სარესტორნო ინდუსტრიის 2023 წლის ძირითადი  ტრენდები და პერსპექტივები.

რესტრატორებისთვის -  ახალი შესაძლებლობების დრო!

2022 წლის შეჯამების შედეგად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სარესტორნო ბიზნესი საქართველოში არ განიცდის კრიზისს, არამედ, პირიქით, ვითარდება ახალი მიმართულებებით, იზრდება როგორც ბიზნესი და შედარებით მძიმე ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და სოციალური რეალობების მიუხედავად ქმნის ახალ პირობებსაც კი. მაგრამ მიგრაციის ახალი ტალღისა და მოსახლეობის შემოდინების ფონზე კვების ინდუსტრია დადგა ახალი ტენდენციების წინაშეც, რაც გარკვეულ წილად განაპირობა ახალი მომხმარებლის გამოჩენამაც.


შეიძლება ითქვას, რომ სწორედ საზოგადოებრივი კვების სფერომ და პირველ რიგში სარესტორნო ბიზნესმა განიცადეს ყველა დასახელებული ფაქტორის გავლენა. ამავდროულად, ამ დარგის ყველაზე აქტიურმა მოთამაშეებმა მოახერხეს ხარისხობრივი ზრდა და სწრაფად ცვალებად სიტუაციასთან ადაპტაცია.


შემოთავაზებულ პუბლიკაციაში ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ სამ ახალ ტრენდს, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ახლო მომავალში.


ტრენდი #1. დისტანციური მუშაობა და რესტორანი.


თუ დღეისათვის ადამიანს შეუძლია შეასრულოს სამუშაო ნაბისმიერ ადგილიდან და ნებისმიერ დროს, მაშინ იცვლება მისი ცხოვრების რეჟიმი და რიტმიც. მისი განრიგიდან გამომდინარე, შესაძლოა იცვლებოდეს საკვების მიღების ფორმაც და წესიც.


ეს ნამდვილად ყურადსაღებია, რადგან ჩვენი წონა და ორგანიზმის საჭიროებები დამოკიდებულია კვებაზე. ამავე დროს, საჭმელი უნდა იყოს არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლო და ჯანსაღიც. ის ხომ წარმოადგენს არა მხოლოდ საკვებს, არამედ ენერგიის მთავარ წყაროსაც. გარდა ამისა მოხმარებული საკვების ხარისხი უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია. არაჯანსაღი საკვები, როგორიცაა, მაგალითად, ჩიფსები, ფასტფუდის, ნახევარფაბრიკატებისა და გაზიანი სასმელების ნაწილი არა მხოლოდ ტვირთავს ორგანიზმს, არამედ შესაძლოა იწვევდეს მის ნაადრევ ცვეთაც კი.


დაკვირვება გვიჩვენებს, რომ გვიანი საუზმეულის შემომთავაზებელი - „ბრანჩ კაფეს" ძიება ამჟამად გაიზარდა. ხოლო 50%-ით გაიზარდა მოთხოვნათა კატეგორიაზე - „ღიაა ახლა". აშკარაა, რომ ხალხმა უფრო სპონტანურად დაიწყო რესტორნის მონახულების გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, დროა კვების ობიექტებმა იფიქრონ მენიუში საუზმის მუდმივ განყოფილებად დატოვებაზე და არ შეზღუდონ მისი მიწოდება დროში.


ვირტუალური რესტორნები, ასევე ცნობილები როგორც dark kitchen, აგრეთვე მხოლოდ მიწოდებაზე გათვლილი ციფრული სამზარეულოები და კაფეები - უმეტესწილად მომხმარებლები აგრძელებენ მსგავსი კონცეფციის მქონე კვების ობიექტების მხარდაჭერას და ნდობას უცხადებენ საჭმლის სახლში მიტანას.
ამიტომაც, პოსპანდემიურ პერიოდში, განსაკუთრებულ რგოლს წარმოსდგენს კვების მწარმოებლებისა და რითეილერების კოლაბორაცია.


სულ უფრო მეტი რესტორანი იწყებს საკუთარი აპლიკაციების შექმნას მობილური მოწყობილობებისთვის. რაც უფრო მოქნილს ხდის სარესტორნო ბიზნესს, რადგან რესტორნის მფლობელებს შეუძლიათ მართონ თავიანთი ბიზნესი აპლიკაციის საშუალებით, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომია და მომხმარებელს შეუძლია მარტივად შეუკვეთოს საჭმელი, გადაიხადოს და თვალყური ადევნოს შეკვეთას. გარდა ამისა, მათ აქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ რესტორანს, თუ რამე არ მოეწონათ.


