წესები და პირობები | საჯარო შეთავაზების შეთანხმება | ოფერტა
 


საჯარო შეთავაზების შეთანხმება (ოფერტა)

  საიტზე www.e-chef.ge გამოქვეყნებული ფასიანი საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურების თაობაზე.

საქართველო, თბილისი

განახლებულია 27.11.2021

წინამდებარე ხელშეკრულება (ოფერტა) წარმოადგენს პროფესიული სკოლა „ინტერსერვისი“ / ი.მ. მზია გიგუაშვილი პ.ნ. 01019011310  -  ს (შემდგომ - ჩვენ, ანუ შემსრულებელი ) ოფიციალურ  საჯარო შეთავაზებას შეუზღუდავი რაოდენობის პირთა მიმართ, რომლებიც ეთანხმებიან შეთავაზებით განსაზღვრულ პირობებს (შემდგომ - თქვენ, ანუ მომხმარებელი), მათი სრული და უპირობო მიღებით (აქცეპტით). აღნიშნული შეთავაზების (ოფერტის) ტექსტი განთავსებულია მისამართზე: www.e-chef.ge.

აღნიშნულ პირობებთან თანხმობის განცხადებამდე მომხმარებელი ვალდებულია სრულად გაეცნოს ამ დოკუმენტს. საინფორმაციო, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო სერვისების, ან საქონლის შეძენისას, რომელთა აღწერა მოცემულია საიტის შესაბამის გვერდებზე  www.e-chef.ge .

მომხმარებელი საბოლოოდ ადასტურებს, რომ ეთანხმება და აღიარებს ამ უკვე ხელშეკრულების სტატუსის მქონე დოკუმენტში განსაზღვრულ პირობებს.

ამ შეთანხმების მხარეთა ურთიერთობები რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 

ტერმინები და განმარტებები

შემსრულებლის ვებსაიტი  -  არის პროფესიული სკოლა „ინტერსერვისი“ ვებგვერდი, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში მისამართზე: www.e-chef.ge.

ოფერტა - დოკუმენტი, ფასიანი საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებისა და საქონლის მიწოდების „საჯარო შეთავაზებასთან“ თანხმების თაობაზე. აღნიშნული ოფერტა გამოქვეყნებულია შემსრულებლის ვებგვერდზე.

აქცეპტი - ოფერტის სრული და უპირობო მიღება, რომელის შედეგად ოფერტა იძენს ხელშეკრულების ძალას.

ხელშეკრულებამომხმარებელსა და შემსრულებლს შორის მომსახურებაზე ან/და პროდუქტის, საქონლის მიწოდებაზე მიღწეული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც იდება საჯარო შეთავაზების აღიარებისა და დადასტურების მეშვეობით. 

ჩვენი შეთავაზება (შემდგომში „მომსახურება“) წარმოადგენს შემსრულებლის მიერ მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად ან ინდივიდუალურად, თუ სხვა ორგანიზაციების ტექნიკური დახმარებით: ონლაინ, ოფლაინ და კომბინირებული კურსების, ვებინარების, ტრენინგების ფასიან შეთავაზებას. აღნიშნული კურსების, თემატური გაკვეთილების, შემსწავლელი და შემფასებელი ტესტების, დამხმარე მასალების, ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით მსმენელთა მიერ პრაქტიკული ცოდნის მიღება ითვალისწინებს სამუშაო ადგილზე სწავლებას, რომელიც ემყარება ცხოვრების განმავლობაში (Lifelong Learning) განათლების მიდგომებსა და ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგიას. 

საიტი - ინტერნეტ რესურსი, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას მომსახურების მიწოდების მოცულობის, დროისა და ადგილის, ან პროდუქტის, თუ საქონლის შეძენის პირობებს, მათი ხარისხის მახასიათებლების, შემსრულებლის მომსახურების შინაარსისა და ღირებულების შესახებ. აღნიშნული სახის ინფორმაციის წარდგენა ხდბა მისამართზე:  www.e-chef.ge .

თქვენი პირადი კაბინეტი - შემსრულებლის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული ვებ-სერვისის სპეციალური დანაყოფი, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი მართავს თავის შეკვეთებს და შემსრულებლის მიერ მითითებულ ვადაში ღებულობს წვდომას სასწავლო პროგრამის მასალებთან. 

