ექსპერტთა აზრით, სპეციალური დიეტა დახმარებას გაუწევს ადამიანის ორგანიზმს, როგორც ვაქცინაციამდე, ასევე მის შემდეგადაც. სწორად გააზრებულ კვებას შეუძლია ხელი შეუწყოს დაცვის სისტემის ეფექტურობასა და ანტისხეულების გამომუშავებას.
COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციამდე - დიეტაში უნდა შევიტანოთ ცილებით მდიდარი საკვები, ხოლო ვაქცინაციის შემდეგ- ყურადღება მივაქციოთ ორგანიზმში ვიტამინების დონეს.
სპეციალტმა-დიეტოლოგებმა შემდეგნაირად ჩამოაყალიბეს რეკომენდაციები დიეტის მიმართ ვაქცინაციის პერიოდში: მინიმუმამდე შევამციროთ ტკბილი და ცხიმიანი საკვები, დავამატოთ უცხიმო ცილა, პრობიოტიკებით და საკვები ბოჭკოვანით მდიდარი პროდუქტები.
ეფექტური იმუნური პასუხისთვის, უნდა ვინარჩუნებდეთ ვიტამინ E-ს და რკინის ნორმალურ დონეს, სიფრთხილე გამოვიჩინოთ ბიოაქტიური დანამატების, ომეგა -3 მიმართ. მაგრამ პასუხი მის მიმართ არაერთაზროვანია. ომეგა -3 როგორც დიდი რაოდენობით, ასევე ნაკლებობით შეიძლება გახდეს არახელსაყრელი ვაქცინაციის ეფექტურობის თვალსაზრისით.
კვების რაციონი, რომელიც რეკომენდებულია აცრამდე.
ვაქცინაციამდე მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ორგანიზმის გადატვირთვა. მისი რესურსი გამოყენებულ უნდა იქნას არა მხოლოდ საჭმლის მონელებისა და ნუტრიენტების ათვისებისათვის, არამედ ანტისხეულების გამომუშავებისთვის.
მაღალკალორიული და ორგანიზმისთვის საჭირო ნუტრიენტებით გაუჯერებელი ფასტ-ფუდი, საკონდიტრო ნაწარმი დიდი რაოდენობით, ძალზე ტკბილი ან მარილიანი საკვები უმჯობეისია გამოვრიცხოთ. ამ მხრივ არ აქვს მნიშვნელობა გამხდარი ადამიანი იკეთბს აცრას თუ ჭარბი წონის მქონე. თუმცა, სპეციალისტების დაკვირვებით ჭარბი წონის ადამიანები Pfizer- ით ვაქცინაციის შედეგად აწარმოებენ ნაკლებ ანტისხეულებს კორონავირუსის მიმართ, ვიდრე გამხდრები.
ვაქცინაციამდე (სამიდან ოთხ დღემდე) მართლაც ღირს უარი ვთქვას ფასტ-ფუდზე ტკბილ გაზიან წყალზე და პროდუქტებზე, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ კონსერვანტებს. ეს საჭიროა იმის გამო, რომ ზოგიერთ მათგანს გააჩნია იმუნოსუპრესიული თვისებები.
დიეტური ბოჭკოების მქონე პროდუქტების მოხმარება - სასარგებლოა. ამ მხრივ ყველაზე მდიდარი წყაროა ხმელი ხილი, პარკოსნები და საკვები მარცვლეულის საფუძველზე, მ.შ. პური და ხილი.
მკვლევარებმა კვების რაციონში ცალკე აღნიშნეს მაღალი ხარისხის ცილის მნიშვნელობა, რომელიც დადებით გავლენას ახდენს COVID-19- ისგან იმუნიტეტის მოპოვებაზე. ამ მიზნებისათვის უმჯობესია მივირთვათ უცხიმო ხორცი, აგრეთვე თევზი, ქათამი და პარკოსნები.
რაც შეეხება შაქარს - უჯობსია ცოტა ხნით უარი თქვათ მასზე. ექსპერტებმა განმარტეს, რომ დამატებული შაქრის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქციის თუნდაც ერთჯერედი მოხმარება შეიძლება უმალვე უკავშირდებოდეს უჯრედების დონის მატებას, იწვევდეს მცირე ანთებით რეაქციას და ხელის უშლიდეს იმუნური სისტემის მოქმედებას. ამიტომ, ვაქცინური პროფილაქტიკის პერიოდში უპირატესობა უნდა მიენიჭოს არასწრაფად ასათვისებელ ნახშირწყლებს, დაბალი გლიკემიური ინდექსით.