ტრენდი #2. Pet-friendly  რესტორნები


პანდემიის დროს ოჯახებში საკმაოდ გაიზარდა შინაური ცხოველების რიცხვი და, როგორც შედეგი, უფრო მეტ მათ მფლობელს სურს ეწვიოს რესტორნებს თავის ბეწვიან მეგობართან ერთად.


ეს გასაკვირი არც არის, რადგან ამ გზით თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ გაატაროთ კარგი დრო, არამედ ოდნავ მაინც გაახალისოთ თქვენი და მისი ცხოვრება.
ბევრი დაწესებულება ნამდვილად მზადაა სტუმრების მისაღებად მათ ცხოველებთან ერთად. ასეთი რესტორნები გამოირჩევიან კერძების ასორტიმენტისადმი მიდგომით, ასევე მაღალი სერვისით. ამავდროულად, კერძების ღირებულება და სერვისი ოდნავ მაღალიც შეილება, რომ იყოს. ამიტომ მომხმარებელს ვურჩევთ წინასწარ გაარკვიონ, როგორ აირჩიონ რესტორანი ოთხფეხა მეგობრებთან ერთად.


ამისათვის ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ ფაქტორებს:


• შინაური ცხოველებისთვის სპეციალური ადგილების არსებობა;
• მენიუში კერძების არსებობა, რომელთა ჭამა შეუძლიათ შინაურ ცხოველებს;
• ცხოველების საკვების თან მოტანის შესაძლებლობა;
• კერძების ღირებულება;
• ტუალეტების ხელმისაწვდომობა შინაური ცხოველებისთვის.


საძიებო სისტემაში ცხოველებზე მორგებული რესტორნების ძიება გაიზარდა 114%-ით. გარდა ამისა, ვიზიტორებმა დაიწყეს გარე კაფეების ძებნაც, რათა მათ პატარა მეგობრებთან ერთად ისადილონ გარეთ. ეს მოთხოვნები 50%-ით გაიზარდა.


თუ დაინახეთ ამ მიდგომაში პერსპექტივა, მოახდინეთ თქვენი დაწესებულების ადაპტირება ამგვარ მომხმარებლებისთვის და მათ შინაურ ცხოველებისთვის (სასმელი მოწყობილობები, თვით საკვები, სათამაშო ზონა, მეგობრული მიღება და დამოკიდებულება) - ამით თქვენ მოიზიდავთ ახალ აუდიტორიას.
.


ტრენდი #3. ჩემი Საყვარელი ადგილი.


ოფლაინ რესტორნებმა უნდა გააუმჯობესონ და გამოიჩინონ უნიკალური სტუმართმოყვარეობა. ამისათვის უნდა შექმნან განსაკუთრებული ატმოსფერო თითოეული სტუმრისთვის და არ ეცადონ თავი მოაწონონ ყველას ერთან და ერთი საზომით. უდაოდ, ხომ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც უბრალოდ არ სჭირდებათ გადამეტებული ყურადღება.


ანუ საჭიროა რესტორნის - როგორც ვიზიტორებისთვის გამორჩეულად საყვარელი ადგილის შექნმა, სადაც ისინი წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობითა და სიყვარულით მოდიან. და თუ ამას მიაღწევთ თქვენს რესტორანში ისინი კვლავ დაგიბრუნდებიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ გემრიელად მიირთვან საყვარელ კერძებს, არამედ იმიტომ, რომ უბრუნდებიან იმ ადგილს, სადაც შეუძლიათ დაისვენონ სულიერად, მიიღონ ესთეტიკური სიამოვნება, როგორც ლამაზი გარემოთი, ასევე მასზე მორგებული მომსახურებითა და სამზარეულოთი - სადაც ყოველთვის არის კომფორტის, სიმშვიდის და კეთილგანწყობის ატმოსფერო.


არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ დროს თანამედროვე ტექნოლოგია შეიძლება გამოგვადგეს რესტორანში. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ შორიდან ნახოთ, როგორ გამოიყურება კონკრეტული სტუმარი, არამედ დაამყაროთ მასთან ვირტუალური კომუნიკაციაც.

მზია გიგუაშვილი 

უკან
Write Close