ონლაინ კურსი - კურსი, რომელიც შედგება აუდიო და ვიდეო ლექციების, სასწავლო კონტენტის, სატესტო ამოცანების, დამოუკიდებლად შესასრულებელი დავალებებისა და სხვა მასალებისგან.  ის ორგანიზებულია შემსრულებლის მიერ ინტერნეტის მეშვეობით დისტანციური წვდომის პრინციპზე და მიმდინარეობს წინასწარ მომზადებული გაკვეთილების ფორმატში, ან კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე რეალურ რეჟიმში.

ოფლაინ კურსი - შემსრულებლის მიერ მომხმარებლებთან შეთანხმებული რეალური შეხვედრის სახით ორგანიზებული სწავლების ფორმატი.

კომბინირებული (შერეული კურსი) - კურსი, რომელშიც გამოყენებულია ორივე (ონლაინ და ოფლაინ) ფორმატი.

ტრენინგი - მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა, ინტერაქტიული სწავლის ფორმა, რომლის მიზანია კონკრეტული პროფესიული კომპეტენციის შეძენა, განვითარება, ან სრულყოფა.

მასტერკლასი - პრაქტიკული პროფესიული გამოცდილების გაზიარების, გაცვლის ინტერაქტიული ფორმა,რომელიც შესაძლებელია ონლაინ და ოფლაინ ფორმატში.

სერტიფიცირება - მზარეულის, სუ-შეფის, შეფ-მზარეულისა ან/და სხვა პერსონალის პროფესიული კომპეტენციების ტესტირების და პრაქტიკული დავალების საშუალებებით დაფიქსირება და შეფასება.

1. ხელშეკრულების საგანი.

1.1. ამ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ჩვენს მიერ თქვენთვის საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, რომელიც ითვალისწინებს თქვენს მიერ არჩეული კურსის ინტენსიური, ონლაინ (ან კომბინირებული) სწავლების პაკეტს.

1.2. აღნიშნული საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სწავლების შეთავაზება გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ-გვერდზე www.e-chef.ge. შერჩეულ კურსს ჩვენ მოგაწვდით თქვენს მიერ მისი შეძენისა და ხელშეკრყლებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შედეგად.

2. ოფერტის/ხელშეკრულების დადების წესი.

2.1. ოფერტის ტექსტი,მასში მითითებული ყველა არსებითი პირობებით, განთავსებულია საიტზე www.e-chef.ge და ის წარმოადგენს ჩვენს საჯარო შეთავაზებას შემდგომში თქვენთან ხელშეკრულების გასაფორმებლად.

2.2. ოფერტა შეიძლება აქცეპტირებულ (მიღებულ) იქნეს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, რომელიც დაინტერესებულია ჩვენ საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურების შეძენაში და გააჩნია ხელშეკრულების დადების უფლება, აგრეთვე მისი პირობების შესრულების შესაძლებლობა.

2.3. ოფერტის აქცეპტი ნიშნავს იმას, რომ თქვენ მთლიანობაში და სრულად აღიარებთ მის ტექსტს, აგრეთვე იღებთ პასუხისმგებლობას ყველა იმ პირობის შესრულებაზე (გამონაკლისების გარეშე), რომელსაც შეიცავს ოფერტა. თქვენს მიერ ოფერტის აქცეპტირების მომენტიდან ის იძენს შეთანხმებული ხელშეკრულების სახესა და ძალას.

2.4. ხელშეკრულება აღიარებულ და დადასტურებულად ცნობილი იქნება მხოლოდ თქვენს მიერ შერჩეული საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურების პაკეტის ღირებულების პირველივე (ან წინასწარ შეთანხმებული - ნაწილობრივი თუ სრული) გადახდის შედეგად.

2.5. პაკეტის არჩევის, ხელშეკრულების გაფორმების და მომსახურების ღირებულების გადახდის შემდეგ თქვენ იძენთ უფლებას მიიღოთ საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურება აღნიშნულ პაკეტში მითითებული მოცულობის და იქვე აღნიშნული პირობების გათვალისწინებით.

3. მომსახურების მიწოდების პირობები, მხარეთა უფლებები და მოვალეობები.

