცია ნაკლები სიმძაფრით ალბათ გაგრძელდება მიმდინარე წელსაც, შესაძლოა აქტიურად იყოს გამოყენებული, მაგალითად, შავი ბრინჯი ან შავი ფერის ცომისგან მომზადებული კულინარული პროდუქცია.
კერძის მომზადება ემსგავსება შოუს.


ეს ნიშნავ იმას, რომ მოთხოვნილი იქნება არა მხოლოდ საჭმელის გემო და სურნელი. მომხმარებელები უკვე საკმაო ხანია გამოთქვამენ სურვილს გახდნენ გარკვეული კერძების მომზადების მონაწილენი, ამიტომაც ზოგიერთ რესტორანში სტუმრებს უკვე უქმნიან არა მარტო კერძის მომზადების ნახავის, არამედ მზარეულთან ერთად მონაწილეობის შესაძლებლობას. წელიწადის ტრენდებში არ გამოირიცხება სხვადასხვა სტილისა და ეროვნული სამზარეულოების შერევის, შერწყმის, ან ფიუჟენის სტილი.


მოდური ხდება საჭმელზე სასმელი წყლის დაყოლება.
ჯანსაღი ცხოვრების წესის გათვალისწინებით მომხმარებელთა ნაწილი უარს იტყვის ტკბილ გაზიან სასმელებზე. ჭამის დროს მიღებულ სასმელად იქცევა ჩვეულებრივი სასმელი წყალი.
ამ მიმოხილვის შედეგი შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად - 2019 წელს იქნება უფრო მეტი გემრიელი, საინტერესო, სასარგებლო, ვეგეტარიანული კერძები, ხოლო სარესტორნო ბიზნესში - ინოვაციური მიდგომები.

უკან
Write Close