კერძების მიწოდების ევროპული და კომბინირებული სტილი

რესტორანში ამ მეთოდების უპირატესობები და მახასიათებლები.

დრო მიედინება და, რა თქმა უნდა, ყველაფერი ცხოვრებასა თუ ყოველდღიურ ყოფაში, მათ შორის სუფრის სერვირების სტილიც განიცდის ევოლუციონირებასა და სრულყოფას. გარდა ამისა კეძების მიწოდების სხვადასხვა მეთოდი ავსებს და ამდიდრებს ერთმანეთს. ამაში შეგვიძლია დავრწმუნდეთ სუფრის მომსახურების ევროპული და კომბინირებული სტილების მაგალითზე.


რა თქმა უნდა, კერძების მიწოდების სტილისა და მეთოდის არჩევანი, ყოველთვის გამომდინარეობს სუფრის (წვეულების) დანიშნულებისა და ხასიათიდან (ბანკეტი, საზეიმო, საქორწილო, სადღესასწაულო ან ჩვეულებრივი მაგიდა), აგრეთვე უნდა ითვალისწინებდეს კერძების ასორტიმენტსა და რესტორნის სპეციალიზაციას.
ევროპული მეთოდი, მაგალითად, ინგლისურისგან განსხვავდება კერძების თეფშზე თანაბარი პორციების განაწილებითა და ინდივინდუალური მიწოდებით. ამ პროცესისთვის არაა აუცილებლი გვერდითა მაგიდიდის მოხმარება. ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას საჭმლის შემოტარებით მიწოდების ფრანგულის მსგავსიმეთოდი, ან სტილი „à la russe".


მიწოდების ევროპული წესის განსხვავებულობა გამოიხატება მაგიდის სერვირებაშიც, რომელზეც თავიდან ალაგებენ მხოლოდ თეფშებს, სუფრის მოწყობილობებსა და ქსოვილის ხელსახოცების.შემდეგ ოფიციანტებს მოაქვთ სპეციალურ თეფშებზე დადებული ცივი საუზმეული, მცირე დროში ცხელი კერძებიც მცირე ზომის შემთბარი სახურავიანი თეფშებით. მეორე, ასევე ცხელი, კერძები მოაქვთ თბილი პატარა ზომის სადილის თეფშებზე, რომლებიც დაფარული არიან კლოშის სპეციალური სახურავებით.

ევროპული მეთოდის ძირითადი უპირატესობები:

• სტუმართა დიდი რაოდენობის მომსახურების დაჩქარება;
• მომსახურების სამუშაოების მოცულობის შემცირება, მ.შ. საჭმელის გადანაცვლებისა და ჭურჭელზე დამატებითი საჭიროების ჩათვლით;
• მისაწოდებელი საჭმელის ხარისხისა და გარე შეხედულობის შენარჩუნება;
• საკვების ნაადრევი გაგრილების თავიდან აცილება.

ევროპული მეთოდით მიტანისას წყვილებში მომუშავე ოფიციანტები სტუმრებს მარჯვენა მხრიდან უახლოვდებიან და თეფშებიდან სახურავის მოხსნის შემდეგ ათავსებენ სტუმრების წინ. სახურავი უნდა გადაატრიალონ და სწრაფად გადადონ დამხმარე მაგიდაზე. სახურავი არ აიხდბა მანამ, სანამ ყველა თეფში არ დაიდება სტუმრების წინ.

თეფშებით კერძების მიწოდებისას უნდა დაიცვან შემდეგი წესები:

• ძირითადი პროდუქტი მოჭრის ნაწილით უნდა იყოს მიმართული სტუმრისკენ;
• ლოგოტიპის მქონე თეფში უნდა დაიდგას ისე, რომ სტუმარმა დაინახოს ეს ლოგოტიპი;
• თუ გარნირს, სალათს ან სოუსს აწდიან ცალკე, კერძთავ შერევის გარეშე, მათ ათავსებენ თეფშის მარცხენა ნაწილზე,ან ხორცის ნაჭრის ზემოთ, რათა მზარეულის მიერ ოსტატურად გაფორმებულმა კერძმა შეინარჩუნოს შექმნილი სახე და მიწოდების ტემპერატურა.

აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ საქორწილო და სადღესასწაულო ბანკეტების მომსახურეობის დროს მრავალი რესტორანი ამჟამად აქტიურად იყენებს კერძების მიწოდების კომბინირებულ ევროპულ სტილს. ის გულისხმობს ინგლისური, ფრანგული, ევროპული და "à la russe " სტილების ელემენტების კომბინირებულ გამოყენებას, რა თქმა უნდა, კერძების ასორტიმენტის გათვალისწინებით.

მაგალითად, ცხელი კერძები და სუპები შეიძლება მიეწოდონ ინგლისურად, ხოლო ხილი - მეთოდით"à la russe ".

კომბინირებულ მეთოდს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები:

• მაგიდის სერვირებას ყველა საჭირო მოწყობილობითა და მინის ჭურჭლით ახდენენ წინასწარ;
• აგრეთვე წინასწარ ამშვენებენ მაგიდას, მაგალითად, ყვავილიანი ვაზების განთავსებით;
• ცივი საუზმეული გამოაქვთ და მას აწვდიან აგრეთვე წინასწარ;
• ცხელ კერძებს აწვდიან მიდგმული ან მოძრავი მაგიდიდან, სპეციალურად შეთფილებულ თეფშებზე. სახურავი-კლოშე იხსნება მხოლოდ მაშინ, როცა კერძი უკვე დადებულია სტუმრის წინ .

კერძების მიწოდების კომბინირებულ ევროპულ სტილთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს მომსახურბის შვედური წესიც (ე.წ. შვედური მაგიდა), რომელიც საკმაოდ პოპულარულია სხვადასხვა ტიპის რესტორნებში.

მისი მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია ის, რომ სპეციალიზირებულ მაგიდებზე წინასწარ შეიძლება განთავსდეს არაერთი საუზმეული, ცივი და ცხელი კერძები, ან მათი კომპონენტები, აგრეთვე ნამცხვრები, სხვადასხვა პური, წინასწარ მომზადებული ხილი, ბოსტნეული, წვენები და ცივი სასმელები. სტუმრები კი, ინდივიდუალური კომბინაციით, თეფშებზე იდებენ საჭმელს და თავად შეუძლიათ დაისხან ცხელი ან ცივი სასმელები.

მომსახურების ამ მეთოდს ზოგიერთ ქვეყანაში „ბუფეტი" ეწოდება. ეგრეთ წოდებული ბუფეტის მაგიდის ტრადიცია საკმაოდ დიდი ხანია არსებობს და მას გააჩნია ისტორიული წარმომავლობაც. კერძოდ, სკანდინავიელები ოდითგანვე წინასწარ ამზადებდნენ ბევრ საჭმელს და სტუმრების მობრძანების შემთხვევაში მაშინვე დიდი თეფშებით აწვდიდნენ მათ ყველა კერძს, რის შემდეგაც სტუმრები საკუთარი ხელით იღებდნენ საჭმელს.

მე-20 საუკუნიდან კი, შვედური მაგიდის სახელწოდებით, ამ ტრადიციამ აღიარება და გამოყენება მოიპოვა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და აქტიურად გამოიყენება სასტუმროებში საუზმეების, საზეიმო მიღებების, ყრილობაბის, კონფერენციების, ასევე სემინარების და სხვა მსგავსი ღონისძიებების გამასპინძლების დროს.

წაიკითხეთ აგრეთვე კერძების მიწოდების სხვა წესების შესახებ >>>

უკან
Write Close