კვების პროდუქტებს გააჩნია ზებუნებრივი ენერგია?

დიეტოლოგთა და სპეციალიზებულ ფსიქოლოგთა გარკვეულმა ნაწილმა ბოლო დროს სულ უფრო ხშირად დაიწყო საუბარი იმის თაობაზე, რომ ადამიანის საკვებსა და მის შემადგენელ თითოეულ პროდუქტს გააჩნიათ თავისებური ენერგია და აურა, რომლებსაც განაპირობებენ სხვადასხვა ფაქტორები და მახასიათებლები.

ამავდროულად, უკვე უძველესი დროიდან ადამიანებმა გაიგეს კვების სამკურნალო ძალის შესახებ და ოსტატურად იყენებდნენ პროდუქტების თვისებებს დაავადებებთან ბრძოლაში. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ამ თვისებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანის ცხოვრებაში, კერძოდ კი - ფიზიკური ჯანმრთელობა და ფსიქიკის მდგომარეობა, გონებრივი აქტივობა, განწყობა და თუნდაც ხასიათის გარკვეული გამოლენებები.

ახლაც ზოგი პროდუქტის ლეგენდარული თვისებების თაობაზე განსაკუთრებით მრავალი მითი ვრცელდებაჯანსაღი კვების მიმდევრებს შორის. გარდა ამისა, მარილის, ბრინჯის, თაფლისა და, თუ გინდ, ქათმის კვერცხის მაგიური ძალის შესახებ ხშირად ქადაგებენ სხვადასხვა წინასწარმეტყველები და ამ პროდუქტების მეშვეობით ბოროტი თვალის მოშორების, ან სურვილის აღსრულების შესაძლებლობაზე მიუთითებენ ასხვადასხვა კულტის მიმდევარი მკითხავები.

გარკვეული ინტერესი ამ უჩვეულო პრობლემატიკის მიმართ გამოავლინა ეზოთერიკამაც, რომელიც ცდილობს საიდუმლოების ფარდა ახადოს „კვების ალქიმიას" და მოგვითხროს პროდუქტების ინფორმაციული და სიხშირე-ტალღური თვისებების შესახებ, რათა დაგვეხმაროს, რომ ახლებურად შევხედოთ კვების პროდუქტებსა და საკვებ დანამატებს. ეზოთერიკოსების აზრით, ადამიანის მიერ მოხმარებელი პროდუქტები შეიცავენ სხეულის, გონების, ცნობიერების მკვებავ ნივთიერებებს და როდესაც ისინი ხვდებიან სხეულში არა მხოლოდ გვაძღობენ და გვაწვდიან საჭირო ენერგიას, არამედ ახდენენ გავლენას ჩვენს განწყობაზე, ქცევაზე და ხასიათის გამოვლინებებზეც კი.


ზოგიერთი ეზოთერიკოსი საკვებში გამსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბალახებსა და მცენარეებს. თუმცა, მხოლოდ მცენარეული პროდუქტების ზებუნებრივი თვისებების ადეპტები „ეზოთერულად ერთადერთ სწორ" მაგალითად, ასახელებენ ამ სახის პროდუქტების მოხმარების პირად გამოცდილებას ან/და ინდიელი იოგების პრაქტიკას, რომლებიც მიირთმევენ მხოლოდ ვეგეტარიანულ საკვებს. ისინი აქტიურ პროპაგანდას უწევენ მხოლოდ „განმავითარებელ მცენარეულ კვებას" და ამ დროს არ ახსენდებათ არც ჩრდილოელი შამანები, რომლებიც საკვებად იყენებენ ცხოველის ხორცს (სტროგანინას) და არც ვუდუს კულტის ძლევამოსილი მიმდევრები, რომლებიც ასევე არ არიან მცენარეული დიეტის მოყვარულები. მაგრამ მხოლოდ მათ თუ მოუსმენ, შეიძლება იფიქრო, რომ მცენარეული საკვების მომხმარებელ იოგებს გარდა არავის არ შეუძლია იქონიოს კარგი ენერგია და მაღალი სულიერი დონე.


