სასწავლო კურსი - სუშის მზარეული

750 ლარი
ყიდვა

სუშის და როლების წარმოების თეორია და პრაქტიკა

სასწავლო კურსი - სუშის მომზადების ტექნოლოგია
კურსის მიზანი
კურსის გავლის დროს თვით აღმოაჩენთ ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში არც ითვალისწინებდით ან, შესაძლოა, არც იცოდით მათ შესახებ. თავიდან აიცილებთ შეცდომებს, როცა შეიტყობთ ყველაფერს პროდუქტის შერჩევის, ჭრის და შემზადების თაობაზე.შეიტყობთ საიდუმლოებებს, რომლებსაც ფლობენ მხოლოდ სუში -ბარებისა და რესტორნების გამოცდილი შეფ-მზარეულები. ისწავლით სწორად როგორ მოამზადოთ ბრინჯი და სოუსები მისთვის.აგრეთვე ყველაფერს ინსტრუმენტების შესახებ, რომლებსაც იყენებენ სუშის მომზადებისას.

თუ მართლაც გსურთ გაიგოთ როგორ უნდა ამზადოთ როლები პროფესიონალურად და გემოვნებით - მაშინ სწორად შეგირჩევიათ სასწავლო კურსი.
მოთხოვნები კურსის შესწავლისათვის - მზარეულის გამოცდილება არ მოითხოვება.
კურსის აღწერა
ეს კურსი გაძლევთ შესაძლებლობას შეისწავლოთ სუშის წარმოება ხარისხის ახალი სტანდარტების შესაბამისად, რაც ძალზე აქტუალურია. მომხმარებლმა უკვე დაიწყო პროდუქციის შეფასება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე მიმდინარეობს სუშის მწარმოებელთა პრიორიტეტულად შერჩევა. და სწორედ ახლა წყდება - ვინ შესთავაზებს მომხმარებელს გემოვნების მაღალ დონეს და არა იმას, რასაც კლიენტები ხშირად ხედავენ როლების შეკვეთისას. ხოლო, ლამაზი და გემრიელი როლების მომზადების შესწავლის უმარტივესი გზაა - პირადად მოამზადოთ სუშის და როლების სხვადასხვა სახეობა რესტორნის პროფესიონალურ მოწყობილობაზე და გამოცდილი შეფ - მზარეულის პირადი მეთვალყურეობის ქვეშ.
სწავლების ფორმა:
ყველა მასალა წარმოდგენილია გაკვეთილების კონტენტის ტექსტუალურ, აუდიო და ვიდეო ფორმატში, აგრეთვე მოგეცემათ ცოდნის თვითშემოწმების შესაძლებლობაც ტესტის მეშვეობით.
სტაჟირება:
მომუშავე მზარეულთათვის აუცილებელი არ არის.
Left
Right
რას გთავაზობთ?

+ თეორიულ ონლაინ სწავლების შესაძლებლობას ნებისმიერ ხელსაყრელ დროს.
+ პრაქტიკულ მეცადინეობებს შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით რეალურ რესტორანში.
+ ცოდნის შემოწმებას ტესტების მეშვეობით.
+ თქვენს მიერ მიღებული სერტიფიკატი ადასტურებს კომპეტენციების შესაბამისობას და ხდება თქვენი გარანტი სამუშაო ადგილზე.  სერტიფიკატი გაიცემა ორ ენაზე (ქართული და ინგლისური)

აუცილებელი პირობაა - უნდა გაიაროთ (შედის კურსის საფასურში)

მზარეული-უნივერსალი - I ნაწილი

პროფესიული კურსი მზარეული II ნაწილი

750 ლარი
ყიდვა
Write Close