3.1. ამ ხელშეკრულების ფარგლებში და შეძენილი პაკეტის შესაბამისად თქვენ მოგეწოდებათ ინფორმაცია, მომსახურება და საჭირო მხარდაჭერა.თქვენთვის ხელმისაწვდომი ხდება ონლაინ სერვისები და სასწავლო მასალები, აგრეთვე სხვა შესაძლო დამატებითი ოფციები. განმარტება იხ.: www.e-chef.ge.

3.2. რესურსის www.e-chef.ge მასალების და სერვისების უფლება დაცული და ექსკლუზიურია. ყველა მასალა და მომსახურება მოგეწოდებათ მხოლოდ პირადად თქვენ, ყოველგვარი კოპირების (გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა), აგრეთვე გადაგზავნის, გადაყიდვისა და მესამე მხარისათვის გადაცემის უფლების გარეშე.

თქვენს მიერ საკუთარი ავთენტიფიკაციის მონაცემების მესამე პირისათვის გადაცემის შემთხვევაში, თქვენ პასუხისმგებელი ხდებით ამ მესამე პირის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე და ჩვენი რესურსისთვის მიყენებულ ზიანზე და/ან ზარალზე.

3.3. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევიტანოთ ცვლილებები პაკეტების პირობებში და ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, განახლებული ყველა პირობა იძენენ ძალას საიტზე განთავსების მომენტიდან (თუ ცვლილების ძალაში შესვლის ვადა არ განისაზღვრება წინასწარ). ეს პირობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ მიღებულად პირველივე შესყიდვის მომენტიდან. ამავდოულად ჩვენ არ გვაქვს უფლება შემცირებისკენ შევცვალოთ თქვენს მიერ უკვე შეძენილი მომსახურების ჩამონათვალი და მოცულობა.

3.4. თქვენ გაქვთ უფლება:

3.4.1. პირადი საგანმანათლებლო მოხმარებისათვის მიიღოთ და გამოიყენოთ სწავლების სერვისები და მასალები სრული მოცულობით, რასაც ჩვენ მოგაწვდით თქვენს მიერ შერჩეული მომსახურების პაკეტის ფარგლებში და იმ წესითა და პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებენ წინამდებარე ხელშეკრულების პირობები (იხ. 2.5.). ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სწავლების პროგრამა შეიცავს თქვენს მიერ დამოუკიდებლად საშინაო დავალებებისა და პრაქტიკული სასინჯი სამუშაობის შესრულებას და, რომ თქვენ იღებთ ვალდებულებას დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოთ მოცემული დავალებები, პრაქტიკული სამუშაობი და ჩვენგან მოწოდებული რეკომენდაციები, ვინაიდან ამ დავალებებისა და სამუშაობის შეუსრულებლობა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სწავლის შედეგებზე.

3.4.2. ჩვენს ელ.მისამართზე წერილის გამოგზავნისა და მის თაობაზე სატელეფონო შეტყობინების შემდეგ (არაუგვიანეს 24 საათისა წერილის გაგზავნის მომენტიდან) უარი თქვათ მომსახურების მიღებაზე, აღნიშნული გადაწყვეტილების განმარტებით და მკაფიო დასაბუთებით. ამასთან უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვუზრუნველუობთ კურსის ღირებულების 90 % -ის დაბრუნებას (ანუ ბანკის სისტემების მიერ დაკავებული საკომისიო გადასახადებისა და გაწეული ხარჯის გამოკლებით) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი უარი არ აცილდება შეძენიდან 7 (შვიდ) კალენდარულ დღეს და გავლილი გექნებათ გაკვეთილების არა უმეტეს 20%.- სა. ხელშეკრულების ამ პუნქტში მითითებული ვადების გასვლის შემდეგ მომსახურების მიღებაზე უარი მიიჩნევა ხელშეკრულების პირობების დარღვევად და ამ შემთხვევაში ფულადი სახსრების დაბრუნება არ ხდება.

თუ მომხმარებელმა დაიწყო, მაგრამ ფორსმაჟორული მიზეზების გამო, ვერ დაასრულა სწავლება კურსზე, შემსრულებელი უბრუნებს მომხმარებელს დაუსრულებელი გაკვეთილების ღირებულების 90%-ს.

