როგორ ყალიბდებოდა მზარეულის უნიფორმა


კულინარული ხელოვნების ევოლუციასთან ერთად მუდმივად მიმდინარეობდა მზარეულის სამოსის სრულყოფა, ყალიბდებოდა მისი ისტორია, ვითარდეოდა მოდა და იქმნებოდნენ უნიფორმის ბრენდები. მე -19 საუკუნის დასაწყისამდე კულინარს გააჩნდა სპეციალური სამოსი და მას ცვლიდა მუქი, ნაცრისფერი ყოველდღიური ტანსაცმელი.


თუმცა ნაპოლეონის პირადმა მზარეულმა მარი-ანტუან კარემმა (1784-1833), რომელიც გამოირჩევოდა რეფორმატორული მისწრეფებებით, საზოგადოებას შესთავაზა სპეციალური ტანსაცმლის საკუთარი ნიმუში და ნაცრისფერი შეცვალა თეთრი ფერის ქსოვილებით, რათა მოეხდინა სისუფთავის დემონსტრირება სამზარეულოში.

 

შეთავაზებულმა უნიფორმის თეთრმა ფერმა მოიპოვა საყოველთაო აღიარება და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდა ევროპაში და, მათ შორის, საქართველოს კულინარულ წარმოებაშიც. თუ გნებავთ, ამის დასადასტურებლად საკმარისია გავიხსენოთ ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნახატი - „მზარეული". 


მზარეულების მეფისა და მეფეების მზარეულის, როგორც უწოდებნენ ანტუან კარემს, რეფორმატორულმა ჟინმა მოიცვა არა მხოლოდ კულინარიული ნაწარმი და კერძების მიწოდების წესი, არამედ სამზარეულოს მსახურთა გარეგნული იერიც. სწორედ მან უბიძგა კოლეგებს ეზრუნათ ისეთი უნიფორმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც დააკმაყოფილებდა უსაფრთხოებისა და კომფორტულობის მოთხოვნებს. მან შესთავაზა კოლეგებს მზარეულის სხვადასხვა ზომის ქუდების შემოღებაც, რათა შეფ-მზარეული გამოირჩეოდეს დამხმარე და ახალგაზრდა კოლეგებისგან. მისი ქუდი 18 დუიმის სიმაღლის იყო და გააჩნდა ასი ნაკეცი, რაც სიმბოლურად ასახავდა კვერცხის მომზადების 100 ხერხს.


შემდგომში, გასული საუკუნიდან, მზარეულის უნიფორმა პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე მუდმივად განაგრძობდა სრულყოფას და დღეისათვის მზარეულის სამოსი შედგება შემდეგი ელემენტებისგან:
• ორბორტიანი კიტელი (ქურთუკი);
• ქუდი (ან სხვა ფორმის თავსაბურავი);
• წინსაფარი;
• შარვალი ან ქვედატანი-ფანქარი (ქალბატონებისათვის);
• დახურული ფეხსაცმელი რბილი ძირით.


ამჟამად უნიფორმა შეიძლება იყოს არა მხოლოდ თეთრი, არამედ, მაგალითად, მწვანე, შინდისფერი, ლურჯი, ღვინის ფერის, ან კომბინირებული. მზარეულები ირჩევენ შავი და თეთრი უჯრედებიანი ქსოვილის შარვალს, რომელზეც ნაკლებად შეიმჩნევა სითხის ან ცხიმის ლაქები. აგრეთვე გამრტივდა მოთხოვნა თავსაბურავის ფორმის მიმართ, ოღონდ ის კვლავაც ასრულებს იმიჯის შემქმნელ, ჰიგიენურ და პრაქტიკულ ფუნქციებს. მზარეულის ტრადიციული ქუდის ნაცვლად შემოღებულია ბანდანა, თავსაფარი, კეპი ან ტაბლეტის ფორმის ქუდი. მათი ფერი ასევე განისაზღვრება კომპანიის კორპორატიული სტილით. კონდიციონერის წყალობით ყელსახვევი ძირითადად უნიფორმის დეკორეტიული ატრიბუტად იქცა.


