HACCP სისტემის ჩანერგვა რესტორანში

800 ლარი
ყიდვა

ტრენინგი პერსონალისთვის: HACCP სისტემის ჩანერგვა 

კულინარიული წარმოების უსაფრთხოება და სანიტარია რესტორნებში (DCFTA, HACCP სისტემა) 

კურსის მიზანი
კვების ინდუსტრია მუდმივად ვითარდება და მოითხოვს მუდმივ სანიტარულ და ჰიგიენურ კონტროლს. საკვებით გამოწვეული დაავადება ყველას საფრთხეს უქმნის: მყიდველს, კომპანიას, დაწესებულებას და ოჯახისთვის. ახალი საფრთხეები კი თითქმის ყოველდღე ჩნდება.

ერთი შეხედვით HACCP სისტემა შეიძლება რთული მოგვეჩვენოს, მაგრამ მისი ზოგიერთი  კომპონენტი მარტივად შეიძლება ჩაინერგოს ნებისმიერი კვების წარმოების საქმიანობაში. კონცეფციის ცნებებ გააზრებულია და მიჰყვება ძლიერ, ლოგიკურ თანმიმდევრობას. ეს პროგრამა მარტივად განმარტავს HACCP– ს კომპონენტებს, შემდეგ კი ეხმარება ამ კომპონენტების ნაბიჯ-ნაბიჯ ორგანიზებაში, რომელსაც ახორციელებს რესტორნის მენეჯერი საკუთარი პერსონალის გუნდთან ერთად.

ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ცოდნა სანიტარული სისტემის შესახებ. ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას HACCP სისტემის შესახებ, არამედ კონკრეტული სიტუაციების პრაქტიკული განხილვის პროცესში განამტკიცებენ თავიანთ უნარებს.
კურსის ხანგრძლივობა
8 საათი | 50% ონლაინ - 50% ოფლაინ | 
ვისთვის?
სარესტორნო მეურნეობის ყველა კატეგორიის მუშაკებისთვის და ემსახურება HACCP სისტემის მოთხოვნების, სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მენეჯმენტის, რისკებისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრის,  მათი კრიტიკული ზღვრების დადგენის, მონიტორინგისა და მაკორექტირებელი მოქმედებების ორგანიზების, აგრეთვე წარმოებული კულინარიული პროდუქტების სანიტარულ-ჰიგიენური და სასურსათო უვნებლობის დაცვის შესწავლას.
Left
Right
კურსის სტრუქტურა
1. სურსათის უვნებლობის მიმართ ევროკავშირის მარეგულირებელი მოთხოვნები -  HACCP წესების სისტემა
2. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და წესები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში.
3. საზოგადოებრივი კვების ობიექტის პერსონალის პირადი ჰიგიენა.
თითოეული სასწავლო თემის ბოლოს მონაწილეებს შემსწავლელი  ტესტის მეშვეობით მიეცემათ მიღებული ცოდნის განმტკიცების შესაძლებლობა, ასევე ჩაუტარდებათ შემფასებელი, საგამოცდო ტესტირება. 
კურსის საფასური - შეთანხმებით
შედეგების გათვალისწინებით რესტორანი მიიღებს პერსონალის მიერ შეძენილ შესაბამისი პროფესიული კომპეტენციების დამადასტურებელ სერთიფიკატს. კურსი მოიცავს ონლაინ კურსის მასალებზე წვდომას ყველა მონაწილისთვის. 
კურსის დასრულების სერტიფიკატი გაიცემა ორგანიზაციაზე, რომელშიც მითითებულია სასწავლო კურსის ყველა მონაწილე. სერთიფიკატი აიტვირთება პროფესიული სკოლა ინტერსერვისის მონაცემთა ბაზაში (www.e-chef.ge) და გადამოწმებისათვის იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
კურსი დამტკიცებულია: საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის, საერთაშორისო ასოციაცია ქართული სამზარეულოს მიერ. 

ინსტრუქტორები: ალექსანდრე ეჯიბაძე, მზია გიგუაშვილი

ინსტრუქტორები ატარებენ ტრენინგ-კურსებს როგორც რესტორნის ასევე კულინარიული პროდუქტების წარმოებაზე  სპეციალიზირებული საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტების  მუშაკთა კონკრეტული კატეგორიისათვის, აგრეთვე  მთელი პერსონალისათვის,  საჭიროების შემთხვევაშიზდგილზე მისვლით.

ტრენინგ - კურსის ორგანიზებისა და ჩატარების თაობაზე e-mail: მოგვწერეთ

ან  შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: Viber/WatsApp (+995571333881; +995577722709)

800 ლარი
ყიდვა
Write Close