თანხის დაბრუნების თაობაზე შემსრულებებლი იღებს გადაწყვეტილებას მომხმარებლის წერილობითი განცხადებისა და სატელეფონო შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. ხოლო ფასიანი მომსახურების ღირებულების თანხა უბრუნდება მომხმარებელს მისი განაცხადის განხილვიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში იმ ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდა გადახდა.

3.4.3. ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია განხორციელებული გადახდებისა და ორმხრივი ანგარიშსწორების შესახებ.

3.5. ჩვენ გვაქვს უფლება:

3.5.1. დამოუკიდებლად შევადგინოთ სასწავლო პროგრამა და განვსაზღვროთ სწავლების წესები, ვადები, რომლებსაც წინასწარ ვაქვეყნებთ ჩვენს საიტზე. თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, ეს ინფორმაცია მოგეწოდებათ ელექტრონული ფოსტით.

3.5.2. მოგაწოდოთ საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურება ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით და შეძენილი პაკეტით დადგენილი მოცულობითა და შეთანხმაბულ ვადებში.

3.5.3. საჭიროების შემხვევაში განვახორციელოთ საიტზე განთავსებული სასწავლო/საინფორმაციო მასალების დამატება, გადანაცვლება, შეცვლა ან წაშლა.

3.5.4. შევაჩეროთ თქვენი წვდომობა რესურსთან www.e-chef.ge (მის ყველა მასალებთან და სერვისებთან), ან განვახორციელოთ თქვენი ბლოკირება თქვენს მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგად, აგრეთვე კანონით დადგენილ შემთხვევებში.

3.5. 5.შესყიდული მომსახურების ტექნიკური მიზეზებით მიუწოდებლობის თაობაზე პრეტენზიის გაჩენის შემთხვევაში (თქვენი მხრიდან ბრალის არარსებობის შემთხვევაში), თქვენგან შეტყობინების მიღებიდან სამუშაო დღეებში 24 საათის განმავლობაში ვუზრუნველყოთ შექმნილი პრობლემის გადაჭრა (ხოლო რთული, კომპლექსური ტექნიკური მიზეზების გამო - არა უმეტეს 2 სამუშაო დღეში).

3.6.1. ჩვენ და თქვენ ერთობლივად ვთანხმდებით იმაზე, რომ :                         

- მომსახურება მიიჩნევა სათანადოდ მიწოდებულად უშუალოდ თქვენს მიერ მისი მოხმარების დაწყების მომენტიდან, ანუ რესურსებთან წვდომის ტექნიკური გააქტიურებისა და მათი შესაძლებლობებით სარგებლობის დაწყების მომენტიდან;

- სწავლების მეთოდოლოგიისა თუ შინაარსის მიმართ თქვენი შეხედულების განსხვავებულობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას გაწეული დანახარჯის დაბრუნების მიზეზად, რადგან თქვენ უშუალოდ ამ საკითხებთად დაკავშირებით ჩამოაყალიბეთ გადაწყვეტილება ოფერტის განხილვისას და ამ ხელშეკრულების დადებამდე;

- მომსახურების მიწოდების ხარისხის ან სისრულის თაობაზე დასაბუთებული პრეტენზიის შემთხვევაში თქვენ გეძლევათ მისი ელექტრონული წერილით და შესათყვისი შეტყობინებით ჩვენთვის წარდგინის უფლება. (იხ.3.4.2.). თუ ამ სახის რომელიმე პრეტენზია არ იქნა წარმოდგენილი ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, მომსახურება მიიჩნევა სრულყეფილად თქვენ მდუმარე თანხმობის შედეგად და მითითებული ვადის დარღვევით წარდგენილი ნებისმიერი პრეტენზია არ მიიღება;

- კურსის მოცულობით გათვალისწინებული მომსახურების დასრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის ბეჭვდითი სახით შედგენა და უშუალოდ თქვენი ხელმოწერით დადასტურება არ არის სავალდებულო. ხოლო ხელშეკრულების დადებისას წინასწარ შეთანხმებული საჭიროების შემთხვევაში (საბანკო, საბუღალტრო და საგადასახადო ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის) დადასტურება შესაძლებელია ორხმხრივი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის, ხელმოწერისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნის ან ორიგინალების ურთიერთ გაცვლის სახით.