თანამედროვე ქსოვილებისგან შეკერილ წინსაფარს იცმევენ არა მხოლოდ წინა, არამედ, დაბინძურების შემთხვევაში, უკუღმა პირითაც.

თანამედროვე კიტელის (ქურთუკის), შარვლის, ქუდის შეკერვისას მწარმოებლები იყენებენ ქსოვილს, რომელიც შედგება ადამიანის თმის ღერზე 100-ჯერ თხელი ნანო-ბოჭკოებისგან. მაგალითად, მასალა chef-tex ბოჭკოებზე თანარად ანაწილებს ტენიანობას, ამცირებს შრობის დროს, მაღალი ტემპერატურის პირობებშიც იცავს სიგრილეს და კომფორტულობას. სხვა მასალებთან შედარებით, იგი უკეთესად ინარჩუნებს ფორმას, უზრუნველყოფს გრძელვადიან გამოყენებას და გარეგნულ იერს.


ამჟამად, რამოდენიმე ცნობილი მწარმოებელი პერიოდულად წარმოადგენს საუკეთესო მოდურ ნიმუშებსა და ახალ-ახალ მოდელებს, ქმნის პროფესიული უნიფორმის ბრენდებს, მათ რიცხვშია: Greiff, Denny's Uniforms, Egochef, Simon Jersey, Bragard,Chef Works, Dickies Chef, Siggi Horeca და სხვა.

 


მაგალითად, 1840 წელს დაარსებული კომპანია - Dennys Brands საუკუნის განმავლობაში თავს უყრიდა არსებულ გამოცდილებას და სრულყოფდა მზარეულის უნიფორმას. მისი ნაწარმი გამოიყენება მთელ მსოფლიოში, მ. შ. ჯეიმ ოლივერის რესტორნებში. მაღალი ხარისხის აღიარებისათვის Dennys Brands მიენიჭა ინგლისის დედოფლის ორდენი და ის გახდა სამეფო კარის პერსონალის უნიფორმის მიმწოდებელი.


სხვა ცნობილ კომპანიებთან ერთად, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია Chef Works -ის ნიმუშები, ვინაიდან Chef Works -ი ყოველთვის მოდისა და მზარეულთა უნიფორმის ფუნქციონალურობის ავანგარდშია.


ამავე დროს უკვე საკმაო ხანია კორპორატიული უნიფორმა წარმოადგენს კომპანიის სახეს და აქედან გამომდინარე, თანამედროვე მოდელებს, როგორც წესი, ამშვენებს კომპანიის კორპორატიულ ფერებში შესრულებული დახვეწილი ნაქარგი ლოგო ან სხვა სიმბოლო.


სპეციალური ფეხსაცმელი ასევე წარმოადგენს მზარეულის გარდერობის მნიშვნელოვან ნაწილს.უნივერსალურ მოდელად ამჟამად მიჩნეულია საბოს ორთოპედიულ ძირიანი მოდელი. მისი წარმოებისათვის იყენებენ მასალას, რომელიც არ ქმნის დისკომფორტს, მუშაობისას არ ღლის ფეხს და უზრუნველყოფს სანიტარულ - ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვას. ამ თვალსაზრისით საინტერესო მოდურ - დიზაინერულ მოდელებს მზარეულთა საზოგადოებას მუდმივად სთავაზობს ცნობილი იტალიური სასაქონლო მარკა - Dr. Monte Bosco, რომელიც 1975 წლიდან აწარმოებს უშუალოდ მზარეულის ფეხსაცმელს.


როგორც ხედავთ, კულინარიისათვის არ არის უცხო "მოდური სწრაფვა -აღტყინება" და თვით მოდაც - გვერდს არ უვლის კულინარულ სამყაროს.

 

უკან
Write Close