2 ნაწილად

მზარეული-უნივერსალი

ქართული კერძების რეცეპტურა და ტექნოლოგია

ეს მზარეულ-უნივერსალის პროგრამის მესამე, ძირითადი ნაწილია. მანამდე გადიან პირველ და მეორე ნაწილს, ისინი საფასურში შედის, ან ადასტურებენ მზარეულად მუშაობის გამოცდილებას.

მიზანია ქართული კერძების რეცეპტურის, მომზადების მეთოდებისა და ტექნოლოგიური პროცესების შესწავლა და წარმოების დაუფლება, რათა კურსდამთავრებული მზარეულ-უნივერსალად თავდაჯერებულად იმუშაოს რესტორნის, კაფეს, სასადილოს და სხვა კვების ობიექტის სამზარეულოში.

თეორია ონლაინ მიმდინარეობს, მოსახერხებელ დროს: აუდიო და ვიდეო გაკვეთილები და დავალებები. პრაქტიკა რესტორანშია, შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით. ონლაინ ნაწილი ტარდება დევიდ კოლბის მეთოდიკით. თეორიას 1–2 კვირა სჭირდება, პრაქტიკას — 8–12 კვირა.

სამი ნაწილის შემდეგ გასცემენ მზარეულ-უნივერსალის სერტიფიკატს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ამ ნაწილში:

  • ნედლეულისა და პროდუქტების პირველადი და შემდგომი დამუშავება: ჰიდრომექანიკური, მექანიკური და თბური, და ტექნოლოგიური პროცესების ზოგადი დახასიათება;
  • ქართული სამზარეულოს კერძებისა და კულინარიული ნაწარმის რეცეპტურა და ტექნოლოგიური პროცესები;
  • წვნიანების, ცხელი და ცივი კერძების, ცომეულის, საუზმეულის (მხალეული, სალათები), გარნირების, სოუსების, საწებლებისა და დესერტების მომზადების ტექნოლოგია.

გადახდამდე გაიარეთ რეგისტრაცია

950.00 GEL 450.00 GEL

2 ნაწილად

  • 42 გაკვეთილი
  • ონლაინ და ოფლაინ
  • სერტიფიკატი კურსის დასრულების შემდეგ.