ონლაინ სწავლების პერსპექტიულობა კულინარიაში

თანამედროვე, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების სამყაროში თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში თითქმის ყოველდღიურად ხდება მნიშვნელოვანი ცვლილება. ხოლო ინტერნეტმა, ფაქტობრივად, არა მხოლოდ გარდაქმნა ჩვენი ყოფა, არამედ მოახდინა ადამიანის განათლების ტრანსფორმაციაც. ამჟამად, ონლაინ სწავლებას (E-Learning ან EdTech) ექსპერტების უმეტესობა უკვე მიიჩნევს იმ ინოვაციურ მიმართულებად, რომელიც პასუხობს LLL– ის (ცხოვრების განმავლობაში სწავლის) მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებულ იდეას.

ამგვარ მიდგომას განაპირობებს რამოდენიმე ურთიერთდაკავშირებული და გადამკვეთი ტრედი. იზრდება ახალი პროფესიების რიცხვი, ძველ სპეციალობაბში მიმდინარეობს კომპეტენციების ხარისხობრივი ცვლა. ამის გამო ადამიანმა სწრაფად უნდა შეიძინოს აქტუალური ცოდნა და უნარები, ყველაზე ადექვატური გზით აღწევდეს შრომის ბაზარზე საკუთარი ღირებულების ამაღლებას. ამიტომაც განუხრელად იზრდება ონლაინ სწავლების პოპულარულობა.

დღეისათვის შეუძლებელია ტრადიციული, ფორმალური განათლების სრული უარყოფა, რომლის საფუძვლები ჩამოყალიბდა საუკუნის წინ. მაგრამ ზოგიერთი კონსერვატიულად განწყობილი ადამიანი მთლიანად არის აქცენტირებული დასწრების აღრიცხვაზე, მხოლოდ ფორმალურ კრიტერიუმებზე და მიიჩნევს მათ სწავლების შედეგის, მოსწრების ეფექტურ საზომად. ხდება სასწავლო პროცესში მონაწილეთა შთაგონება, რომ ეს არის ერთადერთი გზა ცოდნის ყველა სფეროში მაღალი (ფორმალური) მაჩვენებლის მისაღწევად. ხშირად ჩვენ ვხარჯავთ სახსრებს, ენერგიას, დროს და ვცდილობთ შევახტეთ მატარებლის, რომელიც დიდი ხანია წასული, ხოლო თანამედროვე ადამიანის ამოცანაა უმოკლეს დროში მიიღოს აქტუალური ცოდნა, ანუ მიაღწიოს რეალურ შედეგს, რათა ეფექტურად გამოიყენოს იგი სწრაფად ცვალებად სამყაროში.

ამისათვის ჩვენ ვიყენებთ ახალ ტექნოლოგიებს, კერძოდ, ონლაინ რეჟიმს, რათა სხვადასხვა ინდივიდუალური მახასიათებლების მქონე ადამიანს შეექმნას სწავლების შესაძლებელობა, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი გაკვეთილის თემატიკის ხელმეორე გავლა მისთვის ოპტიმალურ დროში და ეს წარმოადგენს ონლაინ სწავლების უპირატესობას.

Brandon Hall Group-ის კვლევის თანახმად ელექტრონული ფორმით სწავლა ჩვეულებრივ მოითხოვს 40% -დან, 60% -მდე ნაკლებ დროს, ვიდრე იგივე მასალების შესწავლა”საკლასო ტრადიციულ გარემოში”. სწორედ ამიტომ ახალგაზრდები დამღლელად და მოსაწყენად მიიჩნევენ საკლასო ოთახში ჯდომას და ამ ფორმით ცოდნის მიღებას, რომლსაც შესაძლოა ვერც გამოიყენებენ ცხოვრებაში, ან რომლის შინაარსი ხშირად უკვე მოძველებულიცაა.

დასაქმებული პირების პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესებაც ხდება აქტუალური, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია მათ მხრიდან  შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება, ხოლო ადამიანთა უმეტესობას ხშირად არ რჩება სწავლის დრო.  ონლაინ სწავლა კი წყვეტს სწრაფად განვითარებადი სამყაროს ამ გამოწვევებს, ის უფრო მოქნილია და ოპერატიულად  რეაგირებს ცვლილებებზე, ვიდრე განათლების ტრადიციული ფორმები.

