რაში გამოიხატება ინ-იანის ფილოსოფიის სიბრძნე ჩინურ კულინარიაში?


ჩინელების ცხოვრებისეულ კონცეფციაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ღირებულ საფუძველს წარმოადგენენ ფილოსოფიურ-ფუძემდებლური ინისა და იანის პრინციპები.


მათ მიაჩნიათ, რომ ინი ასახავს ნაზ, რბილ, მუქ და ბუნებით ქალურ, ხოლო იანი - ძლიერ, მტკიცე, ნათელ და მამაკაცურ საწყისებს, რომლებიც წარმოადგენენ მუდმივ დაპირისპირებაში მყოფ ორ დიამეტრალურად საწინააღმდეგო პოზიციებს და ყველაფერში ჰარმონიის მისაღწევად ამგვარ წინააღმდეგობაში არსებული ძალები უნდა ავსებდნენ ერთმანეთს... („ყვითელი იმპერატორის ტრაქტატიდან").


ამიტომ, ჩინელ კულინარებს შორის საყოველთაოდ მიღებულია, რომ კერძების რეცეპტურის შედგენაც კი უნდა ხდებოდეს ინ-იანის პრინციპების ფილოსოფიური დახვეწილობისა და გაწონასწორებულობის შესაბამისად და, რომ კვებაში ბალანსის შენარჩუნება ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის მყარ გარანტიას, ხოლო ბალანსის დაუცველობის შემთხვევაში ადამიანი შეიძლება დაავადდეს კიდევაც.


ამასთან დაკავშირებით უპრიანია განვიხილოთ ინისა და იანის ფილოსოფიური აღქმის რიგი ასპექტი კულიმარიასთან მიმართებაში,
პირველი ასპექტია - ფერი.


ინის ენერგიას ხასითებს: ლურჯი, ცისფერი, მწვანე, მოოქროსფრო და იის, ხოლო იანის ენერგიას - ლიმონის, წითელი, ჟოლოსა და ნარინჯისფერი.
კულინარები დარწმუნებულნი არიან, რომ კერძის მომზადების პროცესში აუცილებლად უნდა იყოს დაცული ინისა და იანის პრინციპების ბალანსი და, რომ არც ერთი მათგანი არ უნდა სჭარბობდეს. კერძისთვის პროდუქტების შერჩევისას ხელმძღვანელობენ სწორედ ამ წესით, ამავდოულად სანელებლებისა და დამატებითი ინგრედიენტების მეშვეობით იცავენ საჭირო ბალანსს.


მეორე ასპექტია - გემო. მჟავე, ტკბილი, სუნელ-სანელებლიანი გემო ატარებს ინის, ხოლო მლაშე (მარილიანი) და მწარე გემო - იანის ენერგიას.
მესამე ასპექტს წარმოადგენენ - პროდუქტების დამუშავებისა და კერძის მომზადების მეთოდები.


იმის გათვალისწინებით, რომ სითხეს, წყალს მოაქვს ინის ენერგია, ორთქლზე, ხარშვითა და მოშუშვით მომზადება მიეკუთვნება ინს. ამ მეთოდების გამოყენების შედეგად პროდუქტი ხდება უფრო რბილი, ზოგიერთი სისქეშიც მატულობს.


ხოლო იანის ენერგიას ატარებენ ცეცხლი და მარილი, ამიტომ, მაგალითად, შეწვის მეთოდი აჯერებს საკვებს იანის ენერგიით. თერმული დამუშავება აორთქლებს წყალს, ე.ი. ამცირებს მის მოცულობას და ამის შედეგად საკვები ხდება უფრო ხაშეში, მყარი და მშრალი.


ჩინელების გაგებით, მთელი სამყარო ემორჩილება ორი საპირისპირო ძალების გაწონასწორების კანონებს, ამიტომ საპირისპიროების ერთმანეთთან შერწყმისას ინისა და იანის ფილოსოფიური მიდგომის საფუძველია ზუსტად ბალანსისა და ჰარმონიის შექმნა და ეს პრინციპი ამომწურავად ხსნის ჩინური კულინარიის ტრადიციების თავისებურებას.


ჩინური კვების კულტურის მიხედვით, წინააღმდეგობებმა ყველაფერში უნდა მიგვიყვანონ ჰარმონიამდე. შესაბამისად, ეს მიდგომა ეხება დამატებით ინგრედიენტებს, გემოს, ფერს და მომზადების მეთოდებსაც.


ჩინელებს მიაჩნია, რომ სიტკბო ნიშანდობლივია ინის ისეთი პროდუქტებისათვის, როგორიცაა - ხილი, ბოსტნეული, ტოფუ, კრაბის ხორცი, კრევეტები, ბრინჯი, ზღვის მცენარეები, თხილი და ა.შ., ხოლო მარილიანობა და სიმცხარე იანის ენერგიის ისეთი პროდუქტებისათვის, როგორიცაა - თევზი, ხორცი, ფრინველი, ამიტომ მათ აწონასწორებენ ზეთის, ძმრის, დამატკბობლების და წყლის გამოყენებით. ან აი, კიდევ ერთი დაბალანსებული მიდგომის მაგალითი, მაგრამ უკვე თბური დამუშავების შედეგებისადმი, ორთქლზე მოხარშული თეთრი ბრინჯი (ინი) - იდეალურად შეიძლება იყოს შერწყმული შემწვარ ცხარე საქონლის ხორცთან (იანი).
ამგვარი მიდგომები არ წარმოადგენენ სიახლეს, მათ უძველესი ფესვები აქვთ. ჯერ კიდევ XIY საუკუნეში ჩინელმა ფილოსოფოსმა ჩაი მინგმა მრავალი წელი მიუძღვნა მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შესწავლას.მან მოახდინა პროდუქტების სისტემატიზაცია და დაჯგუფება ენერგეტიკული შევსებულობის პრინციპით, ზოგი მიაკუთვნა "თბილებს" (ინი), ხოლო სხვები - "ცივებს" (იანი).


