MasterChef - ი ბრიტანული ვერსიით დაიწყო 1990 წლის ივლისში. ჩატარების იდეა მოიფიქრა ინგლისელმა რეჟისორმა, ბიზნესმენმა, სცენარისტმა, ტელეპროდიუსერმა და გამომცემელმა ფრანკ როდამმა, ხოლო შოუს ფორმატში იგი აღდგენილ და განახლებულ იქნა BBC- სთვის 2005 წლის თებერვალში.
თავისი არსებობის განმავლობაში, მასტერ-შეფმა განიცადა მრავალი ტრანსფორმაცია და განახლება. მისი მოკლე ისტორია და ევოლუციის ეტაპები შემდეგია:
MasterChef - ი (ორიგინალი სერია / ვერსია)
ორიგინალურ ვერსიაში ტიტულისთვის MasterChef ნახევარ ფინალამდე და ფინალის თითოეულ ეპიზოდში იბრძოდნენ კულინარიის მოყვარული მზარეულები. ორ საათზე ნაკლებ დროში ისინი ამზადებდნენ სამი სახეობის კერძს გურმანებისთვის, მათ შორის ისეთ კერძს, რომელიც თავად მოსწონდა. ამისთვის მათ აწვდიდნენ „ყოველდღიურ" კომპონენტებს და აღჭურვილობას. გარდა ამისა, შეეძლოთ ხუთამდე კომპონენტის ან ჭურჭლის დამატეტებაც.
პროექტის პირველი წარდგენის უფლება 1990 წლის ივლისში მიეცა ტელეწამყვანს, გურმანსა და მუსიკოს - ლოიდ გროსმანს და ის უძღვებოდა MasterChef-ს 10 წლისგანმავლობაში. ყოველ კვირას მას აგრეთვე უერთდებოდნენ: ორი -თანამონაწილე სტუმარი-მსაჯი, ერთი - პროფესიონალი მზარეული და სახელოვანი ადამიანი. ისინი იხილავდნენ მენიუს და ესაუბრებოდნენ მეტოქეებს. თავდაპირველად, მსაჯების მუშაობა რჩებოდა ტელეკამერის მიღმა, თუმცა, მოგვიანებით, განხილვის მომენტებიც ჩართეს დეგუსტაციასა და გამარჯვებულის გამოცხადებას შორის.
განახლება.
2001 წელს MasterChef გადაკეთდა. შოუმ BBC ONE - დან გადინაცვლა BBC TWO- ს საღამოს ეთერში. წამყვანის როლში, "ცნობილი"- მსაჯის გარეშე, გამოდიოდა გარი როდსი. ახალი ვერსიით 90 წუთის განმავლობაში მეტოქეებს უნდა მოემზადათ ორი კურსის კერძები. ამგვარი მიდგომა დიდხანს არ გაგრძელებულა და ის საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა შოუს ყოფილმა პატრონმა ლოიდ გროსმანმა.
MasterChef - აღდგენილი სერია
აღმასრულებელმა პროდიუსერებმა ფრანკ როდემმა, ჯონ სილვერმა და მწარმოებელმა პროდიუსერმა კარენ როსმა 2005 წელს გარდაქმნეს შოუს ფორმატი. სახელწოდებაMasterChef დაუბრუნდა მას 2008 წელს. შოუმ მოიპოვა პოპულარობა და წარმატებული გახდა BBC Two- ს საღამოს პროგრამებში, შემდეგ კი დაუბრუნდა BBC One - ს. ამ ფორმატში წარმოიქმნა ოთხი ვერსია: MasterChef- ის მთავარი სერია, პროფესიონალი მზარეულებისთვის, ცნობილი ადამიანების MasterChef-ი და MasterChef Junior -ი, რომელიც ადაპტირებულ იქნა ბავშვებისთვის, სადაც თორმეტი წლის ასაკის პრეტენდენტები იბრძოდნენ "MasterChef Junior"- ს გვირგვიისთვის. ეს ვერსია სწრაფად გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც.
