კულინარიის კიდევ ერთ საყოველთაოდ აღიარებულ ინოვაციურ მიმართულებად ამჟამად მიიჩნევენ ფუდპეირინგს. ამ მიმართულების არსი გამოიხატება სხვადასხვა პროდუქციის შეხამებაში, ანუ იმ პროდუქტების, რომლებსაც გააჩნია გემოს საერთო კომპონენტი, ე.ი. გამაერთებელი შეგრძნება. მის საფუძველს წარმოადგენს არა კერძების უკვე არსებული რეცეპტურა, არამედ გამოკვლევით შერჩეული გემოს კომბინაცია.
ალბათ ყველასთვისაა ცნობილია, რომ საკვების მოხმარება უკავშირდება ადამიანის ყნოსვას, გემოს შეგრძნებასა და მხედველობას. ამასთან, ყნოსვა ამ პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ის 80% -ით განსაზღვრავს გემოს შეგრძნებას. სწორედ ამის გამო, ყნოსვა იქცა ფუდპეირინგის ძირითად, განმსაზღვრელ კომპონენტად.
ფუდპეირინგის დამფუძნებელმა, ბიოინჟინერმა ბერნარ ლაუსმა, კვლევის შედეგად გამოავლინა, რომ თითოეულ პროდუქტს აქვს თავისი არომატული ნაერთი - არომატიზატორი - რთული ქიმიური ნივთიერება, რომელსაც გააჩნია მახასითებელი სურნელი და რომელიც განსაკუთრებით ვლინდება შემდეგ პირობებში:
- ის უნდა იყოს აქროლადი, რათა შესძლოს ცხვირის ზედა ნაწილში არსებულ ყნოსვის სისტემაში მოხვედრა;
- მისი კონცენტრაცია საკმაოდ უნდა იყოს მაღალი, რათა შეხებაში შევიდეს ყნოსვის ერთ ან მეტ რეცეპტორთან.
მრავალი სახეობის პროდუქტის ანალიზისა და მონაცემთა ბაზაში დაგროვების შედეგად ბერნარ ლაუსმა შექმნა პროდუქტების კომბინაციები, ანუ ისთი პროდუქტების, რომლებიც კარგად ერწყმიან ერთმანეთს, გააჩნიათ საერთო არომატული კომპონენტები და უკავშირდებიან არომატის თვალსაზრისით.ყველა პროდუქტი დაიყო კატეგორიებად, მაგალითად, რძის პროდუქტები, ხორცი, სანელებლები და ა.შ.
ცენტრში განთავსებულია პროდუქტი, რომელსაც გსურთ დაუაკავშიროთ სხვა პროდუქტები და შეადგინოთ მათი სასურველი კომბინაცია, ანუ ცენტრალურთან შერწყმა. აქ ძალზე მნიშვნელოვანია მათი თავსებადობის დონის მაჩვენებელი.
აგრეთვე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ - რაც უფრო მოკლეა შესათავსებელი პროდუქტბის ტოტი , მით უკეთესი იქნება მათი თავსებადობა ცენტრალურ პროდუქტთან.
შემდგომ ეტაპზე, კვლევის შედეგად, ვიზუალიზაციისათვის და რესტორნებისა და კაფეების მზაფეულთა დასახმარებლად, შედგენილ იქნა „ფუდპეირინგის ხე“, რომელიც აშკარად გვიჩვენებს პროდუქტების შეხამების შესაძლებლობას არომატული თვალსაზრისით.
გარდა ამისა, ფუდპეირინგის მხარდასაჭერად შეიქმნა Foodpairing® პროგრამა. ის ყველასათვის ხელმისაწვდომია და თქვენც შეგიძლიათ პროფესიულ საქმიანობაში ამ პროგრამის გამოყენება.
ამისათვის მოგიწევთ წასვლა საიტზე: https://www.foodpairing.com/en/home და თქვენც პროდუქტების თავსებადობის საფუძველზე შეძლებთ ახალი გემოს, სურნელების კომბინაციების, ე.ი, საკუთარი ხის შექმნას.
რა თქმა უნდა, შეთავაზებული ინსტრუმენტი არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც პანაცეა, რადგან არომატების სრულყოფილი შეხამებაც კი არ იძლევა თქვენი კერძის აბსოლუტური, 100%-ნი წარმატების გარანტიას.