საქართველოს სარესტორნო ბიზნესში გასული წლის განმავლობაში ვითარება არ იყო მარტივი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის გახდა უფრო სერიოზული კრიზისული მდგომარეობის მომასწავებელი. ამჟამად სიტუაცია უფრო გამძაფრდა კორონაროვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო.
მსოფლიოს ცნობილი ანალიტიკოსების ნაწილი ამ სფეროში მნიშვნელოვან უმუშევრობას წინასწარმეტყველებს, რადგან პანდემიის პირობებში აუცილებელი გახდა ადამიანების მასიური თვითიზოლირების და მასობრივი ღონისძიებების აკრძალვის მოთხოვნათა დაცვა. რესტორნები, მ.შ. საქართველოშიც დაცარიელდნენ, საკმაო ხნის განმავლობაში არ იფუნქციონირებენ და განუსაზღვრელი ვადით გაანთავისუფლეს თანამშრომლები. საკმაოდ იმედგაცრუებული პროგნოზები კეთდება ასევე იმის გამოც, რომ საქმიანობის შეჩერების პირობებში არ მოხდება დაგროვილი დავალიანების გასტუმრება და ზოგი, განსაკუთრებით ახლადგახსნილი და მცირე ფინანსური რესურსების მქონე რესტორანი, ვერ დაიწყებს მუშაობას კარანტინის დასრულების შემდეგაც.
ცხადია ისიც, რომ უმუშევრობის ზრდის მხრივ, არც საქართველო მთლიანობაში და არც სარესტორნო ინდუსტრია არ იქნებიან გამონაკლის მდგომარეობაში, ვინაიდან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) პროგნოზით კოროვირუსის COVID-19 პანდემია მნიშვნელოვნად გაზრდის უმუშევრობას მთელ მსოფლიოში. სამუშაო ადგილების მასიური შემცირება, გარდა პანდემიის შედეგებისა, ასევე შეიძლება იყოს ამავე ფაქტორით გამოწვეული ეკონომიკასა და შრომის ბაზარის კრიზისით.
ყველაზე პესიმისტური სცენარის თანახმად, 24,7 მილიონმა ადამიანმა შეიძლება დაკარგოს სამსახური (2008-2009 წლების კრიზისის დროს, 22 მილიონი). ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზის თანახმადაც, ვარაუდობენ, რომ ეკონომიკის მრავალ სექტორში მილიონობით ადამიანი დაკარგავს სამსახურს. ალბათ საქართველოს შრომის ბაზარიც არ აღმოჩნდება სათბურის მდგომარეობაში.
ლოგიკურია, რომ ამ სიტუაციაში წარმოიქმნება კითხვა - როგორ მოიქცეს, ან როგორ შეიძლება მოქმედებდეს რესტორნებიდან დათხოვნილი პერსონალი, რომლებმაც დაკარგა სამუშაო კრიზისის დროს და სად მოიძიოს სამსახური პანდემიის დასრულების შემდეგ, თუ ქვეყანაში რესტორნების ბიზნესი არ აღდგება წინა მასშტაბით და არ მოხდება სამუშაო ადგილების აღდგენაც. ალბათ, ისევ, როგორც ნაწილ ქვეყნებში,ზოგიერთი მზარეულის დასაქმების ერთ-ერთი შესაძლებლობად შეიძლება გახდეს ოჯახის მზარეულის სამუშაოს მოძიება.
ვინ არის ოჯახის მზარეული?
მეტი სიცხადისა და გარკვეულობის შესატანად მოკლედ მოგითხრობთ ოჯახის მზარეულის წინაისტორიას.
ისტორიკოსები და კულინარიის ექსპერტები დარწმუნებით აცხადებენ, რომ უკვე ძველ ეგვიპტეში, ფინიკიელებისა და შუმერების უძველეს კულტურებში და მოგვიანებით ანტიკურ სამყაროშიც არსებობდნენ კულინარიის პროფესიონალი სპეციალისტები, რომლებიც მუშაობდნენ ფარაონების, მეფეების კარზე, მმართველებისა და დიდგვაროვანი ოჯახების სახლებში.
