ზარები საქართველოში: +995 577 722 709; + 995 571 333 881 / საერთაშორისო ზარები Viber, WhatsApp: + 995 571 333 881
ხშირად დასმული კითხვები:
კითხვა: რას ნიშნავს კურსზე სწავლების შერეული ფორმა, სად და როგორ ვისწავლი?
პასუხი: შერეული ფორმა - ანუ სწავლების ონლაინ და ოფლაინ ფორმატი ნიშნავს, რომ კურსის თეორიულ სავალდებულო ნაწილს გაივლით პროფესიული სკოლა "ინტერსერვისი" - ს ელექტრონული პლატფორმის
www.e-chef.ge მეშვეობით ონლაინ ფორმატი, ხოლო პრაქტიკულს - ოფლაინ (ანუ დასწრებულ) რეჟიმში თქვენთვის შემოთავაზებულ კვების ობიექტში.
კითხვა: რამდენი ხანი გრძელდება სწავლება?
პასუხი: სწავლის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება თქვენს მიერ არჩეულ კურსზე და საშინაო დავალებების შესრულებაზე.
კითხვა: რომელ საათზე ტარდება სწავლება და რა მოხდება, თუ ვერ მოვასწრებ ამ დროს დასწრებას?
პასუხი: სწავლება მიმდინარეობს თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს, თქვენს პირად კაბინეტში, აუდიო და ვიდეო გაკვეთილების შესწავლის მეშვეობითა და ტესტური დავალებების შესრულებით, ანუ მიდგომა მსმენელისადმი - ინდივიდუალურია, ტარდება მისთვის ხელსყრელ დროს.
კითხვა: თუ დაწყებისთანავე ვნახე, რომ ვერ დავძლევ სრულ კურსს, ანუ ის არ მაწყობს, შემიძლია თუ არა გადახდილი თანხის დაბრუნება?
პასუხი: დიახ. თუ ვერ შესძლებთ შეისწავლოთ იმის კეთება, რასაც ვასწავლით კურსზე - მოგვწერეთ დამხმარე სამსახურში და ჩვენ დაგიბრუნებთ ფულს. გარანტია მოქმედებს კურსის ღირებულების გადახდის დღიდან 7 დღის განმავლობაში.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა კურსის ყურება Ipad-ზე, სმარტფონზე iOS, Android და ა.შ.?
პასუხი: დიახ, კურსის გაკვეთილების ნახვა შეგიძლიათ ნებისმიერ მოწყობილობაზე, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, თქვენთვის მოსახერხებელ დროს. თუმცა, ზოგიერთი საშინაო დავალება მოითხოვს კომპიუტერის ან ნოუტბუკის გამოყენებას.
კითხვა: შემიძლია თუ არა კურსის შეკვეთა DVD-ზე ფოსტით ან გადმოტვირთვით?
პასუხი: არა, კურსი ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენს პირად კაბინეტში ონლაინ რეჟიმში. ამაში დიდი პლუსია, რადგან არ გჭირდებათ საკმაო მოცულობის მონაცემების ჩამოტვირთვა და სივრცის დაკავება თქვენს ტელეფონში, კომპიუტერში, ნოუტბუკში ან პლანშეტში.
კითხვა: ძალიან მინდა კურსის შესწავლა, მაგრამ არ ვცხოვრობ საქართველოში.
პასუხი: შეგიძლიათ ისარგებლოთ კურსით, ანუ სწავლების შესაძლებლობით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ღირებულება გადაიხადოთ VISA/Mastercard-ით ან Paypal სისტემის მეშვეობით, ჩვენთან წინასწარ შეთანხმების შემდეგ.
კითხვა: როგორ ჩავეწერო არჩეულ კურსზე?
პასუხი: ამისათვის უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს ელექტრონულ პლატფორმაზე
www.e-chef.ge , შემდეგ გაიაროთ ავტორიზაცია, მერე დაუკავშიედეთ ადმინისტრატორს და შეიძინოთ არჩეული კურსი.
კითხვა: თუ დავრეგისტრირდი შემიძლია სწავლის დაუყოვნებლივ დაწყება?
პასუხი: დიახ, შეგიძლიათ დაიწყოთ მაშინვე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კურსებზე წვდომა შესაძლებელი ხდება მხოლოდ სწავლების საფასურის გადახდის შემდეგ.
კითხვა: როგორ შემიძლია გადავიხადო ჩემს მიერ არჩეული კურსის ღირებულება?
პასუხი: თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმით, გადარიცხვით, მიმდინარე ანგარიშზე გადახდის სახით, რაც მითითებულია
საჯარო შეთავაზების (ოფერტას) გვერდზე. წინასწარი შეთანხმებით აგრეთვე შესაძლებელია ღირებულების ეტაპობრივი გადახდა. თუ დაგჭირდათ დამატებითი განმარტებება დაგვიკავშირდეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი საშუალებით.
კითხვა: სწავლებისთვის საჭირო იქნება რაიმე სახელმძღვანელოს ან დამატებითი სასწავლო მასალის შეძენა?
