დავიწყოთ იმით, რომ კვების ბიზნესი უაღრესად რთული საქმეა. სტატისტიკის მიხედვით, კვების ობიექტების 80% იხურება პირველი ორი წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე გავითვალისწინოთ ყველა დეტალი.
მდგრადი, მუშა იდეა არის ის, რომელიც პირველ რიგში მოგწონს შენ და იქნება მოთხოვნადი ბაზარზე - ის უნდა შეესაბამებოდეს სარესტორნო ინდუსტრიის შიდა და გარე ტენდენციებს და ასევე იქნება აქტუალური იქ, სადაც აპირებ ბიზნესის დაწყებას.
! რას ნიშნავს ბიზნეს-იდეა - ეს არის შენი მომავალი ბიზნესის მოკლე და მარტივი აღწერა.
მაგალითად:
! ჩემი ბავშვობის საჩებურეკე,
ან
! დუქანი - ლაღიძის #2
განვიხილოთ სამი ვარიანტი
1. მაშინ, როცა შენი იდეა შეესაბამება შენ მიზნებს
შეხედე შენ ნამდვილ მიზნებს. ეს არის მნიშვნელოვანი ბიზნეს-ინტერესი, რადგან გაძლევს შესაძლებლობას დაინახო შეუსაბამებლობა მომავალში, თუ ის არსებობს, რა თქმა უნდა.
ასე რომ! წარმოიდგინე, რომ გავიდა 5 წელი:
იფიქრე და თქვი, შენი ბიზნესი მიგიყვანს შენ ამ «სურათამდე»?
შემდეგი პირობა....
2. შენი იდეა შეესაბამება შენ ინტერესებს, ფასეულობებს და აღტაცებებს
არ შეიძლება გამოვტოვოთ ეს პუნქტი. როგორც უკვე ვთქვით, გასტრობიზნესი - ერთ-ერთი ყველაზე რთული ბიზნესია: დახარჯული თანხის დაბრუნება ხანგრძლივია და მომგებიანობის კარგი დონის მიღწევასაც დრო სწირდება. შესაბამისად რთულია ანაზღაურების გარეშე საქმის კეთება, თუ ეს საქმე არ მოგწონს.
მაგალითად, შენ არ გიყვარს ფასტფუდი, მაგრამ გაიგე, რომ ბურგერები ტრენდშია დამიიღე გადაწყვეტილება, რომ გახსნა საბურგერე. სიმართლეა იმაში, რომ შენ ვერ შეძლებ რამოდენიმე წლის განმავლობაში (!და ასე იქნება ზუსტად!) მთლიანად გადაჰყვე იმას, რაც შენ არ მოგწონს და არც ისე გაინტერესებს.
მაგრამ არის სიტუაცია, როდესაც ადამიანს აქვს სურვილი ჩადოს ფული და ნახოს მოგება საქმიდან. მას არ გააჩნია სარესტორნო ბიზნესის სფეროს რაიმე ინტერესი. აქ ის გამოდის ინვესტორის როლში და არ მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ბიზნესის დაწყებასა თუ განვითარებაში. ! ამ შემთხვევაში ეს პუნქტი შეგიძლია გამოტოვო!
მაშ ასე, თუ შენ არ ხარ ინვესტორი, მაშინ...
დაწერე სია, რაც შენ მოგწონს/შენ არ მოგწონს.
- მომწონს:
- არ მომწონს:
და შემდეგ ...
3. მაშინ, როცა შენი იდეა აქტუალური და გასაგებია იქ, სადაც გეგმავ მის რეალიზებას.
ნებისმიერი წინადადება უნდა შემოწმდეს: შეისწავლე აუდიტორიის ქცევა. მაგალითად რეაქცია უცნობ პროდუქტზე.
!ბიზნესს აქვს აზრი მხოლოდ მაშინ, როდესაც ის აგვარებს მომხმარებლის პრობლემას.!
რა გავაკეთოთ ამისათვის?
შენი ამოცანაა - გაიგო უპირატესობები და მოთხოვნები, რაც აქვთ ადამიანებს, მაგრამ ჯერ არ განხორციელებულა, რა არის უკვე მოთხოვნადი ამ ტერიტორიაზე, რა არის პოპულარული ან რაც ახლახან გამოჩნდა - ალბათ ეს იქნება სამომავლო ტრენდი.
შეისწავლე აუდიტორია
ჩაატარე ქალაქის/რაიონის მოსახლეობის გამოკითხვა. ამის გაკეთების ყველაზე მარტივი გზა არის ონლაინ, მაგალითად, სოციალური ქსელების საშუალებით.
დაუსვი კითხვა, რამდენს ხარჯავენ ადამიანები საკვებზე, რას ყიდულობენ ყველაზე ხშირად, სად იკვებებიან. კითხვა დაუსვი არა მომავალში ("იყიდით თუ არა..."), არამედ წარსულში ("რა იყიდეთ გასულ თვეს?").
შეისწავლე ბაზარი
შეხედე რა არის უკვე ბაზარზე, რა ტიპის კაფეები და რესტორნებია წარმატებული. შესაძლოა, რაიმე იდეა მოგეწონება.
შეისწავლე ტრენდები
ჩამოწერე ყველაფერი, რაც ახლა ქალაქში პოპულარულია. თუ შენ იწყებ ბიზნესს რეგიონში, ყურადღება მიაქციე იმას, რაც იქ უკვე პოპულარულია. ტენდენციები, როგორც წესი, რეგიონებში დაგვიანებით აღწევს.
ბაზრის ტენდენციების ანალიზის შესახებ წაიკითხეთ შემდეგ სტატიაში...
ავტორი: მზია გიგუაშვილი