თავად ტერმინი "კულინარია" წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან "culina" - ანუ სამზარეულო. ძველ რომში, კულინარებს უწევდნენ განსაკუთრებულ ანგარიშს და ითვლებოდა, რომ კეთილშობილური სახლის პრესტიჟულობა მათზე იყო დამოკიდებული.
პირადი, სახლის, ოჯახის მზარეულის ტრადიცია გრძელდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში შემდგომ ისტორიულ პერიოდებშიც. და, როგორც გაცნობეთ ერთ-ერთ წინა პუბლიკაციაში, საქართველოშიც არსებობდა ამგვარი ტრადიცია. საუკუნეების განმავლობაში იყო ასეთი საკმაოდ საპატიო თანამდებობა - „თუშმალი", რომელიც ხელმძღვანელობდა სამზარეულოს საქმიანობას სამეფო კარზე.
საბჭოთა პერიოდში, პარტიის უმაღლესი ელიტის ოჯახების გარდა, ეს ტრადიცია დავიწყებას მიეცა, დასავლეთის ქვეყნებში კი შეინარჩუნეს მხოლოდ შეძლებულ ოჯახებში, ხოლო თანამედროვე სამყაროში იგი ძირითადად მოთხოვნილია ისეთ ოჯახებში, რომელთა წევრებიც დაკავებულნი არიან ბიზნესით, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუ სხვა აქტიური საქმიანობით და არ რჩება დრო საჭმლის მოსამზადებლად.
რა ფუნქციები გააჩნია ოჯახის მზარეულს?
უმეტეს შემთხვევაში, ოჯახის მზარეულის მოვალეობებში შედის: პროდუქტების შეძენა, მათი აღრიცხვა და შესაბამის რეჟიმში შენახვა, საუზმის, სადილის და ვახშამის მომზადება და მიწოდება, ბანკეტების, ფურშეტების და ოჯახური დღესასწაულების მომსახურება, ამისთვის როგორც ზოგადი ასევე A la Carte (ა-ლა-კარტ) მენიუს შედგენა,
როგორც წესი, ოჯახი და უშუალო დამსაქმებელი არჩევისას საკმაოდ სერიოზულად განიხილავს ოჯახის მზარეულის კანდიდატურას: საფუძვლიანად ეცნობიან კანდიდატის სამედიცინო შემოწმების ცნობას, აფასებენ პროფესიულ უნარებსა და პიროვნულ თვისებებს (ნუ გაგიკვირდებათ, ისეთსაც, როგორიცაა - ზედმეტი ლაპარაკი და ჭორაობა). აგრამ ამაში სამარცხვინო არაფერია, რადგან მზარეული შედის დამსაქმებლის შიდა წრეში და მას ანდობენ ყველაზე ძვირფასს - საკუთარ ოჯახს.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ოჯახის მზარეული რეალურად უნდა მუშაობდეს შეფ-მზარეულის დონეზე, მაგრამ ამავე დროს უნდა ესმოდეს, რომ იგი სახლში შევიდა დიასახლისის დასახმარებლად (და უნდა მიიღოს ის ჭეშმარიტები, რომლებიც მხოლოდ მან იცის, მათ შორის, თუ როგორ, მისი გაგებით, სწორად მზადდება კერძი).
აგრეთვე უნდა იცოდეთ, რომ ოჯახს შეიძლება გააჩნდეს საკუთარი, მისთვის ღირებული ტრადიციები და ჩვევები, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს. და ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ხშირად ოჯახის ცალკეული წევრები იცავენ სხვადასხვა დიეტებს, ან მიჰყვებიან ვეგანანურ, თუ უმიკვების დიეტას - და ეს ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული.
სავარაუდოდ, მზარეულს ასევე მოუწევს სწრაფად დაეუფლოს ისეთი კერძების მომზადებას, რომლებიც ადრე არც მოუმზადებია, ამისთვის მას შეუძლია მიმართოს Google- ს, რომელიც მიაწვდის რეცეპტების საკმაო ნაირსახეობას.