ონლაინ სწავლების არაერთმა კვლევამ დაადგინა მისი უპირატესობები:

1.    მოხერხებულობა და კომფორტულობა. მოსწავლე/მსმენელზე ორიენტირება. სწავლა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა გაიაროთ ონლაინ კურსები სეგმენტების, თანმიმდევრობისა და სასწავლო მოდულის არჩევით. თვითონ ჩამოაყალიბოთ მეცადინეობის გრაფიკი, ისწავლოთ მოსახერხებელ რეჟიმში, ტემპით და მოსახერხებელ დროს - სამსახურში, ტრანსპორტის მოლოდინში ან სახლში. არც მეცადინეობაზე წასასწლელედ  დახარჯავთ დროს და სახსრებს.

2.    ხარჯების შემცირება. ეკონომია. ონლაინ კურსი უფრო იაფია ვიდრე მისი ანალოგი სწავლების ტრადიციულ ფორმატში. არ ითხოვს მგზავრობის და საცხოვრებელ ხარჯებს. საშუალებას გაძლევთ, რომ არ დაშორდეთ საწარმოო პროცესს და გააგრძელოთ მუშაობაც.

3.    ტექნოლოგიები. Microsoft- ის კვლევის თანახმად, 18 და 24 წლამდე ასაკის ადამიანების 77% მობილური გაჯეტების მიმდევარია, ამიტომ ელექტრონული სწავლების მოდულები იქმნება სმარტფონებისთვის და სხვა პორტატული მოწყობილობებისთვის, ანუ მობილურობისთვის, ე.ი. ყველგან სადაც მისაწვდომიაინტერნეტი. ამავდროულად გაკვეთილის კონტენტი,  პოდკასტები, ვიდეო და სხვა ვიზუალური ელემენტები იძლევიან  საჭირო ინფორმაციასთან უწყვეტ და შეუზღუდავ წვდომას, ხოლო ელექტრონული ტესტირების მეშვებით  შეძლებთ  შეაფასოთ თქვენს მიერ  მიღწეული ცოდნის დონე.

დამატებითი უპირატესობა. თქვენ შეგიძლიათ საუთარი საჭიროებების შესაბამისად დაამატებითი მოდულების დაკავშირებით შეიქმნათ პირადი უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამები. თეორიის ნახევრად ავტონომიური კრეატიულად შესწავლის შემოქმედებითი ბუნება და დავალებების დამოუკიდებელი შესრულება ხელს შეუწყობს აზროვნების დამოუკიდებლობას, სწავლებისადმი ინოვაციურ და შემოქმედებით მიდგომას. იქმნება ნებისმიერი ასაკის, სოციალური სტატუსის, ფინანსური მდგომარეობის ადამიანების სწავლების შესაძლებლობა. არ არსებობს შეზღუდავ, ან დისკრიმინაცია რასის, სქესის, ასაკის, რელიგიის, ეროვნების, სამოსის, გარეგნობის და ა.შ. მიხედვით.

პრაქტიკა დამაჯერებლად ადასტურებს, რომ, როგორც წესი, სამუშაოს დაწყებისთვის ან კარიერელი ზრისათვის, აგრეთვე ცოდნის შესავსებად და სწავლის გასაგრძელებლად ახალგაზრდები სულ უფრო აქტიურად ირჩევენ არატრადიციულ, არაფორმალურ  განათლებას. კომპანიების ხემძღავანელები ბოლო დროს უფრო მეტედ  ამახვილებენ ყურადღებას  პერსონალის ცოდნისა და უნარის დიაგნოსტირებაზე და ნაკლოვანაბების გამოვლენაზე, რათა მოახდინონ მისი ცოდისა და უნარების სრულყოფა.  ამის გამო, ჩვენ ვიყენებთ "შერეული სწავლების" მიდგომასაც , ანუ სასწავლო პროგრამაში ორი ან მეტი ონლაინ ან ოფლაინ მოდალის გამოყენებას, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა მიზნების მიღწევას - აუდიტორიის, გარემოსა და ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით.

უკან
Write Close