ხოლო სხვა ადაპტების აზრით, ადამიანი, რომელიც იკვებება მძიმე, განსაკუთრებით ცხოველური ცხიმებით, ავლენს "გრიზლის მეტაბოლიზმს", მას უყალიბდება "მძიმე სხეული, დაბალი ენერგია, გადადგილება და ნებისმიერი მოძრაობა ხდება დუნე და შენელებული, ხოლო გონება მიძინებული".

მათი აზრით, „ზოგიერთი პროდუქტის ენერგეტიკა ასეთია:

  • მჭლე ხორცი - აღვივებს და ავლენს ღია სიბოროტეს, გულისწყრომას, ღვარძლს, ან ბოღმასა და ჯავრს;
  • ცხიმიანი ხორცი - ფარულ, ანუ უფრო მალულ ბოროტებას;
  • მარცვლეული - პასუხისმგებლობას სამყაროს წინაშე;
  • ჭვავი - ღრმა ცხოვრებისეული სიბრძნეების ჩაწვდომის ინტერესს;
  • ხორბალი - ცხოვრების სიბრძნეების ზედაპირული გააზრების ინტერესს;
  • ბრინჯი - სამყაროს ზუსტ, გაწონასწორებულ, სრულყოფილ ხედვას;
  • სიმინდი - ცხოვრებაში ყველაფრის ადვილად მიღებას;
  • ქერი - თავდაჯერებულობის;
  • შვრია - ცოდნის წყურვილის, ცნობისმოყვარეობის;
  • კარტოფილი - სერიოზულობის;
  • სტაფილო - მცინარობის;
  • კომბოსტო - გულითადობისა და გულთბილობის;
  • თავგამურა - ცოდნისკენ მისწრაფებას;
  • ჭარხალი - რთული საკითხების გასაგებად ახსნის უნარისა;
  • კიტრი - სულიერი მოუსვენებლობის, მეოცნებობის;
  • პომიდორი - საკუთარ თავში ღრმა რწმენის;
  • ბარდა - ლოგიკური აზროვნებისკენ მისწრაფების;
  • მშვილდი - საკუთარი შეცდომების აღიარების სურვილის;
  • ნიორი - თავდაჯერებულობის, დაუთმობლობის, საჯიუტის;
  • ვაშლი - გონივრულობის, წინდახედულობის;
  • კამა - მოთმინებისა და თავშეკავებულობის;
  • ლიმონი - კრიტიკული გონების;
  • ბანანი - დაუფიქრებლობის, ფუქსავატობის, ქარაფშუტობის;
  • ყურძენი - კმაყოფილების;
  • კვერცხი - სრულყოფილებისაკენ სწრაფვის;
  • თაფლი - სიყვარულისა და სითბოსკენ მისწრაფების."

 


ამ სახის თეორიების ერთერთმა ავტორმა განაცხადა, რომ „ადამიანის ხასიათის თითოეულ თვისებას, მის მიერ სამყაროს აღქმას, ისევე როგორც უმეტეს სტრესს ახასიათებს რყევების თავისი ამპლიტუდა, აგრეთვე კვების ცალკეულ პროდუქტებსა ან კერძებსაც - თავისი, ხოდა როცა ისინი ერთმანეთს ემთხვევიან, ადამიანის სხეულისა და ბუნების საჭიროებები კმაყოფილდებიან".


და მაინც - რა განსაზღვრავს პროდუქტების ენერგეტიკასა და, კონკრეტულად - რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას ჩვენზე?


კვების პროდუქტების ენერგეტიკის თაობაზე თეორიის ცალკეული მიმდევრების მრწამსით, "სხვადასხვა კერძებისა და პროდუქტებისადმი მიდრეკილება ვლინდება როგორც ქვეცნობიერი სურვილი მოვახდინოთ რომელიმე ენერგიის ნაკლებობის კომპენსირება, ამავდროულად ეს მიდრეკილება შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოგვდის, ან რა მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენ ამ მომენტში".


