მზარეული-უნივერსალი - I ნაწილი

260 ლარი
ყიდვა

დაიწყე კულინარიის შესწავლა - გახდი მზარეული!

ჩვენ გთავაზობთ:
მზარეულის ინტენსიურ პროფესიულ სასწავლო კურსს, რომელიც შედგება სამი კომპონენტისგან.
მზარეულის პროფესიული კურსის - I ნაწილი - მრავლმხრივ გაგაცნობიერებთ კულინარიის სამყაროს და დაგეხმარებათ საბოლოოდ დარწმუნდეთ პროფესიის სწორ არჩევანში.
შემდეგ გაივლით:
მზარეულის პროფესიული კურსის - II ნაწილს - სადაც შეისწავლით HACCP სისტემის მოთხოვნებს ნედლეულისა და კულინარიული პროდუქციის უვნებლობის მიმართ, სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმებს. სამზარეულოს აღჭურვილობას, მანქანა-დანადგარების, მოწყობილობებისა და ხელსაწყოების ეფექტურ და უსაფრთხო გამოყენებას, აგრეთვე მზარეულის შრომის უსაფრთხოების წესებს.
და მზარეულის პროფესიული კურსის - III ნაწილს, რომელშიც: შეგასწავლით ძირითად კულინარიულ მეთოდებსა და ხერხებს, სხვადასხვა კერძების მომზადების რეცეპტურასა და ტექნოლოგიურ პროცესებს, დაეუფლებით კულინარული პროდუქციისა და ნაწარმის მომზადებას, რის შედეგადაც თავდაჯერებულად იგრძნოთ თავს სამზარეულოში.
სამივე კომპონენტის გავლის შემდეგ მიიღებთ მზარეულ - უნივერსალის ორენოვან სერტიფიკატს (ქართული, ინგლისური).
სრული კურსის ხანგრძლუვობა 3 თვე. სრული კურსის საფასური - 750 ლარი. გადახდა შეგიძლიათ თვიურად. 
სწავლება მიმდინარეობს დევიდ კოლბის მეთოდის მიხედვით

კურსის აღწერა

კურსი - ინტენსიურია და აგებულია სწავლების დუალურ პრინციპზე: თეორიული ნაწილი - ტარდება ონლაინ ფორმატში, ზრდასრულთა სწავლების დევიდ კოლბის მეთოდიკის გათვალისწინებით, ხოლო პრაქტიკული ნაწილი - ორგანიზებულია სამუშაო ადგილზე, უშუალოდ რესტორანში კერძების მომზადების ტექნოლოგიური პროცესის პირობებში.


Left
Right

კურსის  I ნაწილის გავლისას თქვენ შეისწავლით:


1. კვების ობიექტების კლასიფიკაციასა და მათ განმასხვავებელ სპეციფიურობას
2. მზარეულთა კლასიფიკაციასა და ფუნქციონალურ მოვალეობებ
3. კულინარული პროდუქციის წარმოების ძირითად ცნებებს, ტერმინებსა და განმარტებებს.
4. საქართველოს რეგიონალური სამზარეულოების დამახასითებელ თავისებურებებს

გაქვთ შეკითხვები?

დატოვეთ თქვენი კომენტარი ან დაგვირეკეთ!
260 ლარი
ყიდვა
Write Close