მაშინ მოემზადეთ დამსაქმებელთან შეხვედრისა და გასაუბრებისთვის ...
ერთი შეხედვით, ზოგიერთისთვის, საკითხის ამ სახით დასმა შეიძლება მოულოდნელადაც მოეჩვენოს. სინამდვილეში კი, გასაუბრება ნამდვილად მნიშვნელოვანი ეტაპია ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმების პროცესში.
უპირველეს ყოვლისა, მომავალმა შეფ-მზარეულმა უნდა გაითვალისწინოს თუ რა თემებს შეიძლება შეეხოს საუბარი, რა მოთხოვნები შესაძლოა წამოუყენონ ვაკანტურ თანამდებობაზე მსურველს და როგორ უპასუხოს მან დამსაქმებლის მიერ დასმულ შეკითხვებს.
როგორც წესი, გასაუბრებაზე მიდიან შეფ-მზარეულები, რომლებმაც იციან ხორცის, თევზის, ფრინველის, ბოსტნეულისგან სხვადასხვა სახის კერძების მომზადება, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ყველამათგანს აქვს საკმარისი ცოდნა სამუშაო ადგილის სწორად ორგანიზებისა, სათანადო დონეზე არ ფლობენ კულინარიული პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის თეორიულ საფუძვლებს, ან ზოგ შემთხვევაში არ გააჩნიათ უახლესი ტექნოლოგიური დანადგარებისა და სამზარეულოს აღჭურვილობის გამართულად გამოყენების უნარი.
მაგრამ, თუ გაგაჩნიათ საკმარისი ცოდნა და უნარები, თამამად შეგიძლიათ დამსაქმებელთან გასაუბრებაზე მისვლა. ამავდროულად უნდა გაითვალისწინოთ, რომ კომპანიების ნაწილში დასაქმებულები არიან ახალგაზრდები, რომლებიც ასევე ოცნებობენ შეფ-მზარეულის კარიერაზე, მიუხედავად ამისა თქვენ ნამდვილად გაუწევთ მათ კონკურენციას.
პირველ რიგში ჩვენ გირჩევთ - ყოველთვის თქვათ სიმართლე, რადგან მცირე ტყუილმაც კი შეიძლება გამოიწვიოს უნდობლობა!
ამ პუბლიკაციაში ვეცდებით დეტალურად აღვწეროთ ინტერვიუს დროს წამოჭრილი თითოეული თემა და ყველაზე ხშირად დასმული კითხვები, რათა ტქვენ თამამად გასცეთ პასუხი და დარწმუნებული იყოთ თქვენს კომპეტენციებში.
ასე რომ დავიწყოთ...
1. როგორ მოხვდით ამ პროფესიაში?
ეს ხშირად პირველი კითხვაა. და საპასუხოდ, რა თქმა უნდა, უნდა აჩვენოთ თქვენი დაინტერესება პროფესიით და გაუაზიაროთ გარემოებები - როგორ, რა ვითარებაში და რატომ მოხვედით აღნიშნულ სფეროში. შეგიძლიათ ზედმეტი მოკრძალების გარეშე, გულწრფელად მოუთხროთ თქვენი ლამაზი ისტორია.
2. რაში გამოიხატება თქვენი უპირატესობა და თქვენი ძლიერი მხარე?
და ესეც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სხვადასხვა კუთხით ხშირად დასმული შეკითხვაა. შთამეჭდავ პასუხად იქნება მიღებული თუ თქვენ აღწერთ საკუთარ უნარს იყოთ სასარგებლო კომპანიისთვის უშუალოდ შეფის პოზიციიდან, ასევე ყველაზე უჩვეულო სიტუაციებშიც კი: მაგალითად, პირადად შეასრულოდ ფუნქციები ან მოვალეობები მრავალფეროვან პოზიციებზე, თანამდებობებზე, მათ შორის უფროსის თანაშემწედ ან თუნდაც დამხმარე მზარეულადაც.
