სასწავლო კურსი - ცომეულის მზარეული

750 ლარი
ყიდვა

ცომეულის კერძებისა და ნაწარმის თეორია და პრაქტიკა

სასწავლო კურსი წარმოადგენს
ცომეულის მომზადების ტექნოლოგიისა და რეცეპტურის შესწავლას თეორიასა და პრაქტიკაში
კურსის მიზანი

პროფესიული კომპეტენციების შეძენა ან მზარეულის პროფესიაში ახალი სპეციალიზაციის დაუფლება.


კურსის აღწერა 

თქვენ გექმნებათ შესაძლებლობა ქართული  და ზოგი სხვა ქვეყნის  სამზარეულოების მაგალითებზე  შეისწავლოთ ცომისგან საყოველთაოდ აღიარებული  კულინარული კერძებისა და ნაწარმის ტექნოლოგია და რეცეპტურა, რასაც ღირსეულად დააფასებენ თქვენი რესტორნის კლიენტები.

სწავლების შედეგად თქვენ მოახდენთ პროფესიონალიზმისა და გემოვნების მაღალი დონის დემონსტრირებას, რომელიც განსხვავებული იქნება იმისგან, რაც მომხმარებელთა ნაწილს უკვე არაერთხელ აქვს ნანახი და დაგემოვნებული.

ამ შედეგის მისაღწევად გთავაზობთ უმოკლეს გზას - თეორიული ცოდნის შეძენას ონლაინ ფორმატში და კერძების მომზადების უნარის დაუფლებას უშუალოდ  რესტორნის პროფესიონალური  სამზარეულოს პირობებში, შეფ-მზარეულის პირადი მეთვალყურეობის ქვეშ.

კურსის ამოცანები: კურსის მსვლელობისას თქვენ აღმოაჩენთ ტექნოლოგიის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებსაც ადრე ხშირად არც ითვალისწინებდით ან შესაძლოა არ იცოდით მათ შესახებ.
თავიდან აიცილებთ შეცდომებს, თუ გაეცნობით სხვადასხვა სახის ცომის მომზადებას და მის შესაბამისობას კონკრეტულ კერძთან ან ნაწარმთან. შეისწავლით როგორ უნდა მოამზადოთ სხვადასხვა შიგთავსი.
გაერკვევით ისეთ ნიუანსებში, რომლებსაც ფლობენ  რესტორნის გამოცდილი მზარეულები.
თეორიული სწავლება: სასწავლო მასალას მოგაწვდით ონლაინ გაკვეთილების ფორმატში, აგრეთვე გექნებათ შესაძლებლობა ყოველი გაკვეთილის შემდეგ პირადად შეამოწმოთ მიღებული ცოდნა.

სტაჟირება: ცომისგან პროდუქციის წარმოების რეალურ ტექნოლოგიურ პროცესში,მომუშავე მზარეულთათვის ეს შესაძლოა აუცილებელი არც გახდეს.

სწავლება მიმდინარეობს დევიდ კოლბის მეთოდოლოგიით 

Left
Right
სწავლების ფორმატი

+ თეორიული ონლაინ სწავლების შესაძლებლობა ნებისმიერ ხელსაყრელ დროს
+ პრაქტიკული მეცადინეობები შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით რეალურ რესტორანში
+ ცოდნის შემოწმება ტესტების მეშვეობით.

კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენაზე

კურსის პროგრამა

ცომისგან კერძებისა და კულინარული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგია

I. ცომის სახეობები და მათი მომზადების მეთოდები.
II. ცომისგან კერძების მომზადება - ქართული სამზარეულოს ცნობილი ნიმუშების მაგალითზე.

- ხინკალი

- ხაჭაპური

- აჭარული ხაჭაპური

- აჩმა

- კუბდარი

შემფასებელი ტესტი 

III. სხვა ქვეყნების სამზარეულოების ცომეულის მაგალითები.

შემფასებელი ტესტი


აუცილებელი პირობა - უნდა გაიაროთ (შედის კურსის საფასურში) - პროფესიული კურსი მზარეული II ნაწილი

750 ლარი
ყიდვა
Write Close