სასწავლო კურსი - მცხობელი

550 ლარი
ყიდვა

პურისა და ფუნთუშეულის წარმოება და ტექნოლოგია

ვინ ამზადებს ამ შესანიშნავ ნაწარმს?
უძველესი დროიდან მთავარი ფიგურა საცხობში ყოველთვის იყო და ამჟამადაც რჩება - მცხობელი. სწორედ ის, ტექნოლოგიის, რეცეპტურის და სავალდებულო სტანდარტების შესაბამისად აწარმოებს პურს, ფუნთუშებს, სხვა ნაწარმს.
რა პიროვნული თვისებები გააჩნია პროფესიონალ მცხობელს?
პირველ რიგში - ფიზიკური გამძლეობა, მოხერხულობა, მოძრაობების განვითარებული მოტორიკა, ყნოსვა, ხელშესახებობა და გემოს აღქმა, მეხსიერება, აკურატულობა და სისუფთავის დაცვა, კონცენტრაციის უნარი, მდგრადობა სტრესულ სიტუაციებში.
პროფესიული მოთხოვნები.
მცხობელმა უნდა იცოდეს:
• ძირითადი და დამხმარე ნედლეულის თვისებები და მახასიათებლები, ცომის მომზადების რეცეპტურა და მეთოდები, საწარმოო ტექნოლოგიური აღჭურვილობის, მოწყობილობებისა და ხელსაწყოების გამოყენების პრინციპები და ექსპლუატაციის წესები, ცომის სწორად მოზელა, გამოცხობის პროცესში ტემპერატურისა და დროის გაკონტროლება.
უნდა შეეძლოს:
• ცომის მოზელვა, გაბრტყელება, პურის, ფუნთუშეულისა და სხვა ნაწარმის ფორმირება.
• რეცეპტურით დადგენილი ტემპერატურისა და ხანგრძლივობის შესაბამისად ღუმელში, თუ ჰაერღუმელში ნაწარმის გამოცხობა.

Left
Right

პროფესიულ საქმიანობაში მცხობელი ვალდებულია:
• დაიცვას პურის, ფუნუშეულის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის წესები HACCP-ის მოთხოვნების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმენის გათვალისწინებით. ორგანოლეპტიკური მეთოდების გამოყენებით შეაფასოს მზა პროდუქციის ხარისხი;
• წარმოების პროცესში იყენებდეს რეცეპტურების კრებულებსა და ტექნოლოგიურ რუკებს. პროფესიული კომპეტენციების გასაუმჯობესებლად მუდმივად იძენდეს ახალ ცოდნას;
• რაციონალურად გეგმავდეს საწარმოო პროცესისა და სამუშაო ადგილზე მუშაობის ორგანიზებას;
• ახორციელებდეს ზომებს სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და სანიტარული პირობების, აგრეთვე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დასაცავად.

სასწავლო კურსი მსმენელებს მიაწვდის:
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად - თეორიულ ნაწილში მაღალი ხარისხის ონლაინ სწავლებას და პრაქტიკულ მომზადებას უშუალოდ საწარმოო ტექნოლოგიური პროცესის პირობებში.

 

550 ლარი
ყიდვა
Write Close