ამჟამადაც ჩინეთში არსებობს მრავალი განსხვავებული ვერსია ინისა და იანის პროდუქტებთან დაკავშირებით და თითოეული მათგანი ემყარება მრავალ ფაქტორს. მაგალითად, უმი ხორცი ინია - მისი სუფთა სახით, მაგრამ იგივე ხორცი, მაგრამ უკვე შემწვარი - უკვე იანია.


მოდით ჩვენც განვიხილოთ რას გააჩნია კვების რაციონიდან ინის და რას იანის ენერგია და აქედან გამომდინარე როგორ მოვახდინოთ პროდუქტების შერწყმა, დაბალანსება და რა სახით მივიღოთ საკვები, რათა შენარჩუნებულ იქნას ენერგიების ბალანსი.


ინის შესაბამისად ცივი საკვები აგრილებს სხეულს, ხდის მას უფრო მოდუნებულსა და რბილს. ასეთმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, მადის დაკარგვა და ენერგიულობის დაქვეითება, ინის საკვების ხანგრძლივი მოხმარება კი გახდეს დილით მძიმე გაღვიძების მიზეზი, წარმოქმნას დეპრესიული განწყობა.


ინის ენერგია მიჩნეულია ქალურ საწყისად, სიმშვიდის, დუმილის წყაროდ, მაგრამ ის ცივი და პასიურია. საპირისპიროდ, იანის ენერგია კი წარმოშობს ხანგებს, სითბოს და სინათლეს. მამრობითი იანი არის დინამიური და მსუბუქი ენერგია, რომელიც შიგნიდან მიისწრაფვის გარეთ არსებულ გარემოში. თუმცა, ეს ორივე ენერგია არ არსებობს განცალკევებით, არამედ ყოველთვის წარმოიქმნება ერთიანად და ერთდროულად. გარდა ამისა როცა ინის ენერგია აღწევს თავის მაქსიმუმს, ის გადადის იან-ენერგიაში, რადგან ძველი ჩინური ფილოსოფიის თანახმად, ბუნებაში ყველაფერი ჰარმონიულია.


ინის პროდუქტებია: სოკო, ცხიმები, კარტოფილი, ყავა, ქათმის ხორცი, მარგარინი, კარაქი (მცენერეული და ნაღების), თაფლი, რძე, სტაფილო, კიტრი, თხილი, პომიდორი, ხორბალი, ტკბილი ხილი, ტკბილეული, არაჟანი.


თითქმის ყველა მცენარეული პროდუქტი ფლობს ინის ენერგიას. ამ სახის საკვები დაბალკალორიულია. ამავდროულად,რაც უფრო მეტ კალორიას შეიცავს პროდუქტი,მით უფრო გამოიხატება მასში იანის ენერგია.


იანის პროდუქტების რიცვს მიეკუთვნებიან: ცხოველური საკვების უმეტესობა, ასევე პარკოსნები, წიწიბურა, კომბოსტო, მჟავე ხილი, ხახვი, ხორცი, კვერცხი, ოხრახუში, ბრინჯი, ჭვავი, თევზი, სალათი, მარილი, ცეხვილი პური, ჩაი, ნიორი. ინის პროდუქტებთან შედარებით იანის პროდუქტების შენახვა უფრო მეტხანსაა შესაძლებელი.


როგორც წესი, იანი - ეს არის თბილი საკვები, რომელიც ათბობს სხეულს და ამყარებს მას.
რაციონში იანის პროდუქტების სიჭარბე ხდება გაღიზიანების, დაძაბულობის, სიფიცხის წარმოქმნის მიზეზი, ე.ი. ყველაფერის, რაც შეიძლება გარდაიქმნას თუნდაც უკონტროლო აგრესიაში. ამ სახის საკვებს შეუძლია გააუმჯობესოს ტვინის ფუნქციონირება, მაგრამ ამავდროულად ის ზრდის მოძრაობის, გადაადგილების დინამიურობას და აჩქარებს მეტყველებას. მათი მოხმარების შედეგად ორგანიზმს ძილისთვის ნაკლები დრო სჭირდება.


ჩინური კულინარიის ექსპერტების აზრით, კვების რაციონში ჰარმონიის მისაღწევად, უნდა მივისწრაფოდეთ სხვადასხვა ენერგიის მქონე პროდუქტების თანაბარი კომბინაციისაკენ და ვირჩდეთ ისეთებს, რომლებიც დააბალანსებენ ერთმანეთს, რადგან ერთი და იგივე ენერგიის მქონე საკვების მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს გადახრები ორგანიზმის ფუნქციებში.


ამასთან, ინის საკვები ხშირ შემთხვევაში ბადებს კვებით დამოკიდებულობას, ჭამისადმი უზომო მიდრეკილებას, გაუმაძღრობას, რაც განაპირობებს არასასურველი ჭარბი წონის წარმოქმნას. გარდა ამისა, ჩინელი კულინარების რეკომენდაციით, უმჯობესია კვება ავაწყოთ სეზონურობის მიხედვით, ანუ ზაფხულის კვებით რაციონში უფრო მეტად შევიტანოთ ინის ენერგიის მქონე პროდუქტები, ზამთარში კი უმჯობესია, რომ ჭარბობდნენ იანის პროდუქტები.


მოდით გავითვალისწინოთ მათი რჩევები. 

მზია გიგუაშვილი - პროფესიული სკოლა "ინტერსერვისი"- ხელმძღვანელი

 

უკან
Write Close