3. მოგვიყევი შენს შესახებ
ერთი შეხედვით, ეს ყველაზე მარტივი თქვენთვის შეთავაზებული კითხვებიდან. მას, როგორც წესი, უსვამს ყველა რესტორატორი შეფ-მზარეულის თანამდებობის მსურველს მიუხედევად იმისა უკვე მიიღო თქვენი რეზიუმე თუ არა. ამიტომ, წინასწარ მოამზადეთ საკუთარი მინი პრეზენტაცია შემდეგი წესების დაცვით:
- დაიწყეთ განათლებით (პროფესიული, საშუალო სპეციალური, უმაღლესი), შედეგ განაგრძეთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებით, ინდივიდუალური პროფესიული კომპეტენციების ტრენინგებით;
- მოუყევით თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ (გაუზიარეთ ინფორმაცია მნიშვნელოვან ობიექტებში მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ. ისეთ დეტალებზე თუ რომელ წელს და რომელ თვეში მუშაობდით თითოეულ ამ პროექტში აქცენტირების გარეშე);
- შემდეგ შეუფერხებლად გადაიყვანეთ საუბარი თქვენს უპირობო კოზირებზე (მაგალითად, ყველაზე წარმატებულ პროექტებში თქვენი მონაწილეობის თაობაზე კულინარიის ზუსტად იმ მიმართულებით, რომელიც ესაჭიროება თქვენს პოტენციურ დამსაქმებელს თავის ახალ პროექტში. ასევე შეგიძლიათ მოკლედ მოუყვეთ იმ სტაჟირების შესახებ, რომელიც ემთხვევა დამსაქმებლის ინტერესებს და რომელიც გაიარეთ ცნობილ შეფ-მზარეულებთან (რა თქმა უმდა თუ გაქვთ ასეთი გამოცდილება).
4. გაგაჩნიათ მიზნობრივი, სპეციალური პროფესიული მომზადება.
- ზოგიერთი რესტორნისთვის დაქირავებისას მზარეულის „დიპლომის" ან „სერთიფიკატის" არსებობა ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. თუმცა, თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ თქვენ ნამდვილად მიიღეთ განათლება და არა მხოლოდ სერთიფიკატი და ისწავლეთ პროფესიონალურად მუშაობა.
ამიტომ, თუ არ გაქვთ ამ სპეციალური პროფესიული განათლება, შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენს სამუშაო გამოცდილებაზე და ცნობილ შეფ-მზარეულებისგან მიღებულ ცოდნაზე, რომლებიც გასწავლიდნენ მზარეულად მუშაობის განმავლობაში.
5. მოგვიყევით წინა სამუშაო ადგილების შესახებ
- დაასახელეთ ობიექტები, სადაც გიმუშავიათ
- მუშაობის პერიოდი
- სამუშაო ადგილიდან წასვლის მიზეზი
- რომელ შეფ-მზარეულებთან მუშაობდით?
6. თუ დასაქმებული ხართ, რატომ გსურთ შეცვალოთ თქვენი ამჟამინდელი სამუშაო ადგილი?
ეს - პასუხის გასაცემად არამარტივი და, შეიძლება ითქვას, ძალიან სახიფათო კითხვაა. ჩემი რჩევაა - გასაუბრებისას უნად თქვათ სიმართლე:
- თვეების განმავლობაში არ გიხთიდნენ (ან მუდმივად გიგვიანებდნენ) ხელფასს? (მოყევით ამის შესახებ)
- არ გიზრდიდნენ ანაზღაურებას, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად მუშაობდით პროფეონალიზმის დონის ამაღლებაზე, მონაწილეობდით გამოფენებში. ნუ იქნებით უსაფუძვლო, მოუყევით ობიექტის იმ კონკრეტული ინდიკატორების შესახებ, რომლებიც გაუმჯობესდნენ თქვენი ძალისხმევის შედეგად (მათ შორის შემოსავლების ზრდა), მაგრამ ეს ძალისხმევაც არ შეფასდა როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად.
- შეფ-მზარეულის პოზიციის დატოვების ხშირი მიზეზია აგრეთვე პროფესიული ზრდისთვის პირობების არარსებობაა.
- ან, გარდა ამისა, ხშირად ხდება, რომ რესტორატორი ძალიან იშვიათად ან პირიქით გაუმართებლად ხშირად ცვლის ობიექტის მენიუს, ამვდროულად არ ითვალისწინებს შეფ-მზარეულის ყველაზე გონივრულ წინადადებებს ინოვაციების შესახებ და ა.შ.
როგორც მომავალი დაწესებულების შეფ-მზარეულმა და სამზარეულოს ხელმძღვანელმა, მშვიდად, მოკლედ და არა ზედმეტად ემოციურად უნდა უპასუხოთ პოტენციური დამსაქმებლის ამ და სახვა მსგავსს კითხვებს.
7. რატომ გსურთ ჩვენთან მუშაობა?
ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, ორიგინალური ან დასაბუთებული უნდა იყოს. ჩვენ წარმოგიდგენთ 4 პასუხს, რომელიც სავარაუდოდ მოეწონება პოტენციურ დამსაქმებელს (უბრალოდ უპასუხეთ მოკლედ და კონკრეტულად):
- მოგხიბლათ ობიექტის "საინტერესო პროექტმა (ან კონცეფციამ)" - ახსენით, რატომ ხართ დაინტერესებული. მოუყევით თქვენი იდეების შესახებ შესაბამისი ასორტიმენტისა ან მენიუს შესახებ და ასევე შესთავაზეთ რამდენიმე კერძი, რომელიც პოტენციურ ჰიტად შეიძლება იქცეს კონკრეტულად ამ ობიექტისათვის;
- "მსურს ვიმუშაო პროფესიონალთა ძლიერ გუნდში" - ეს არგუმენტი უნდა იყოს დასაბუთებული. რა თქმა უნდა, ეს ესიამოვნება ნებისმიერ რესტორატორს ან რესტორნის მენეჯერს, მაგრამ თუ ამას უამბობთ დამწყებ მეწარმეს, ის თქვენს სიტყვას შეაფასებს როგორც ტყუილს, ხოლო აშკარა ტყუილმა ჯერ არავის უშველა.
- არგუმენტად, თქვენ ასევე შეგიძლიათ მოიყვანოთ "სურვილი, რომ გსურთ უფრო ეფექტურად გამოიყენოთ საკუთარეი ცოდნა და გამოცდილება", რომელიც შიძინეთ სტაჟირების დროს, ან, მაგალითად, დაეუფლეთ საინტერესო კერძების მომზადებისას სადმე საზღვარგარეთ, მასტერკლასზე, გამოფენაზე და ა.შ. ;
- თუ იტყვით, რომ „გსურთ დაეუფლოთ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას", მაშინ ეს გახასიათებთ, როგორც ცნობისმოყვარე პიროვნებას, რომელიც მზად არის ინოვაციებისა და ცვლილებებისთვის. ასევე შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზეც, რომ გეგმავთ მუშაობას აღიარებულ ბრენდ-შეფთან და რომ ცოდნა-უნარის გაღმავებას პროფესიონალისგან, რომელთანაც ოცნებობთ ერთ სამზარეულოში მუშაობაზე.
8. რა საქმიანობას გეგმავთ 5 წლის შემდეგ?
არ გირჩევთ ისეთი პასუხის გაცემას, როგორიცაა: „მე ვგეგმავ საკუთარი რესტორნის გახსნას". რა თქმა უნდა, ეს სურვილი მშვენიერია!
მაგრამ შეხედეთ ამ პასუხს რესტორატორის ნაცვლად: მიანდობს ის თავის საწარმოს მომავალს იმ შეფს, რომელიც გამოცდილების შეძენის შემდეგ გადაინაცვლეს საკუთარ, კონკურენტ ბიზნესში? ასევე სრულიად მიუღებელია, თუ არ იცით პასუხი კითხვაზე თქვენი გეგმების შესახებ მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში. ამიტომ, სასწრაფოდ დაფიქრდით, რათა უპასუხოთ პოტენციურ დამსაქმებელს ისე, რომ მიიღოთ კიდევ ერთი პლიუსი თქვენს სასარგებლოდ.
მაგალითის სახით: „ვგეგმავ პროფესიულ განვითარებას (სტაჟირების გავლას ...თან, ან სხვა ქვეყნების სამზარეულოების შესწავლას ... და ა.შ.)".
9. რა მავნე ჩვევები გაგაჩნიათ? (მიუთითეთ თქვენი სუსტი მხარეები)
გაიაზრეთ პასუხი და გაეცით თქვენთვის მისაღები პასუხი. როგორც ყოველთვის მოგიწოდებთ იყოთ მართალი და გააფრთხილოთ დამსაქმებელი თქვენი მავნე ჩვევის შესახებ. აუცილებლად გააკეთეთ ეს.
