მოლეკულარული სამზარეულოს მოწყობილობები
 

მოლეკულარული სამზარეულოს მოწყობილობები (მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი ერთეულების ჩამონათვალი)

 

  • Sous-vide -ს მოწყობილობა. ძირითადად განკუთვნილია გარკვეული ერთი სახის კერძების მოსამზადებლად. როგორც უკვე აღვნიშნეთ,  ინგრედიენტები ფუთავენ სპეციალურ ვაკუუმის პარკებში, რის შემდეგაც  წყლის აბაზანაში ამუშავებენ საკმაო ხნის განმავლობაში. ეს მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ გააუმჯობესოთ მარინადში ჩადების, ზოგადად კი კერძების მომზადების პროცესი, გამოყენებული პროდუქტის უჯრედების შემადგენლობის განადგურების გარეშე.
  • ჩასატვირთი თერმოსტატი. მას ათავსებენ ჭურჭელში> სადაც მზადდება  პროდუქტები  და ზუსტად ათბობენ წყალს საჭირო ტემპერატურამდე - ცდომილება არ აღემატება 0.1  გრადუს. მისი გამოყენება შესაძლებელია საკმარისად დიდ ტევადობაშიც.
  • წყლის აბაზანა (წყლის ღუმელი). სპეციალური მოწყობილობაა, რომელიც არეგულირებს ტემპერატურას, ადგენს აუცილებელ პარამეტრებს და ასრულებს მომზადების პროცესს ზუსტად დადგენილ პარამეტრებში.შეიძლება ის იყოს სხვადასხვა ზომისა.
  • ვაკუუმური შემფუთველი. მისი დანიშნულება მთლიანად განსაზღვრავს მის დასახელებას.იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას კერძების არა მხოლოდ ამ სახით მომზადებაში.
  • სუბლიმაციური საშრობი. საშუალებას გაძლევთ მოაშოროთ ის წყალი, რომელსაც შეიცავს პროდუქტი და, ამავე დროს, არ დაარღვიოთ მისი სტრუქტურა, შეინარჩუნოთ მაქსიმალურად კარგ მდგომარეობაში. აგრეთვე ქმნის წინაპირობას, რომ შენარჩუნდეს არომატი და უსაფრთხოდ აღდგეს პროდუქტი.
  • SONICPREP - ულტრაბგერითი ჰომოგენიზატორი. ეს აპარატი განკუთვნილია თხევადი და მყარი პროდუქტების ურთიერთქმედების პროცესის დაჩქარებისთვის. ულტრაბგერის დახმარებით, იგი "გადაანაცვლებს" არომატულ კომპონენტებს მყარი პროდუქტებიდან თხევად ში.
  • ცენტრიფუგა. საშუალებას გაძლევთ დაყოთ პროდუქტი მის შემადგენელ ნაწილებად, განაცალკოთ მყარი, ფხვიერი და თხევადი ნივთიერებები, გამოყოთ პროდუქტის ესენცია.
  • როტორული ამაორთქლებელი. გამოიყენება სითხეების ზუსტი და საფუძვლიანი აორთქლებისთვის ძალიან დაბალი წნევის პირობებში - რის შედეგადაც მიიღება არომატული კონცენტრატი. არსებობს ეთერის შეგროვებით არომატის გადაცემის უფრო ზუსტი აღჭურვილობაც - როტაციული ვაკუუმური დისტილატორი , ოღონდ ეს დანადგარი უკეთ  შეესაბამება მოლეკულური გასტრონომიის საჭიროებებს.
  • ელექტრო ღუმელი. იგი გამოიყენება იმავე მიზნით, როგორც ჩვეულ, ტრადიციულ სამზარეულოში. სახვა სახის  ღუმელებთან შედარებით მისი უპირატესობა იმაშია, მოლეკულურ სამზარეულოში საჭიროა წერტილოვანი რეგულირების  - ზუსტი აპარატურა.
  • მომენტალური გაყინვის მოწყობილობა. საშუალებას გაძლევთ თავდაპირველი ფორმით შეინახოთ პროდუქტი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.
  • ლიოფილიზატორი.  საშუალებას იძლევა მოახდინოთ პროდუქტის "რბილი" გაყინვა, რაც ხელს უშლის ცილის დენატურაციას.
  • თერმომიქსერი. საშუალებას იძლევა მუდმივი გაცხელების პირობებში დააქუცმაცოთ და აურიოთ პროდუქტები. გაძლევთ ტექნიკურ საშუალებას რეცეპტის მიხედვით, ამატოთ ახალი კომპონენტები არა დაუყოვნებლივ, არამედ მომზადების პროცესში. აღჭურვილია სასწორით, რომლიც გრამამდე (და კიდევ უფრო ზუსტად) ადგენ მოსამზადებელ მასას
  • Pacojet. (პაკოჯეტი).გამოიყენება ძალიან გაყინული პროდუქტებისგან პიურესებური მასის შესაქმნელად.

 

მოლეკულარული კერძების მოსამზადებლად ასევე საჭიროა რიგი მცირე მოწყობილობაც.

ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვეულებრივი სამზარეულოს ჭურჭელი და აქსესუარები. 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სხვა სპეციფიკური მოწყობილობაც:

 

  • გაზის სანათურები,
  • სიფონები,
  • ქაფურები,
  • ელექტრონული სასწორები,
  • თერმომეტრები,
  • ქაფის გენერატორები,
  • პიპეტები,
  • «Stephan-grille» (საშუალებას გაძლევთ გაათბოთ პროდუქტი ექსტრემალურ ტემპერატურაზე),
  • კრემერი, რომელიც ემსახურება ესპსუმეს (ქაფის ანალოგის) მომზადების ხანგრძლივ და საკმაოდ რთულ პროცესს. 

 

მოლეკულარულ სამზარეულოში ერთ-ერთი ხშირად გამოყენებული მოწყობილობა არის შესაბოლი პისტოლეტი. მისი დახმარებით შეგიძლიათ კერძს მისცეთ ცეცხლის, "კვამლის" სუნი და  გემო. ამ გზით: თქვენ შეგიძლიათ შებოლოთ ხილი, ჩაი, სიგარა, ნაყინი ან ყვავილებიც კი. ბევრ რესტორანში  ამ პროცესისგან აწყობენ შოუს, როცა შებოლვას ახდენენ რამოდენიმე წამში უშუალოდ მომხმარებლის წინაშე.  

 

უკან

კურსები და სერტიფიცირება!


Write Close