მაგალითად, თქვენ იცით, რომ:

 

  • „თუ ადამიანს უჩნდება მჟავის სურვილი - ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის განიცდის რაღაცა დამნაშაულის გრძნობას (მჟავემ კი შეიძლება შეარბილოს ამგვარი შეგრძნება);
  • ხოლო თუ ტკბილის მოთხოვნილება - ამ შემთხვევაში შესაძლოა, რომ მას ქვეწნობიერად გაუჩნდა შიში (ვინაიდან ტკბილეული იწვევს სიმშვიდის გრძნობას);
  • ხორცეულის მოთხოვნილება კი - მეტყველებს გაავება, სიბრაზეზე (ხოლო ბრაზის „გაძღომა"მხოლოდ ხორცითაა შესაძლებელი)".
  • ამგვარი თეორიის მიმდევრები გვთავაზობენ პროდუქტებისადმი მიდრეკილების, მათი ენერგეტიკული თვისებებისა და პიროვნების ხასიათის შესაბამისი გამოვლინებების განსხვავებულ ხედვასაც. ასე, მაგალითად, „თუ ადამიანს:
  • უყვარს რძე - უმეტესად ის უარყოფს თავის შეცდომებს, მაგრამ ყოველთვის ამჩნევს სხვის მცდარობას; ხოლო თუ აბსოლუტურად არ უყვარს რძე, მაშინ ურჩევნია იცოდეს თუნდაც მწარე სიმართლე, ვიდრე ტკბილი ტყუილი; საერთოთ არ სურს რძის გაგონებაც კი - ის არ აღიბს ტყუილს; ახასიათებს რძის ჭარბობი მოიხმარება - ის არასოდეს იტყვის სიმართლეს.
  • უყვარს თევზი - ურჩევნია სულიერი სიმშვიდე, რისთვისაც არ ინანებს ძალისხმევას; არ უყვარს - ამ შემთხვევაში ის ვერ ეგუება აპათიას, სიმშვიდეს, პასიურობას, უმოქმედობას, სიზარმაცეს; საერთო არ მოსწონს თევზი - ის არ დაუშვებს გულგრილობას, უქნელობას, მას სურს, რომ მის გარშემო სიცოცხლე მუდმივად დუღდეს;
  • თუ უყვარს მტკნარი წყლის თევზი, მაშინ მას სურს მშვიდი და წყნარი ცხოვრება, ითხოვს, რომ არ ეხებოდნენ მას და თვითონაც არ აპირებს სხვის შეწუხებას; უყვარს დამარილებული თევზი - ამ შემთხვევაში ის ავლენს დიდ შეუპოვრობას, მაღალ თავდაჯერებულობას და ყოველთვის აცხადებს, რომ კარგი ადამიანია.
  • თუ გააჩნია წყლის მცირე რაოდენობით მოიხმარება - გააჩნია სამყაროს გამახვილებული ხედვა და მკვეთრი აღქმა, ხოლო თუ გაზრდილი მოცულობით - მაშინ ახასიათებს სამყაროს ბუნდოვანი და გაურკვეველი აღქმა, მაგრამ მიაჩნია, რომ ის კეთილგანწყობილი და კეთილმოსურნეა. "

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათ დასაშვებია ვივარაუდოთ, რომ ამგვარი ენერგეტიკული მახასიათებლები და თვისებები საკვებ პროდუქტებს არ დაუდგინდათ სპეციალური სამეცნიერო კვლევების შედეგად, თუმცა ასევე შეიძლება ვიფიქროთ, რომ პუბლიკაციაში მოყვანილი შეხედულებები და დასკვნები ჩამოყალიბდნენ საკმაოდ ყურადსაღები დაკვირვების შედეგად.


მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებთ, რომ ამ პუბლიკაციის გაცნობა შეგაგულიანებთ და გაგიწევთ დაგეხმარებას კვების პირადი რაციონის გააზრებაში და ჰიპოკრატეს მოწოდება „დაე, საკვები გახდეს თქვენი წამალი, ხოლო წამალი - საკვები" იქცევა თქვენი ცხოვრების რეალობად.

მზია გიგუაშვილი - პროფესიული სკოლა "ინტერსერვისი"- ს ხელმძღვანელი
უკან
Write Close