თუ სათქმელი ვერ მოიფიქრეთ ილუსტრაციის სახით შემოგთავაზებთ 2 მაგალითს. ერთ-ერთი შესაძლოა მოგერგებათ თქვენც, გამოიყენეთ იგი:
- მაგალითად- თამბაქოს მოწევა ცუდი ჩვევაა? ამიტომ, თუ ეწევით, აუცილებლად აცნობეთ დამსაქმებელს ამის შესახებ;
- ან, ისევ მაგალითისთვის, პერფექციონიზმი - ანუ არაყოველთვის გონივრულად მაღალი მოთხოვნა საკუთარი თავისა და ქვეშევრდომების მიმართ, რომლიც არ იქცევა დაბრკოლებად, მაგრამ შეიძლება ქმნიდეს მოკლევადიან პრობლემებს ურთიერთობებში, რომლებცას თქვენ თვითონვე მოაგვარებთ. განმარტეთ დეტალურად, რაში და როგორ გამოიხატება თქვენი მოთხოვნების სიმკაცრე.
- ან იქნებ რაღაცა სხავა გაახასიათებთ?
10. როგორია თქვენი მოლოდინი ხელფასთან დაკავშირებით?
შეისწავლეთ შრომის ბაზარზე არსებული ხელფასის შეთავაზებები. ამრიგად, თქვენ გაიგებთ, თუ რა დონის ანაზღაურებას სთავაზობენ ამჟამად თქვენი დონის სპეციალისტებს და თავდაპირველად მოერგეთ ამ ჩარჩოს.
11. მზად ხარ ზენორმატიული შრომისათის, ზეგანაკვეთისთვის?
დააზუსტეთ რამდენად ხშირია შესაძლო ზენორმატიული შრომა და გათვალისწინებულია თუ არა ანაზღაურება, ბონუსები, ან სამუშაო საათების გადაანგარიშება, ითვალისწინებენ თუ არა ხარჯების კომპენსაციას, მაგალითად, ტაქსის მომსახურებისათვის, ან გააჩნიათ სხვა სახის შეთავაზებები.
ყოველივე ამის შემდეგ, თითქმის ყოველთვის ხდება პრაქტიკული გამოცდაც - საბაზისო ტექნიკების ცოდნის დასადგენად ან სამუშაო ადგილზე შეფასებისათვის.ასევე შესაძლებელია 1-3 დღიანი სტაჟირება სამზარეულოში.
გაითვალისწინეთ, რომ 2023 წელს მოსალოდნელია მონოკონცეფციების განვითარების მორიგი ბუმი და, ობიექტის ფორმატიდან გამომდინარე, ყველა შეფ-მზარეულს მოეთხოვება ცოდნა კონკრეტულ პროდუქტთან მუშაობის ტექნიკებთან დაკავშირებით. მაგალითად, თევზის რესტორანში შეფასდება თევზის დამუშავების სისწრაფე, პროცედურის სისწორე, პროდუქციის უვნებლობა, სან-ჰიგიენური ნორმების დაცვა და სამუშაო ადგილის სისუფთავე მუშაობის დროს.
და ბოლოს, კიდევ რამდენიმე კითხვა, რომელიც შეიძლება დაგისვან შეფ-მზარეულის პოზიციაზე გასაუბრებისას...
- თქვენი ყველაზე დიდი მიღწევები ცხოვრებაში და საქმიანობაში?
- გაქვთ საკუთარი პროფესიონალური დანები?
- გიყვართ კერძების მომზადება?
- მუშაობის პროცესში გქონიათ რთული სიტუაციები და როგორ აგვარებდით მათ?
- როგორ წარმოგიდგენიათ შეფ-მზარეულისა და მზარეულების სამუშაო დღე?
- რამდენი ხანი დაგჭირდებათ სახლიდან სამსახურში მისასვლელად?
ა.შ.... და თქვენ მზად უნდა იყოთ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად.
გაითვალისწინეთ. თუ გსურს გახდე წარმატებული და მოთხოვნილი შეფ-მზარეული მოგიწევს დაძაბული შრომა, ხშირად დღეში 10-12 საათი. დარწმუნებული უნდა იყო საკუთარ თავში და საქმიანობაში, რათა მიაღწიოთ მაღალ შედეგს.
ამისათვის უნდა იყო გაბედული და აკეთო არა მხოლოდ რაც გსურს, არამედ ის, რაც საჭიროა. და კიდევ ერთი... უნდა გიყვარდეს შენი საქმე, რათა ის განიჭებდეს სიამოვნებას, რომელიც გამოიხატება საქმისადმი, მის შედეგებისადმი სიყვარულში და იმაში, თუ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი სხვა ადამიანებზე.
გისურვებთ წარმატებას!
მზია გიგუაშვილი