პასუხი: სახელმძღვანალოები ან სხვა დამატებითი მასალების შეძენა არ დაგჩირდებათ. კურსზე ჩარიცხვის შემდეგ სასწავლო პროცესისთვის საჭირო ყველა მასალა მოგეწოდებათ ონლაინ ფორმატში კონტენტის, პოდკასტების, ვიდეო და PDF ფაილების სახით.
კითხვა: როგორია კურსების ხანგრძლივობა და რამდენი ხანი დასჭირდება, მაგალითად, მზარეულის, ან სუ-შეფის კურსის გავლას?
პასუხი: ეს დამოკიდებულია საათების იმ რაოდენობაზე, რომელსაც ითვალისწინებს თქვენს მიერ არჩეული კურსი. ამიტომ უნდა დაგეგმოთ და გაითვალისწინოთ თითოეულ კურსზე მითითებული დრო. თუმცა, ამ მხრივ, თითოეული მსმენელის მიმართ მიდგომა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ დროს დაუთმობთ ყოველდღიურად სწავლას და რამდენად სწრაფად დაეუფლებით როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
კითხვა: დადგენილია თუ არა კურსის დასრულების საბოლოო ვადა?
პასუხი: თითოეულ კურსის ვადა იწურება რეგისტრაციის დღიდან მასში მითითებული ხანგრძლივობის მიხედვით. დიდი ალბათობით, მანამდე თქვენ აუცილებლად დაასრულებთ სწავლებას. თუმცა ამ ვადის გასვლის საკითხზეც ჩვენი მიდგომა ინდივიდუალურია და შეიძლება გაგრძელდეს.
კითხვა: როგორია სწავლების ფორმა და მეთოდიკა?
პასუხი: ნებისმიერი კურსი მიმდინარეობს ონაინ და ოფლაინ შერეულ რეჟიმში, ზრდასრულთა სწავლების მსოფლიოში ცნობლი სპეციალისტის დევიდ კოლბის მეთოდოლოგიის შესაბამისად, ყველა კურსი ინტენსიურია, თეორია და პრაქტიკა შერწყმულია.
კითხვა: შესაძლებელია ერთდროულად ერთზე მეტი კურსის გავლა?
პასუხი: დიახ.
www.e-chef.ge პლატფორმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მსმსენელმა ერთდროულად გაიაროს ჩვენი ნებისმიერი კურსიც.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ფასდაკლების მიღება შემდგომ საწსწავლო კურსზე, ან ტრენინგზე? თუ ეს დასაშვებია მხოლოდ რამდენიმე კურსის ან ტრენინგის გავლის თაობაზე წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში?
პასუხი: დიახ. ამისათვის დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი არხის მეშვეობით - ელ. ფოსტა, ტელეფონი და ა.შ. და ჩვენ გაგაცნობთ შესაძლო ფასდაკლებებს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.
კითხვა: დასრუების შემდეგ მივიღებ თუ არა სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს?
პასუხი: დიახ. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების და საცდელი პრაქტიკული დავალების შესრულების შედეგად კურსდამთავრებულს ეძლევა პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სერთიფიკატი გაიცემა ხელზე, აგრეთვე შესაძლებელია მისი გამოგიგზავნა, ან შეთანხმებისამებრ ატვირთვა PDF ფორმატში და თქვენ შესძლებთ მის ამობეჭვდას.
კითხვა: რა დრო დასჭირდება სერტიფიკატის მიღებას კურსის დასრულების შემდეგ?
პასუხი: სერთიფიკატი შეიძლება გაიცეს ან აიტვირთოს კურსის დასრულების შემდეგ მეორე (სამუშაო) დღესვე.
კითხვა: კურსის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია თუ არა დასაქმების შესაძლებლობა?
პასუხი: სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულებს სთავაზობენ სამუშაოს პრაქტიკის გავლის ობიექტში, ყველაზე წარმატებულს ვუწევთ რეკომენდაციას ჩვენს პარტნიორ რესტორნებში. საერთოდ კი, როგორც წესი, ყველა კურსდამთავრებული საქმდება.
ადმინისტრაციული საკითხები
სტუდენტების ტექნიკური მხარდაჭერა, კითხვები ტრენინგის განრიგთან დაკავშირებით, სერთიფიკატები
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 12:00-დან 18:00 საათამდე
ფინანსური საკითხები
კონსულტაცია ღირებულებაზე, დახმარება შეკვეთაში.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 12:00-დან 18:00 საათამდე
კითხვები სასწავლო პროცესის თაობაზე
მოსწავლეების კითხვები თეორიისა და პრაქტიკის საკითხებზე.
სამუშაო საათები: 12:00 საათიდან 18:00 საათამდე
დაგვიკავშირდით: E-mail: cuisinegeorgia@gmail.com
ზარები საქართველოში: + 995 571 333 881; +995 577 722 709 / საერთაშორისო ზარები Viber, WhatsApp: + 995 571 333 881