ოღონდ, ასეთ ვითარებაში, მზარეულს არ ექნება ბევრი დრო იმისათვის, რომ დაეუფლოს ახალ კომპეტენციებს, შეიძინოს საჭირო პროდუქტები (მხოლოდ მითიტებულ მაღაზიებში) და შემდეგ შეასრულოს კერძების მომზადების შეკვეთა, რა თქმა უნდა, შეცდომის დაშვების გარეშე.
რა თქმა უნდა, რესტორანში, ამ თვალსაზრისით, უმეტესი რამ უფრო ადვილია - აქ მოქმედებს ხანგრძლივი, დადგენილი მენიუ და რეცეპტები, რომელთა მიხედვითაც კერძებს ამზადებენ ყოველდღიურად, და მზარეულს, რომელიც ახლახან მოვიდა რესტორანში, ყოველთვის ექნება საკმარისი დრო, რათა შეეგუოს ამ პირობას.
მაგრამ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ოჯახში მუშაობის პირობებში სულ ყველაფერი არ იქნება უაღრესად მშვიდი და უდარდელი, ხომ დასახვებია, რომ წარმოიშვას პრობლემებიც, მაგალითად, შეგვხდეთ ისეთი დამსაქმებელი, რომელიც მზარეულს ექცევა როგორც მსახურს, ყველა მომდევნო შედეგით.
ან შესაძლოა სხვა ვარიანტიც, როცა ოჯახის მზარეულს უყურებენ და ექცევიან, როგორც ძვირადღირებულ სათამაშოს. ასეთ დამსაქმებლებს, ზოგადად, უყვართ თავიანთი მზარეულის რეგალიებით ყოყოჩობა და თავის მოწონება მეგობრების ოჯახებთან ან მეგობრებთან, ანუ. რომლის მზარეულია უფრო „ცნობილი" და „აღიარებული".
არ გამოირიცება ისეთი დამსაქმებელიც , რომელთანაც მზარეულს პრაქტიკულად არ ექნება არფითარი კონტაქტი და დავალებას ის მიაწვდის არა უშუალოდ, არამედ მეუღლის ან ოჯახის წევრის მეშვეობით, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველა სურვილი უდაოდ და ზუსტად უნდა იყოს შესრულებული.
როგორც წესი, კანდიდატი თანამდებობაზე "ოჯახის მზარეული" გადის არა ერთ შესარჩევ ეტაპს. ეს არის: შეხვედრა შრომითმოწყობის სააგენტოსთან (თუ საქმდება სააგენტოს მეშვეობით), ინტერვიურება და გაცნობა დამსაქმებელთან და, რა თქმა უნდა, კერძების დეგუსტაცია, სადაც უნდა მოახდინოს თავისი კულინარიული ოსტატობის დემონსტრირება. წარდგენისას მიზანშეწონილია რეზიუმეს დაურთოს პორტფოლიო პრეზენტაბელური კერძების ფოტოებით.
ამ ყველაფრის ცოდნა და გათვალისწინება სასურველია იმ შემთხვევაში თუ წარმოიქმნება ამის საჭიროება: სამსახურის მოძიების სურვილი, ან ოჯახის მზარეულად დასაქმების შესაძლებლობა.
როგორც გვიჩვენებს პრაქტიკა, ოჯახის მზარეული შეიძლება იყოს მუდმივი, ე.ი. ოჯახში მცხოვრობი, მომსვლელი, ან ერთჯერად გამოძახებაზე მომუშავე.
ოღონდ, არავითარ შემთხვევაში ძველთაძველი შეხედულებებით არ უნდა გავაიგივოთ ოჯახის მზარეული - მოახლეს ან შინამოსამსახურე მზარეულ ქალს.
თანამედროვე სამყაროში ეს სამუშაო პოზიცია საკმაოდ პრესტიჟულია.