საკმაოდ დიდი ხანია ცნობილია, რომ სიტყვებს ჯადოსნური გავლენა შეუძლიათ მოახდინოს ადამიანზე და მის ქცევაზე. ამის გათვალისწინებით ზეპირ თუ წერილობით მიმართვაში ზუსტად უნდა შევარჩიოთ სიტყვები და გვახსოვდეს, რომ განსაკუთრებული, ჯადოსნური" სიტყვების გამოყენება დადებით ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენს სტუმარზე ან პოტენციურ მომხმარებელზე.
ეგრეთ წოდებულ მაგიურ სიტყვებს განსაკუთრებული შინაარსობრივი და ემოციური გავლენის ძალა გააჩნია რესტორნის ვიზიტორთა ქვეცნობიერებაზე. ამ ძალის მქონე სიტყვების რიცხვს შეიძლება მივაკუთვნოთ, მაგალითად:
გემრიელი,
ახალთ-ახალი,
მადის მომგვრელი და უგემრიელესი,
ავთენტური
ნატურალური,
ბუნებრივი,
ნაზი/ უნაზესი (ქათმის ფილე, ხორცი),
ექსტრა,
სუპერ და ა.შ.
წელიწადის ცხელ პერიოდში მოთხოვნილების და გაყიდვების სტიმულირების თვალსაზრისით ყველაზე ეფექტური შეიძლება გახდეს:
- გამაგრილებელი (კოქტეილი)
- ცოცხალი, წვენით აღსავსე (ხილი, ხორცი)
- მსუბუქი (საუზმეული, სალათი, დესერტი)
უკუგების მაღალი ეფექტი გააჩნია ზოგიერთ ზმნებს, რომელიც აგულიანებს, უბიძგებს მომხმარებელს ქცევისკენ და იწვევს მის პრაქტიკულ მოქმედებას:
- გასინჯეთ/იგემეთ (გაუსინჯეთ გამო და ა.შ.)
- დატკბით (არომატით, პიკანტურობით და ა.შ.)
- ისიამოვნეთ (განსაკუთრებული კერძებით და ა.შ.)
- აღმოაჩინეთ (კერძის საიდუმლოება, განუმეორებელი გემო და ა.შ.)
- შეუკვეთეთ პერსონალურად (ექსკლუზიური, თქვენს თვალს წინ მომზადებული და ა.შ.)
როგორც წესი, „მაგიური სიტყვების" გამოყენება ოპტიმალურია რესტორნის სარეკლამო და მარკეტინგულ მასალებში, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა.
უფრო ზუსტად - სად არის უკეთესი ამ სახის სიტყვების გამოყენება?
· რესტორნის ვებ საიტის ტექსტში,
· სარეკლამო მასალებში (ბეჭდურ მედიაში, გარე რეკლამაში, ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, სატელევიზიო და რადიო რეკლამაში)
· რესტორნის სტუმრების მომსახურების პროცესში,
· რესტორნის მენიუში,
· და ა.შ.
სიტყვები - "გემო, გემრიელი, იაფი" უმჯობესია გამოვიყენოთ გარე რეკლამაში.
ჩამოთვლილი სახის სიტყვები ხაზს უსვამენ მთავარ და მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობებს და სექტორალურ ბაზარზე რესტორანს მიმზიდველ იმიჯს ქმნიან. რესტორნის სარეკლამო მასალებში ისინი რეალურ საშუალებას იძლევიან კავშირის დასამყარებლად კვების ობიექტსა და სტუმრებს შორის, მათ შეუძლია დაარწმუნონ პოტენციური მომხმარებელი, რომ სწორედ ამ რესტორანშია უმჯობესი მისვლა, ხოლო მათ, ვინც უკვე შემოაბიჯა რესტორანში - შეუკვეთოს მეტი, სხვადასხვა კერძი და სასმელი.