არაერთი უცხოური ნაშრომი მიუთითებს ვაქცინაციის დროს იმუნური პასუხის კონკრეტულ ვიტამინებთან კავშირზე. ასე, მაგალითად, ტაფტის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ, როგორც ჩანს, ვიტამინი E აუმჯობესებს იმუნური სისტემის საერთო ფუნქციურ პარამეტრებს ვაქცინაციის დროს. ვიტამინ E-თი მდიდარია მცენარეული ზეთები, ნიგოზი, თხილი, თევზი, ასევე ავოკადო და მანგო. რკინის შემადგენლობის მიღება შესაძლებელია ზღვის პროდუქტებიდან, ხორცისა და პარკოსნებიდან, აგრეთვე სიბპროდუქტეიდან. ხოლო წითელ ღვინოს, არაქისს, ფისტას, კაკაოს, ჟოლოს, ყურძენს, მოცვს შეუძლია დაავადების მსვლელობის შემსუბუქება.
ამასთან, ვაქცინაციაზე A ვიტამინის დანამატების გავლენის თაობაზე ჩატარებულმა კვლევებმა არაცალსახა შედეგი გამოავლინეს. გაკეტდა დასკვნა, რომ იმუნური პასუხის უზრუნველყოფაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ორგანიზმში უკვე არსებული A ვიტამინის მარაგი, რის გამოც მისი დამატებითი მიღება არ იძლევა სასურველ ეფექტს.
როგორ შევუწყოთ ხელი პოსტვაქცინური იმუნიტეტის ფორმირებას და იმუნური სისტემის აქტივობის გააძლიერებას ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში კვების გამართული რაციონით?
ამ მიზნით, უმჯობესია დავიცვათ რაციონი, რომელიც შედგება როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური სახის პროდუქტებისგან და პასუხობს ჯანსაღი კვების ზოგადად მიღებულ რეკომენდაციებს.
ადამიანები, რომლეიც არასაკმარისი რაოდენობით ღებულობენ აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, ავლენენ სუსტ, არაოპტიმალურ იმუნურ პასუხებს, ამიტომ საუკეთესო იმუნური პასუხის მისაღებად გონივრულია, რომ აუცილებელი საკვები ნივთიერებები მოვიღოთ საჭირო რაოდენობით.
ვაქცინაციის პერიოდში გაზრდილ აქტივობას თანახლავს მეტაბოლიზმის ზრდაც, რაც ბიოსინთეზისთვის მოითხოვს ენერგიის დამატებით წყაროებსა და სუბსტრატებს. ხოლო რიგი ვიტამინები (B6, B12, ფოლიუმის მჟავა, C, D და E) და მიკროელემენტები (თუთია, სპილენძი, სელენი, რკინა) მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანის იმუნური სისტემის მხარდაჭერაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა საკვები ნივთიერებებიც, მათ შორის ამინომჟავები და ცხიმოვანი მჟავებიც.
მრავალი მცენარეული, ბოჭკოვანი და ფერმენტირებული პროდუქტი, გარდა პირდაპირი გავლენისა, თავის როლს ასერულებს ჯანსაღი მიკრობიოტის შექმნასა და შენარჩუნებაშიც, რომელიც ასევე მხარს უჭერს იმუნური სისტემის ფუნქციურად აქტიურ მდგომარეობას.
რისი მოხმარებაა არასასურველი?
არასასურველ ეფექტს იძლევა ალკოჰოლი. ვაქცინაციამდე მიზანშეწონილია უარი ვთქვათ ალკოჰოლის მცირე დოზის მიღებაზეც აცრამდე და ვაკცინაციასთან დაკავშირებულ ვიზიტიდან სამ - ხუთ დღემდე. უმჯობესი კი იქნება არ გამოვიყენოთ იგი რაც შეიძლება დიდხანს.
აგრეთვე საზიანო შეიძლება გახდეს - შებოლილი ხორცი, ტკბილეული, შოკოლადი, მარწყვი, ციტრუსები და ობიანი ყველი. ამ პროდუქტებმა შესაძლოა გამოიწვიონ ზედმეტად ძლიერი იმუნური პასუხი.
მზია გიგუაშვილი - პროფესიული სკოლა "ინტერსერვისი"- ს ხელმძღვანელი