3.6.2. გარდა ამისა, ოფერტის შეთანხმების შედეგად ჩვენ გვეძლევა უფლება:

ა) გამოგიგზავნოთ SMS, e-mail, ან ნებისმიერი სხვა ელექტრონული შეტყობინებები;

ბ) მოვახდინოთ თქვენი ინფორმირება ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი პროდუქტების, მომსახურებისა და სერვისაბის თაობაზე;

გ) გამოგიგზავნოთ სარეკლამო და საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებები, მათ შორის, მესამე პირების საქონელის, პროდუქციისა და მომსახურების შესახებ (თუ თქვენ არ განაცხდებთ უარს ამგვარი შეტყობინებების მიღებაზე)

4. უფლებები ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე

4.1. საინფორმაციო და სასწავლო მასალები, რომლებსაც ჩვენ მოგაწვდით ამ ხელშეკრულების ფარგლებში წარმოადგენენ ჩვენ ინტელექტუალურ საკუთრებას, ანუ მთლიანობაში გაწეული მომსახურების და მისი ცალკეული ელემენტების საკუთრების ყველა უფლება გვეკუთვნის ჩვენ.

4.2. ჩვენ განიჭებთ არაექსკლუზიურ, არაშეუზღუდავ (მესამე მხარისთვის გადაცემის ან დათმობის გარეშე), არამედ შეზღუდული გამოყენებისა და სარგებლობის უფლებას, ამავდროულად ვიტოვებთ თქვენთვის მოწოდებული მასალებისა და სერვისების გამოთხოვნის და გაუქმების უფლებას.

5. მხარეთა პასუხისმგებლობა.

5.1. მხარეები პასუხისმგებელნი ხდებიან:

- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის, ხელშეკრულების დადების ან მისი შესრულების დროს არასწორი, ყალბი ინფორმაციის მიწოდების, ასევე რეკვიზიტების შეცვლის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის ან არადროულად შეტყობინების შემთხვევაში, აგრეთვე პასუხს აგებენ საგადასახდო სისტემებთან ისეთი სახის ურთიერთქმედების გამო, რომლებიც გამოიწვევენ რისკებს და წარმოქნიან უარყოფით შედეგს.

5.2. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი იმ შემთხევებში, როდესაც:

- მომსახურების გაწევა შეუძლებელი ხდება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მათ შორის ფორსმაჟორული მდგომარეობის ჩათვლით, ან სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებების შედეგად, თუ ისინი გამოიწვევენ ჩვენგან დამოუკიდებელ შეზღუდვებს. აგრეთვე როდესაც მომსახურების უზრუნველყოფა შეუძლებელი ხდება საკომუნიკაციო ხაზებისა და ინტერნეტის ფუნქციონირების დარღვევა/გათიშვის, პროვაიდერების აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის (რაც არ გვეკუთვნის ჩვენ) გაუმართაობის გამო, ანუ მესამე მხარის მიერ თავიანთი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად;

- მომსახურების სრული ან ნაწილობრივი შეფერხება გამოწვეული იქნება ტექნიკური საშუალებების ჩანაცვლების, პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლის აუცილებლობით, ან/და დაკავშირებული იქნება გადაუდებლად საჭირო ტექნიკური საშუალებების, პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონირების გადაუდებელი გაუმჯობესების აუცილებლობასთან (თქვენთვის წინასწარი შეტყობინების პირობით);

- მოხდება მომსახურების მისაღებად თქვენი აპარატურის (გაჯეტების) და მისი პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალური შეფერხება ან დადგენილი უსაფრთხოების დარღვევა. კონფიდენციალური ინფორმაციის ან მისი ნაწილის დაკარგვა;

- თუ მესამე პირების გამო წარმოიქმნა ნებისმიერი ზარალი (არა ჩვენს გამო). ხოლო თუ მესამე პირის მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებით მოხდა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობა, თქვენ შეზღუდვაზე და ზარალზე პასუხისმგებლობა უშუალდ გეკისრებათ თქვენ;

5.3. იმ შემთხვევაში თუ რეალური, ობიექტური და გარდაუვალი მიზეზით არ დაიწყება მომსახურების გაწევა, ან მომსახურება განხორციელდება ვადის გადაცდენით, სწავლების წარმატებით დასრულების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი მხარის პასუხისმგებლობა გამოიხატება მარტოოდენ და მხოლოდ მომსახურების ვადის გაგრძელებაში, ან მომსახურების ახალ ვადებში გაწევაში, სანამ სრულად არ შესრულდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწავლების ვალდებულება.

