პანდემიის ურთულეს პირობებში საზოგადოებრივი კვების ობიექტების მხარდაჭერისთვის „საერთაშორისო ასოციაცია ქართული სამზარეულო" და პროფესიული სკოლა „ინტერსერვისი" აგრძელებენ ტრენინგებს კულინარიულ წარმოებაში HACCP-ს ნორმებისა და მოთხოვნების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.
ასე მაგალითად, 2021 წლის დეკემბერში ადმინისტრაციის თხოვნით რესტორანში "პურმარილი - ჯორჯიან ბისტრო, აბანოსთან" ონლაინ სწავლების პლატფორმის - www.e-chef.ge გამოყენებით, კომბინირებულ (ოფლაინ და ონლაინ) ფორმატში ჩატარდა HACCP სისტემის შემსწავლელი ტრენინგ - კურსი.
აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობდა რესტორნის მენეჯმენტი და მთელი პერსონალი.
1. მარინა ჩიგირ - რესტორნის მფლობელი
2. ანასტასია დეპადელი - სუ_შეფი
3. თორნიკე ხეჩიკაშვილი - მენეჯერი
4. თამარ გოგიაშვილი - მენეჯერი
5. ნიკა ჩაჩიბაია - ოფიციანტი
6. ელენე ჯიხვაძე - ჭურჭლის მრეცხავი
ტრენინგი ჩატარდა მცირე და საშუალო კვების ობიექტებში HACCP სისტემის დანერგვის სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელსაც დიდ წილად განაპირობებს კულინარიული პროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციისათვის საჭირო შესაძლებლობებისა და ფართობების შეზღუდულობა. აგრეთვე მნიშვნელოვან, ფაქტორს წარმოადგენენ მსხვილი ობიექტებისგან განსხვავებული კულინარული პროდუქციის ასორტიმენტი, ნედლეულის სახეობი და მცირე ფართობის პირობებში ტექნოლოგიური პროცესების განხორციელება.
ტრენინგის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს აღნიშნული თავისებურებანი და გააცნობიერეს, თუ როგორ ყალიბდებიან მცირე და საშუალო კვების ობიექტების პირობებში ხიფათის შემცვლელი ფაქტორები და რისკები, აგრეთვე სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად როგორ უნდა გამოავლინონ საკონტროლო კრიტიკული წერტილები, მაოახდინონ მათი დიაგნოსტირება და გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა HACCP სისტემის მოთხოვნების ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა: • სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მენეჯმენტი (მათ შორის, სავალდებულო ნორმატიული დოკუმენტაცია, რომელიც არეგულირებს ობიექტების საქმიანობას პროდუქციის უვნებლობის სფეროში - შიდა ბრძანებები, მენეჯმენტის პოლიტიკა და დაგეგმილი ზრახვები). სავალდებულო წინმსწრები დადაგეგმილი, პერიოდული პრევენციის ღონისძიებები (პერსონალის ინსტრუქტირება, განრიგები, ხელშეკრულელბებში ვალდებულებების ასახვა, საფრთხეების მონიტორინგის ჟურნალის წარმოება და ა.შ.), მისი მუდმივი ანალიზი და აუცილებლობა.
• რისკის გამომწვევი ფაქტორების და საკონტროლო წერტილების განსაზღვრა, მათი კრიტიკული ზვარის დადგენა, მონიტორინგისა და მაკორექტირებელი მოქმედებების ორგანიზება, აგრეთვე დანერგილი სისტემის ვერიფიკაციის პროცედურის განხორციელება.
• HACCP-ს გეგმის / HACCP ფურცლების შედგენა და შეუსაბამობების აღმოფხვრის მეთოდების განსაზღვრა.
ტრენინგის მონაწილეებმა დაადასტურეს ცოდნის მიღება და გამოთქვეს კმაყოფილება შეძენილი კომპეტენციების გამო, ხოლო რესტორნის მენეჯმენტმა განცხადა, რომ შემდგომშიც განაგრძობს საქმიანობას კვების ობიექტზე HACCP სისტემის ჩანერგვისა და სრულყოფის თვალსაზრისით.
„საერთაშორისო ასოციაცია ქართული სამზარეულო" და პროფესიული სკოლა „ინტერსერვისი" მადლობას უხდიან რესტორნის ხელმძღვანელობას და ყველა თანამშრომელს ნაყოფიერი ერთობლივი მუშაობისთვის და უსურვებენ პროფესიულ წარმატებებს.
რესტორან „ქორტიარდ კაკლები“ - ს პერსონალის ტრენინგ-კურსი
2021 წლის 13 ივლისს, მესაკუთრისა და ადმინისტრაციის თხოვნით, რესტორან „კაკლებში“ HACCP-ს სისტემის ნორმებისა და მოთხოვნების შესასწავლად, პროფესიული სკოლა „ინტერსერვისის“ საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმის www.e-chef.ge გამოყენებით, გაიმართა კორპორატიული, კომბინირებული (ოფლაინ და ონლაინ ფორმატი) ტრენინგ - კურსი, რომელსაც დაესწრო რესტორნის 10 თანამშრომელი - მენეჯერი და სამზარეულოს მთელი პერსონალი.
მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ: HACCP სისტემის მოთხოვნებით, კულინარული პროდუქციის უვნებლობის უზრუნველყოფის მენეჯმენტით, რისკებისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრით, მათი კრიტიკული ზღვრების დადგენით, მონიტორინგისა და მაკორექტირებელი ქმედებების, აგრეთვე ვერიფიკაციის პროცედურის ორგანიზებით.
ყველა მონაწილემ წარმატებით გაიარა სწავლება, შესაბამისი ტესტირებით დაადასტურა მიღებული ცოდნა და გამოხატა კმაყოფილება ჩატარებული ტრენინგისა და შეძენილი კომპეტენციების მიმართ, ხოლო რესტორნის მენეჯმენტი ტრენინგის შედეგების გათვალისწინებით განაგრძობს HACCP სისტემის დანერგვასა და სრულყოფას თავის ობიექტში.
რესტორან „ქორტიარდ კაკლები“ - ს პერსონალის სია
1. ვერონიკა მახარაშვილი
მენეჯერი
2. ჟანა არხოზაშვილი
შეფ - მზარეული
3. მაია ჯანეზაშვილი
მზარეული
4. ნანა ქარსიძე
მზარეულის თანაშემწე
5. გიორგი მაზმიშვილი
მზარეულის თანაშემწე
6. მარიამ გრიგოლავა
7. მაია პაპუაშვილი
ჭურჭლის მრეცხავი
ჭურჭლის მრეცხავი
8. ნინო მახარაშვილი
მიმტანი
9. ანი არხოზაშვილი
მიმტანი
10. ნათია არაბიძე
მიმტანი
პროფესიული სკოლა "ინტერსერვისი" მადლიერებას გამოხატავს რესტორნის მეპატრონის, მენეჯმენტისა და მონაწილე სპეციალისტების მიმართ ნაყოფიერი ერთობლივი მუშაობის გამო და უსურვებს მათ ახალ პროფესიულ წარმატებას.