სუფრაზე კერძების მიწოდების ინგლისური მეთოდი


ამჟამად, რესტორნებში გამოყენებული ხუთი მეთოდიდან ერთ-ერთი მეთოდი.


"კერძის გემო და გარეგნობა"-, როგორც თავის დროზე განაცხადა ცნობილმა ფრანგმა კულინარმა ბერნარდო ლუაზიემ, - "გვანიჭებენ სიამოვნებას თანაბარ დონეზე ".
ამ გამონათქვამს შეუძლებელია რომ არ დაეთანხმო. მომხმარებლისთვის მისაღები წესით საჭმლის მიწოდება, აგრეთვე კერძის დახვეწილი დიზაინი ნამდვილად უქმნიან მას სადღესასწაულო განწყობას და აღუძრავენ მადას.


სერვირებისა და მიწოდების პროცედურა თავად ევოლუციის პროდუქტია (ამბობს გასტრონომიის თემებზე მომუშავე მწერალი ბენედიქტ ბოჟე) ის იძენს სოციალურ და პოლიტიკურ განზომილებას.


დღეისათვის ევროპულ სივრცეში ძირითადად გამოიყენება საკვების მიწოდების 5 ძირითადი მეთოდი. თითოეულ მათგანს განაპირობებენ საკუთარი ისტორიულ- ტრადიციული საფუძვლები, თავისებურებები და ძირითადი განსხვავებები.


მიწოდების მეთოდის არჩევანი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია თავად დღესასწაულის სახეობასა და ტიპზე (ბანკეტი, საზეიმო, საქორწილო, სადღესასწაულო თუ ჩვეულებრივი სუფრა), აგრეთვე მომხმარებლის ეთნიკურ პრიორიტეტებზე, კერძების ასორტიმენტზე, რესტორნის ფორმატსა და სპეციალიზაციაზე.


დავიწყოთ ინგლისით.


კერძების მიწოდების ინგლისური მეთოდის გამოყენებისას სავალდებულოა მთავარ სასადილო მაგიდასთან მისადგმელი მაგიდის გამოყენება. ეს დამხმარე მაგიდა შეიძლება იყოს მობილური და სტაციონარული. ტრადიციულად ჭურჭელსა და დანაჩანგალს მასზე განალაგებენ იმავე თანმიმდევრობით, როგორიცაა დაცული მომხმარებელთა მაგიდებზე. კერძს ძირითადი პროდუქტით ათავსებენ მაგიდის მარცხენა მხარეს, ხოლო გარნირს მარჯვნივ, ცენტრში კი -თეფშებს.
თავად გვერდითა მაგიდა ისე უნდა იყოს მიდგმული, რომ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდეთ დააკვირდნენ მიმტანის ქმედებებს. ამავდროულად, მირთმევამდე კერძი რომ არ გაცივდეს მას აფარებენ ლითონის კლოშ- თავსახურებს.


სწორედ ამ მისადგმელ მაგიდაზე, სტუმრების უშუალო სიახლოვეში, მიმტანი ახდენს კერძების ფორმირებას. ის იღებს თითოეული სტუმრის თეფშს, გადააქვს მასში კერძის ძირითადი ნაწილი, შემდეგ გარნირი და აწვდის თეფშს სტუმარს. ამ ხერხით თანდათან ხდება მთელი სუფრის მომსახურება. სტუმრებს, რომლებიც ამ პროცესში აკვირდებიან მიმტანის მოქმედებებს, შეუძლიათ უთხრან მას თავიანთი უპირატესობების შესახებ კერძის ამა თუ იმ კომპონენტთან დაკავშირებით.


ინგლისური წესის გამოყენება განსაკუთრებით უმჯობესია ცხელი კერძების მიწოდებისას.


მათ რიცხვში შედიან:
• როგორც მთლიანი, ასევე პორციული ხორცისა და თევზის კერძები;
• ბურღულეულის, კარტოფილის, დაბრაწული ან მოშუშული ბოსტნეულის გარნირები;
• სოუსები, ცხელი სუპები;
• პუდინგები და დესერტები.


მეორე, ანუ ცხელი კერძებისა და დესერტის პირდაპირ დარბაზში მოსამზადებლად მისადგმელ დამხმარე მაგიდაზე დგამენ სამაგიდე ღუმელს. კერძების მოსამზადებლად იყენებენ სპეციალურ ტაფებს, შემდეგ კი სტუმრების თანდასწრებით მზა კერძი გადააქვთ გამთბარ თეფშებზე.
კერძების პორციონირება ინგლისური მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, როგორც წესი, ხდება ორივე ხელით.


პორციაციონირების პროცესში გამოიყენება რამდენიმე მეთოდი, მაგალითად:
• ერთ-ერთი მათგანი - პროდუქტის ქვეშ ჩადეთ კოვზი, ზემოდან ოდნავ დააჭირეთ ჩანგალი - ეს ხერხი გამოიყენება კატლეტების, ლანგეტების, სტეიკების, ბოსტნეულის და ბურღულეულის გარნირების, სალათების დასანაწილებლად;
• მეორე - კოვზს და ჩანგლს ათავსებენ პროდუქტის ქვეშ და ასე ანაცვლებენ - ეს მიდგომა გამოიყენება კერძების შებრაწული კომპონენტების, ხორცის დიდი ნაჭრების პორციონირების დროს.


მისადგმელ მაგიდასთან ერთდროულად შეიძლება მუშაობდეს ორი ოფიციანტი- ერთი მათგანი ანაწილებს ძირითად პროდუქტს, ხოლო მეორე ანაწილებს გარნირებს.
სოუსიანი კერძების დანაწილებისას გამოიყენება ორი კოვზი და თეფშზე ჯერ გადაქვთ გარნირის პორცია, შემდეგ კი მთავარი კერძის.


ინგლისში დიდად აფასებენ ტრადიციებს, ამიტომ ეს მეთოდი აქტუალურია დღესაც, განსაკუთრებით კამერული მომსახურების შემთხვევაში.


ამის დასტურად შეიძლება ავღნიშნოთ, რომ ალბათ ყველას ბევრ ინგლისურ ფილმში და არაერთხელ გვინახავს სუფრაზე კერძების მიტანის ტრადიციული ინგლისური მეთოდი, რომელიც ყოველთვის იყო წარმოდგენილი, როგორც ბრიტანული ცხოვრების სტილის ატრიბუტი. ეს მეთოდი ამჟამადაც გამოიყენება საზეიმო ბანკეტებზე, საუზმეებზე მაღალი დონის სასტუმროებში და ასევე რიგ სადღესასწაულო სუფრებზე.


აგრეთვე იხილეთ რესტორნებში კერძების მიწოდების სხვა მეთოდებიც >>>>>

 

 

 

უკან
Write Close