5.4. შენიშვნები გარანტიების თაობაზე:

- ერთი და იგივე მომსახურებების გამოყენებისას სხვადასხვა მომხმარებლების შედეგის სხვაობა შეიძლება იყოს განპირობებული მისი ობიქტური თუ სუბიექტური მიზეზებით;

- შედეგი, რომელიც მიიღწევა სწავლის შემდგომ საქმიანობაში დამოკიდებულია მსმენელის თვისებებზე, გარდა ამისა მას განპირობებენ ეკონომიკური ფაქტორები და სწავლების პერიოდში მომხდარი შრომის ბაზრის რყევები;

- თქვენი და ჩვენი ურთიერთ პასუხისმგებლობა ნებისმიერ სარჩელთან ან პრეტენზიასთან დაკავშირებით ამ ხელშეკრულების შესაბამისად შემოიფარგლება მხოლოდ გადახდილი თანხის ოდენობით (და ხელშეკრულების.4.2. პუნქტის გათვალისწინებით)

6. მომსახურების გაწევისათვის თანხის გადახდის საშუალებები.

6.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების გადახდა შეიძლება განხორციელდეს საბანკო ბარათით გადახდის სისტემის მეშვეობით ან უშუალოდ ჩვენს რეკვიზიტებში მითითებულ ანგარიშზე უნაღდო გადარიცხვით (ბანკისა და გადახდის სისტემების ყველა მოთხოვნათა შესაბამისად).

6.2. ალტერნატიული გადახდის შესაძლებლობის გამოყენება განიხილება მხოლოდ ჩვენთან კონსულტაციისა და შეთანხმების შედეგად.

7. მომსახურების გაწევის ღირებულება და ანაზღაურების წესი

7.1. მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თქვენს მიერ შეძენილი საგანმანათლებლო ან საკონსულტაციო პაკეტის პირობებით.

7.2. ჩვენი თანხმობის შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ გადაიხადოთ შეძენილი სერვისის პაკეტის ღირებულება დათქმულ ნაწილებად და ჩვენთან შეთანხმებული გრაფიკით, ანუ გადასახდელი თანხის ნაწილის მოცულობა და გადახდის განხორციელების ვადა დგინდება ერთობლივად.

7.3. მომსახურების თითოეული პაკეტის ღირებულების მოცულობა ფიქსირებულია, ამავე დროს შესაძლებელია მისი კორექტირება ჩვენი შეხედულებისა და მომხმარებელთან შეთანხმების შედეგად.

8. დავები და მათი გადაწყვეტის, მოგვარების წესი

8.1. ამ ხელშეკრულების შესრულებისას წარმოქმნილი ყველა დავა გვარდება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით. ხოლო თუ დავა არ მოგვარდება მოლაპარაკებების მაშვეობით, მისი გადაწყეტა ხდება სასამართლოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

9.1. ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმება შედის ძალაში ოფერტის აქცეპტირაბისთანავე და მოქმედებს მომსახურების პაკეტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებამდე.

9.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადამდე მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა თანხმობის შედეგად.

10. იურიდიული ინფორმაცია:

ი.მ. მზია გიგუაშვილი

იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ტაშკენტის ქუჩა #31
საფოსტო მისამართი: საქართველო, თბილისი, ტაშკენტის ქუჩა #31
საფოსტო ინდექსი: 0160
სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი:  01019011310
საბანკო დეტალები:
სს "თიბისი ბანკი"
ბანკის კოდი: TBCBGE22
ორგანიზაციის დასახელება: "ი.მ. მზია გიგუაშვილი / პროფესიული სკოლა "ინტერსერვისი"
ანგარიშის ნომერი IBAN: GE81TB7487045064300034
ანგარიშის ტიპი: მიმდინარე

 

Write Close