MasterChef - ღია ეთერში
Live MasterChef-ი გულისხმობდა სატელევიზიო პროგრამის გაფართოებას, რომელიც ტარდებოდა ლონდონის ოლიმპიაში, ღვინის ყოველწლიურ შოუსთან ერთად. ვერსია ასახავდა კულინარიის ცოცხალ დემონსტრაციებს მზარეულთა თეატრში, ანუ სახელგანთქმული მზარეულების, ყოფილი კონკურენტების, კრიტიკოსებისა და MasterChef სტილის შეფ-მზარეულების მეთოქეობას.
სახელგანთქმულთა MasterChef (ვარსკვლავების მასტერშეფი)
ეს სახეობა შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი ვერსია. შოუს დემონსტრირება ხდებოდა BBC One -ზე 2006 - 2011წლებში. თავდაპირველად, 24 სახელგანთქმული, სამი მეტოქით მონაწილეობდა ეპიზოდებში სრული MasterChef- ის შემდგომ ეთერში.
MasterChef : პროფესიონალები
ამ ვერსიაში 2008 წლიდან წარადგენდნენ მხოლოდ პროფესიონალებს. 2011-დან კი 16 სახელგანთქმულებისა და 30 ეპიზოდის დემონსტრირებით პროგრამა გადიოდა 6 კვირის განმავლობაში და გადატანილ იქნა დღის ეთერში. შემდგომ მწარმოებელმა კომპანიამ Shine Group- მა გაყიდა აღდგენილი MasterChef-ის ფორმატი.
MasterChef USA - შეიქმნა 2000 წელს BBC MasterChef - ის საფუძველზე. ორგანიზება მას გაუწია გარი როუდსმა, რომელიც გახდა მისი წამყვანიც. შოუს ჰქონდა ორი სეზონი. 2010 წლის ივლისში ის წარმოებულ იქნა Shine America და One Potato Two Potato-ს მიერ მოყვარულთა და ოჯახის მზარეულთა ფორმატში. მისი დებიუტი შედგა Fox ქსელში, პროფესიონალთა კონკურსის Hell's Kitchen- ის შემდეგ. პირველი ხუთი სეზონის განმავლობაში დეგუსტატორებად გამოდიოდნენ კულინარიული სამყაროს უდიდსი ავტორიტეტები - რესტორატორი და დესერტების მეფე გრემ ელიოტი, მსოფლიოში ცნობილი რესტორატორი ჯო ბასტიანიჩი და კულინარიის ლეგენდა გორდონ რამზი. მაყურებელს შეუყვარდა შოუ მძაფრი ვნებების, სიუჟეტის დრამატულობისა და კარგი ექშენის გამო, რასაც წარმატებით უმკლავდებოდა კულინარიის გენიოსი, მიშელინის 16 ვარსკვლავის მფლობელი მზარეული და ტელეწამყვანი გორდონ რამზი.
MasterChef Australia - აღიარებულ იქნა, როგორც ავსტრალიის ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შოუ. ავსტრალია შეუერთდა მის შექმნას 2009 წლიდან. ხოლო 2012 წელს ავსტრალიაში შედგა მეხუთე ვერსიაც სახელწოდებით - „MasterChef-ის ყველა ვარსვლავი". იგი ემსახურებოდა ქველმოქმედებისთვის ფულის შეგროვებას.
2010-11 წლებში MasterChef რეალითი შოუს შეუერთდა 21 ქვეყანა. შემდგომი ათწლეულის განმავლობაში კი MasterChef- ის ლოგოთი მისი ფორმატის ექსპორტი განხორციელდა 40-ზე მეტ ქვეყანაში.
საქართველომ MasterChef - რეალითი შოუს შექმნა დაიწყო 2019 წელს და 2020 წლის იანვარში გაიხსნა მისი მეორე სეზონიც.
დღეისათვის, 10 ქვეყანა (ავსტრალია, ბრაზილია, ბულგარეთი, საბერძნეთი, ინდონეზია, იტალია, პოლონეთი, ესპანეთი, ტაილანდი, უკრაინა, საქართველო) განაგრძობს MasterChef შოუს ჩატარებას, ხოლო 30 - მა ქვეყანამ შეცვალა იგი მსგავსი ხასიათის ახალი, ორიგინალური შოუებით.